x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12 საოცარი ფაქტი მსოფლიო ოკეანის შესახებ

მსოფლიო ოკეანის არსებობას შეჩვეულები ვართ, მაგრამ მის შესახებ, ბევრი არაფერი ვიცით! აქ რამდენიმე საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ, ჩვენი პლანეტის ყველაზე იდუმალო ობიექტის – მსოფლიო ოკეანის შესახებ…


image


1. მთვარეზე უფრო მეტი ადამიანია ნამყოფი, ვიდრე ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში — ჩელენჯერის უფსკრულში, რომელიც მარიანას ღრმულში მდებარეობს. როგორც ცნობილია, ჩვენს უახლოეს ციურ სხეულზე, 12 ადამიანი ასტრონავტ იყო, ჩელენჯერის უფსკრულში კი — 3. მათ შორის ერთი, ცნობილი რეჟისორი ჯეიმზ კამერონია.

2. ჩელენჯერის უფსკრული, ზღვის დონიდან, 11 034 მ. სიღრმეზე მდებარეობს და მასში თავისუფლად ჩაეტეოდა, 8 848 მ. სიმაღლის ევერესტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანძილი დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილამდე, ევერესტის სიმაღლეზე მეტია.

image3. ექსპერტების ბოლო შეფასებით, მსოფლიო ოკეანეში, შესაძლოა, 700 000 სახეობის, ან უფრო მეტი ცოცხალი არსება ბინადრობდეს... და მათი უმრავლესობა, ჩვენთვის ცნობილი არ არის.

4. მედუზა Turritopsis dohrnii — სავარაუდოდ, უკვდავი არსებაა. ბევრი მედუზა სიცოცხლეს გაუნძრეველი პოლიპის სახით იწყებს და მხოლოდ Turritopsis-ს შეუძლია უკუსვლა და პოლიპის მდგომარეობაში დაბრუნება. თუ მის სიცოცხლეს საფრთხე, ავადმყოფობით, ან სიბერის გამო ემუქრება, ის პოლიპის სტადიაში ბრუნდება და კლონ-კვირტს იკეთებს. ხოლო, ასეთი ციკლის გაგრძელება, მას უსასრულოდ შეუძლია.


image


5. კოსმოსური ექსპედიციების წყალობით, ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ ვიცით, მთვარის და მარსის შესახებ — ჩვენი თანამგზავრის და წითელი პლანეტის ზედაპირის რუკები, ბევრად უფრო დეტალურად არის შედგენილი, ვიდრე მსოფლიო ოკეანის ფსკერის რუკა.

6. ოკეანეში ყველაზე ამტანი არსებები, ნელამავალები ბინადრობენ. ეს მიკროსკოპული ზომის უხერხემლოები არიან, რომლებიც –193 გრადუსზე შეუძლიათ არსებობა და 1 საათის მანძილზე, დუღილის ტემპერატურასაც უძლებენ. კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც ამ არსების გამძლეობაზე მიუთითებს, რადიაციის მიმართ მდგრადობაა: თუ ადამიანისთვის, სასიკვდილო დოზა 500 რენტგენი, ნელამავალს 570 000 რენტგენიც კი ვერაფერს აკლებს. არახელსაყრელ პირობებში, ის ანაბიოზის მდგომარეობაში გადადის. ხოლო, როდესაც ხელსაყრელი გარემო შეიქმნება, ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება.

image7. ასწლეულების მანძილზე, კაცობრიობამ, მსოფლიო ოკეანის მხოლოდ 5%–ის შესწავლა მოახერხა... და უნდა ვაღიაროთ, რომ იქ, შეიძლება, ბევრი ისეთ რამ იყოს, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია...

8. პლანეტის ფაუნის 80% საცხოვრებლად ოკეანე აირჩია. ჩვენთვის კი, ეს სამყარო საკმაოდ შეზღუდულია. ეს ალბათ, გასაკვირია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი, დიდი ხანია რაც შესწავლილია.

9. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ოკეანე — ცოცხალი ორგანიზმია, უფრო სწორედ, ეს უზარმაზარი გადასამუშავებელი ქარხანაა, რომელშიც, სისტემაში არსებული, ყველა ნივთიერება შეიძლება გადამუშავდეს.

10. ოკეანეში ბევრი უცნაური ხმა არის, რომლის ახსნა რთულია. ზოგიერთი კი, ოკეანოლოგებში, ღამის კოშმარებსაც კი იწვევს. მაგ., ასეთი ხმები 1997 წ. ერთმანეთისგან, 4800 კმ–ით დაშორებულმა, ორმა ჰიდროფონმა დააფიქსირა. ეს ხმა ზღვის ცხოველის ხმას წააგავდა, მაგრამ იმდენად ხმამაღალი და მოცულობითი იყო, რომ თუ ამ არსების ბინადრობის ფაქტს დავუშვებთ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ის გიგანტური ზომის უნდა იყოს...



image11. ოკეანე — მსოფლიოში საუკეთესო მუზეუმია: ჩაძირული გემები, უძველესი ქალაქები, დაკარგული თვითმფრინავები... ოკეანის ფსკერზე უამრავი არტეფაქტია, რომელთა ასაკი ათასობით წლით განისაზღვრება. ჩვენთვის კი, ეს ყველაფერი უცხო და გაუგებარია. იქნებ, მომავალში, სწორედ ამ ნივთების საშუალებით შევიტყოთ, უფრო მეტი რამ, ჩვენი ცივილიზაციის წარსულის შესახებ?

12. მუზეუმის გარდა, მსოფლიო ოკეანე ყველაზე დიდი სასაფლაოა პლანეტაზე. სწორედ იქ შეხვდა უამრავი ადამიანი საკუთარ სიკვდილს. მოულოდნელმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა (მიწისძვრა, ცუნამი) ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ცხადია, არამიწიერ საფრთხეს უნდა ვაკვირდებოდეთ — მაგ., მეტეორიტებს. მაგრამ, არ უნდა დავივიწყოთ ოკეანე, რომლის მიმართა, სიფრთხილის გამოჩენა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

image

არხის სხვა სიახლეები:


* შერონ სტოუნი რომ არა, შესაძლოა, ლეონარდო დიკაპრიო მსახიობი არ ყოფილიყო

* რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანმრთელობა ხანგრძლივი დროით შევინარჩუნოთ? – რჩევები ავიცენასგან

* იყო, თუ არა, ფარული მოლაპარაკება, სტალინსა და ჰიტლერს შორის, ომის დასრულებასთან დაკავშირებით?

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
318
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0