x
image
ირინა მ.
რატომ იღუპებოდა 1865 წლამდე ბევრი პაციენტი წარმატებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ

image

იცით თუ არა, 1865 წლამდე წარმატებული ქირურგიული ოპერაციების შემდეგ რატომ იღუპებოდა ბევრი პაციენტი?



1865 წლის 12 აგვისტოს, ინგლისელმა ქირურგმა, ჯოზეფ ლისტერმა პირველმა გამოიყენა ოპერაციის დროს კარბოლმჟავა, რომლითაც ამუშავებდნენ საოპერაციო ველს, ქირურგის ხელებს და საოპერაციო ინსტრუმენტებს. ამის შემდეგ ოპერაციის შემდგომი სიკვდილიანობა სამჯერ შემცირდა. რამდენიმე წლის წინ კი, როდესაც ლისტერი ქ. გლაზგოს სამეფო ლაზარეთის ქირურგიულ ბლოკს ჩაუდგა სათავეში, იგი აღშფოთებული იყო: ხშირად წარმატებული ოპერაციის შემდეგ, ავადმყოფის ორგანიზმში ინფექცია იწყებდა განვითარებას, ან სისხლის მოწამვლა იწყებოდა, ან ჭრილობები დაჩირქებას იწყებდა, იწყებოდა ძლიერი ცხელება და ავადმყოფი ტანჯვით იღუპებოდა.


image


სწორედ მაშინ გაჩნდა გამონათქვამი "ქირურგის დანას უცბად სიკვდილი ჯობია". და ლისტერმა ბრძოლა გამოუცხადა ინფექციას...

პირადი ომი


ექიმ ჯოზეფ ლისტერის საოპერაციო ბლოკის და პალატების ფანჯრები გადაჰყურედა მინდორს, სადაც ქოლერის პანდემიის მსხვერპლებს ასაფლავებდნენ. ამასთან, ასაფლავებდნენ ძალიან დაუდევრად და თანაც არა ღრმად. ლისტერი მიხვდა, რომ უბედურება ქარს ამ მინდვრიდან მოჰქონდა: მიაზმები კედლებზე და საავადმყოფოს ნივთებზე ილექებოდა და იწვევდა ჭრილობების დაჩირქებას (შენიშვნა–მიაზმა მოძველებული ტერმინია, რომელიც ნიშნავს გარემოდან: ჰაერიდან, წყლიდან, ნიადაგიდან, ადამიანის ორგანიზმში დაავადების საწყისის მოხვედრას. განასხვავებენ ცოცხალ მიაზმებს (ბაქტერიებს) და არაცოცხალს (მავნე აორთქლებები)). მთელს შენობაში საშინელი სუნი იდგა. ლისტერმა ბრძანება გასცა კარბოლმჟავით დაემუშავებინათ კედლები და საავადმყოფოს ყველა ნივთი.


image


სიკვდილიანობა ამ რეგულარული პროცედურების ჩატარების შემდეგ 45%-მდე შემცირდა. ერთი წლის შემდეგ მთელი სამეცნიერო სამყარო შეძრა პასტერის აღმოჩენამ მიკრობიოლოგიაში, და ლისტერს ხელში ჩაუვარდა ამ ფრანგი მეცნიერის ნაშრომი, რომელმაც "თვალი აუხილა".

პირველი ნაბიჯი გამარჯვებისკენ


პირველი ავადმყოფი, ვისზეც ანტისეპტიკური საშუალებები იქნა გამოყენებული, თერთმეტი წლის ჯეიმს გრინლისია, რომელიც 1865 წლის მარტში ქ. გლაზგოს სამეფო ლაზარეთში მიიყვანეს მარცხენა წვივის მოტეხილობით. ოპერაციის წინ ლისტერმა (შთაგონებულმა პასტერის იდეებით და საკუთარი დასკვნებით) კარბოლმჟავით დაამუშავა ქირურგიული ინსტრუმენტები, აგრეთვე ამავე მჟავით დაუმუშავა ჭრილობა პაციენტს. სკეპტიკოსები მხოლოდ მხრებს იჩეჩავდნენ, მათ ეს ექიმის ახირებად ჩათვალეს. "საღად მოაზროვნეების" გათვლებით ბიჭუნას შანსები არ ჰქონდა. თუმცა ასეთი პროგნოზების მიუხედავად ბავშვი უკვე ექვსი კვირის შემდეგ ლაზარეთიდან გამოჯანმრთელებული გაწერეს. ეს ტრიუმფი იყო, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯი. ქირურგმა მიზნად დაისახა ორი ამოცანა: პირველი, ოპერაცია ისე უნდა ჩატარებულიყო, რომ ჭრილობაში ცოცხალი მიკრობები არ მოხვედრილიყო, და მეორე, ისეთი სახვევი დაედოთ, რომელიც ასევე ხელს შეუშლიდა ჭრილობაში სხვა ცოცხალი ბაქტერიების მოხვედრას.

ახალი მეთოდის პირველი წარმატება


ლისტერმა, დაეყრდნო რა სემელვეისის გამოცდილებას (ექიმი სემელვეისი აიძულებდა თავის სტუდენტ-სტაჟიორებს, გვამის გაკვეთის შემდეგ ხელები კარგად დაებანათ, სანამ ისინი მშობიარესთან შევიდოდნენ.), ქირურგიული ინსტრუმენტების შენახვა დაიწყო სადეზინფექციო ხსნარში, ოპერაციის წინ საგულდაგულოდ იბანდა ხელებს და ინსტრუმენტებს მჟავის ხსნარით ამუშავებდა.

image

ექიმი სემელვეისი


სახვევების საკითხში, ლისტერს რამდენიმე წლით, ფრანგმა აფთიაქარმა, ლუმერმა დაასწრო, რომელიც ურჩევდა ექიმებს ბინტები კარბოლმჟავით გაეჟღინთათ. ლისტერმა აიტაცა ეს იდეა და დაიწყო ფენოლის კონცენტრირებული ხსნარით გაჟღენთილი სახვევების გამოყენება. თავიდან იგი მასხარად აიგდეს და "კარბოლკის რაინდი" უწოდეს. მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია და 1867 წელს, პირველი ნაშრომი გამოაქვეყნა ანტისეპტიკურ ქირურგიაში. სამედიცინო წრეებში მისი იდეები საკამათოდ მიაჩნდათ, მაგრამ სტატისტიკა ლისტერის სიმართლეს ამტკიცებდა: ქ. გლაზგოს სამეფო ლაზარეთში სიკვდილიანობა იმ დროისთვის დაუჯერებელ ნიშნულამდე, 15 %-მდე დავიდა!



image

მეცნიერებმა შეაფასეს რა ექიმის მიღწევები, შესთავაზეს ქ. ედინბურგის უნივერსიტეტის კლინიკური ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელობა.

პირველი მიმდევრები


ხმები იმ სასწაულების შესახებ, რომელიც ედინბურგში ხდებოდა, გერმანიამდე მიაღწია. ლისტერის მეთოდების შესასწავლად ედინბურგში მივლინებულ იქნა მიუნხენის ჰოსპიტლის ექიმი ლინდპაინტერი. გერმანიის ამ საავადმყოფოში საშინელი მდგომარეობა იყო: ოპერაციის შემდგომი განგრენა წარმოიქმნებოდა 80%-ში და ამასთან ბობოქრობდა სხვადასხვა გართულებები, ძირითადათ ჭრილობის ინფექციასთან დაკავშირებით. როდესაც ლინდპაინტერი სტაჟირების შემდეგ დაბრუნდა და ლისტერის მეთოდები თავის საავადმყოფოში გამოიყენა, ოპერაციის შემდგომი განგრენის განვითარება საბოლოოდ შეწყდა.



image


1875 წელს ლისტერი გერმანიაში ჩავიდა ანტისეპტიკების შესახებ ლექციების კურსით, ერთი წლის შემდეგ კი ლექციების ტურნე მოაწყო აშშ–ში. 1877 წელს ლისტერმა ლონდონოს სამეფო კოლეჯში კლინიკური ქირურგიის კათედრა დაიკავა. მისი ანტისეპტიკური ქირურგიის დემონსტრაცია ლონდონის სამედიცინო წრეებში ფურორს ახდენდა. მის ლექციებზე დასასწრებად ექიმები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. ლისტერი უკვე მთელ მსოფლიოში აღიარეს.


image


იგი ინგლისის დედოფლის, ვიქტორიას სამეფო კარის ექიმად დაინიშნა. ხუთი წელი სამეფო ქირურგიული საზოგადოების პრეზიდენტი იყო და ქირურგებს შორის პირველს მიენიჭა ლორდის წოდება.


image









გადახედეთ სხვა სტატიებს:






რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image


კელოგის ექსპერიმენტი: ის თავის შვილს შიმპანზის ნაშიერთან ერთად ზრდიდა

image


სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი I)

image

სექსის უცნაურობების ისტორიული მაგალითები (ნაწილი II)

image


როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image


აღმოჩენილი უძველესი "გენეტიკური დისკი", რომელზეც ადამიანის დაბადების პროცესია გამოსახული და სხვა არტეფაქტები

image


მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


მშობიარობა ყველას თვალწინ - წარსულის უცნაური წესები და მეთოდები


image


პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები

image


XVIII საუკუნის გასაოცარი ცხვირის პროთეზი, რომელიც 28 წლის ჰოლანდიელს თავისთვის დაუმზადებია

image







0
748
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
748