x
image
ელენე გუმა
„ვერ გავიგე, რატომ არ სხედან საბრალდებო სკამზე საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველი „მუშკეტერები“?“ - რას წერს მოროშკინა?
პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და ირაკლი ღრიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.


„ჯანდაცვის მინისტრმა ცხადზე ცხადად თქვა, რომ საწოლფონდებით და ციფრებით მანიპულირება ხდებოდა! ვერ გავიგე, რატომ არ სხედან საბრალდებო სკამზე საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველი „მუშკეტერები“? სხვა შემთხვევაში მინისტრი ტყუის?, “ - წერს ლალი მოროშკინა.


ცნობისთვის, დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნიღბები სავალდებულო აღარც სასწავლო დაწესებულებებში იქნება.


„გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი, კოვიდის სიტუაცია დასტაბილურდა. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, შევამსუბუქოთ რეგულაციები, " - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

image


0
500
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0