x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე მასშტაბური საპირველმაისო დემონსტრაციიდან 50 წელი გავიდა
image

დღეს, 1 მაისს 50 წელი შესრულდა ყველა დროის ყველაზე მასშტაბური საპირველმაისო დემონსტრაციიდან, რომელიც 1972 წელს გაიმართა მოსკოვში.ამავე 1972 წელს პირველად 1 მაისს უკვე მოიხენიებდნენ როგორც " მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღედ".



1972 წელს საბჭოთა კავშირში ფართოდ აღინიშნა სსრკ-ს დაარსებიდან 50 წლისთავი, ამიტომ მოსკოვში პირველი მაისის დემონსტრაცია განსაკუთრებული მასშტაბით და პომპეზურობით გაიმართა.


მავზოლეუმის პლატფორმაზე მდგარი მთავრობის წინ მშრომელთა კოლონების გარდა, საზეიმო მსვლელობა გამართეს სპორტსმენებმა და ნორჩა ლენინელებმაც კი, რომლებმაც იმავე წელს, აღნიშნავბდნენ პიონერული ორგანიზაციის დაარსების 50 წლისთავს.


ქალაქის ყველა რაიონის მაცხოვრებელმა დროშებით, ბანერებით და ბუშტებით ხელში ჩაიარეს მავზოლეუმის წინ.


ყველა საბჭოთა ოფიციალური დღესასწაულიდან ყველაზე მეტად სწორედ 1 მაისი წააგავდა დიდ კარნავალს გაზაფხული, მზე, აღლუმი სამხედრო და ტექნიკის გარეშე, ეს ყველაფერი გაზაფხულის, საბჭოთა ძალაუფლებისა და მშვიდობიანი შრომის სიმბოლოებზე იყო აგებული.

დილის 10 საათზე საბჭოთა ხელისუფლება მავზოლეუმის ტრიბუნაზე აპლოდისმენტების ფონზე ავიდა.

დიქტორმა საბჭოთა მშრომლებისადმი ცენტრალური კომიტეტის მილოცვა და მიმართვა წაიკითხა. 1972 წლის 1 მაისს სიტყვით გამოვიდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ნიკოლაი პოდგორნი, რომელმაც ყველას მიულოცა 1 მაისი და მოახლოებული სსრკ-ს შექმნის 50 წლის იუბილე.


შემდეგ დაიწყო დემონსტრაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტსმენები და პიონერები, რომლებმაც ყვავილები გადასცეს მთავრობის წევრებს. ბოლო აკორდი იყო წითელ მოედანზე მუშათა კოლონების გავლა ყველა რაიონიდან და მოსკოვის მთავარი საწარმოებიდან.

ტრანსფარანტები რომლებიც პლატფორმებზე იყო განთავსწბული ან დემონსტრანტებს მოჰქონდათ, სხვადასხვა ხასიათის იყო: საბჭოთა პროპაგანდისტული ლოზუნგებით დაწყებული და დამთავრებული პლაკატებით „იმპერიალიზმი ხალხების მტერია“, „ვიეტნამი გაიმარჯვებს!“ და ა. შ.


ქვემოთ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ყველაზე მასშტაბურ საპირველმაისო დემონსტრაციიდან


image

imageimage

image

image

image

image

image

image

image

image

image

image



შეგახსენებთ, მშრომელთა საერთაშორისო დღე ან შრომის დღესასწაული ან მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე ან ზოგან "May Day“ აღინიშნება ყოველი წლის 1 მაისს მუშათა საერთაშორისო მოძრაობის სოციალურ-ეკონომიკური მიღწევებისთვის. ეს თარიღი გამოიყენება ერთი შემთხვევის გამო, რამაც დასაბამი მისცა მუშათა ორგანიზებულ წინააღმდეგობას სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის.


1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვა-საათიანი სამუშაო დღე აშშ-ში, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. მას შედეგად საერთო გაფიცვა და ამბოხი მოჰყვა ჩიკაგოში, თუმცა ასევე ოფიციალური სანქციაც რვა-საათიან სამუშაო დღეზე. მაისის დღის ამბოხი მოგვიანებით განმეორდა 1894 და 1919 წლებშიც.

მემარცხენე ორიენტაციის გამო მაისის დღე ხშირად გამხდარა სხვადასხვა სოციალისტური, კომუნისტური და ანარქისტული ჯგუფის დემონსტრაციების ეპიცენტრი. მე-20 საუკუნეში პირველმა მაისმა ოფიციალური მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა კავშირში; ამ დღის აღსანიშნავი დღესასწაულები კომუნისტურ ქვეყნებში ცივი ომის პერიოდში ხშირად მოიცავდა სამხედრო პარადებს და მოქალაქეთა პროცესუალურ მსვლელობებს მთავრობის მხარდაჭერის ნიშნად.

„წითელი საშიშროების“ პერიოდში აშშ-ში მაისის დღე როგორც მასობრივი უქმე დღე გაუქმდა, რაც საკმაოდ ირონიულია, ვინაიდან ეს ტრადიცია ჩიკაგოდან მომდინარეობს. ამასობაში სხვა ქვეყნებში (აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარდა) რეზიდენტი მუშა კლასები იბრძოდნენ იმისთვის, რათა პირველი მაისი ოფიციალურ მთავრობის მიერ სანქიონირებული უქმე დღე გამხდარიყო, რამაც საბოლოოდ თითქმის ყველგან წარმატებული შედეგი გამოიღო. ამ მიზეზის გამო პირველი მაისი თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება მუშათა უზარმაზარი ქუჩის დემონსტრაციებით, რომელთაც მეთაურობს მუშათა პროფკავშირები და სხვადასხვა სოციალისტური თუ კომუნისტური პარტია - თუმცა ეს ფენომენი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში არ შეინიშნება, მათი ძლიერი ანტი-კომუნისტური პროპაგანდის გამო.

კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „მშრომელთა დღეს“ (Labor Day) სხვადასხვა თარიღებში აღნიშნავენ, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიაზე.

0
113
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0