x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი

პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ, ძვ. წ. აღრ. V საუკუნეს ეკუთვნის. სწორედ შავი ზღვვის გავლით მოვიდნენ არგონავტები კოლხიდაში, ოქროს საწმისის წასაღებად.


imageimage1. მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში წყალი შავი არ არის, ძველთაგანვე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მას “შავს" ეძახდნენ. ზუსტად ცნობილი არ არის ვინ, როდის და რატომ დაარქვა, ან ასე რატომ აიტაცეს ეს სახელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის, ყველაშე გავრცელებული შემდეგი ვერსიებია:

ერთი ვერსიის მიხედვით, სახელი მას ძველმა ბერძნებმა დაარქვეს. ისინი შავ ზღვას — პონტ აქსინოს (ბერძ. Πόντος Ἄξενος) ეძახდნენ, რაც «არასტუმართმოყვარე ზღვა»-ს, ბნელ ანუ შავ ზღვას ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს სახელი ზღვამ იმით დაიმსახურა, რომ მასზე ზღვაოსნობა რთული იყო. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც, მისი სანაპირო ზოლი ბერძნებმა შეისწავლეს და მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაცია მოახდინეს, მას პონტო ექსინოსი (ბერძ. Πόντος Εὔξενος, «სტუმართმოყვარე ზღვა») დაარქვეს.

image

მეორე ვერსიის თანახმად, “შავი", ზღვას თურქებმა დაარქვეს, როდესაც ისინი, მისი სანაპიროს დაპყრობის დროს, დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან. მათ ზღვას «კარადენიზი» დაარქვეს, რაც შავს, არასტუმართმოყვარეს ნიშნავს.

imageჰიდროლოგების ვერსიით, ზღვა “შავი" იმიტომ არის, რომ ნებისმიერი ლითონის ნივთი, რომელიც ზღვის ღრმა წყლებში ხვდება, შავი ნადებით იფარება. ამის მიზეზი 200 მ.-ს ქვემოთ, წყალი დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადს შეიცავს და ლითონთან შეხების დროს, მის კოროზიას იწვევს. დღეს გოგირდწყალბადიანი წლყის ზღვარი – 150-200 მ. სიღრმეზე გადის. მაგრამ, შესაძლებელია შორეულ წარსულში, ის ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებას წარმოქმნის, წყლის ზედა ფენებშიც იყო, რადგან როგორც ძველი მეზღვაურები ამბობდნენ, შავ ზღვაში ცურვის დროს, მათი გემები შავი აპკით იფარებოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ზღვაში შავი წყალი იყო.

image

2. იმის გამო, რომ 150-200 მ. ქვემოთ, ზღვის წყალი გოგირდწყალბადით არის გაჯერებული, ზღვა უსიცოცხლოა ანუ ზოგიერთი სახეობის ბაქტერიის გარდა, იქ ფლორისა და ფაუნის არცერთი წარმომადგენელი არ არის. ცოცხალ ორგანიზმებს ასეთ გარემოში არსებობა არ შეუძლიათ.

image3. შავ ზღვაში, 350–400 კმ. სიგრძის, წყლის ორი წრიული დინება არის და ამ წრებრუნვებს, მისი აღმომჩენის, ნ. კნიპოვიჩის საპატივცემულოდ, «კნიპოვიჩის სათვალე» უწოდეს.

image

image

4. ყირიმი – შავი ზღვის ერთადერთი დიდი ნახევარკუნძულია.

image

image

5. შავ ზღვაში ფაუნის 2 500 სახეობა ბინადრობს, რაც ძალიან ცოტაა. შედარებისთვის, ხმელთაშუა ზღვაში, დაახლოებით 9 000-მდე სახეობაა.

image6. შავი ზღვის პლანქტონებიდან, აღსანიშნავია ერთი უჩვეულო სახეობის პლანქტონი – ე. წ. ღამის მანათობელი, რომელსაც ფოსფორიზაციის უნარი აქვს და ამის გამო, აგვისტოში, ხანდახან, შავი ზღვა ანათებს.

image

image

imageimage7. ძუძუმწოვრებიდან, შავ ზღვაში ორი სახეობის დელფინი, ზღვის ღორი და თეთრმუცელა სელაპი ბინადრობს. ზოგიერთი ცხოველი, მის აკვატორიაში, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების გავლით ხვდება.

image

image8. დიდი ზომის ზვიგენების სახეობებიდან, შავ ზღვაში, მხოლოდ ქიცვიანი ზვიგენი, კატრანი, ბინადრობს. მას ადამიანების ეშინია და ნაპირებთან იშვიათად ჩნდება. ერთადერთი ხიფათი, რაც ადამიანებს ამ ზვიგენებისგან ელით, მათ ზურგზე განლაგებული შხამიანი ეკლებია.

imageimage9. ყველაზე სახიფათო თევზი შავ ზღვაში — ზღვის დრაკონი არის. მის ზურგზე განთავსებული ეკლები და ფარფლი, ასევე ლაყუჩების საფარი ძლიერმოქმედ შხამს შეიცავს.

image

გარდა ამ თევზისა, ასევე სახიფათოა შავი ზღვის მორიელი და სკატი, რომელსაც კუდის ბოლოს შხამიანი წვეტი აქვს.

image

image

10. მთების სიმაღლე, შავი ზღვის ირგვლივ, თანდათანობით იზრდება, ხოლო ზღვა დიდდება. და თუ მთებს, 100 წლის მანძილზე, სიმაღლეში მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრი ემატება, ზღვის სანაპირო ზოლი 20–25 სმ-ით იზრდება, იმავე პერიოდში. ამის გამო, სანაპიროსთან მდებარე, უძველესი დასახლების პუნქტები, უკვე წყლით არის დაფარული.

image

6
28891
25-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
28891
  
2020, 13 ივნისი, 21:14
იმიტომ, რომ 2 ნაწილად არის გაყოფილი: ზედა ფენაში სიცოცხლეა, ქვედა — უსიცოცხლოა (იხ. II ფაქტი).
2020, 12 ივნისი, 21:32
რატომ უწოდებენ შავ ზღვას ორსართულიან ზღვას?
2016, 23 იანვარი, 21:42
დიდი მადლობა, ასეთი კომენტარისთვის, მიხარია თუ მოგწონთ. :)
2016, 23 იანვარი, 20:12
ქალბატონო ლალი ყოველთვის ყურადღებით და ინტერესით ვეცნობი თქვენს სტატიებს ძაან მომწონს
2016, 21 იანვარი, 22:52
დიდი მადლობა, შეფასებისთვის
2016, 21 იანვარი, 21:41
კარგი სტატია
0 1 6