სიახლეები "მოსკოვი საქართველოსთან რუსული პროდუქციის რეექსპორტის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს" - უკრაინის დაზვერვა 2022, 1 მაისი, 14:35 აგრესორ ქვეყანას ესმის, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციებმა უკვე დაიწყო დეგრადაციის პროცესი საკვანძო სფეროებში.რუსეთის ფედერაცია ცდილობს სხვა ქვეყნების ჩართვას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს უკრაინის ომის დროს დაწესებული ეკონომიკური სანქციების დამანგრეველი შედეგები.უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ მოსკოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის მიზნით."რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა დაფუძნებული", - ამბობენ დაზვერვაში. Unian-ი წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, უკრაინის დაზვერვის მიერ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდის არხს ქმნიან, ასეთი განცხადება გააკეთა: "მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! პარტნიორი ქვეყნებისგან მსგავსი დეზინფორმაცია, განსაკუთრებით ამ პირობებში, აბსოლუტურად მიუღებელია", - თქვა პაპუაშვილმა. 33 1-ს მოსწონს
|