x
მეტი
  • 09.07.2024
  • სტატია:135860
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
"ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი, ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს საქართველო!"-ილია II ჯაბა იოსელიანზე (ვიდეო აქრივიდან)

image

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში 2001 წლის ვიდეო აზიარებს, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯაბა იოსელიანზე საუბრობს:


ილია მეორე სერიულ მკვლელზე და სამხედრო გადატრიალების თანახელმძღვანელ ჯაბა იოსელიანზე.
"ბატონ ჯაბას არასდროს არ აშინებდა დასჯა, აშინებს და აშინებდა დარდი. დარდი საკუთარ თავზე კი არა, დარდი სამშობლოზე, ბატონი ჯაბა ის ადამიანია, ვინც გამოიარა ქარცეცხლი, ვინც ნახა სიყვარული და სიძულვილი... ბატონი ჯაბას ცხოვრება, მართლაც, ეს არის საქართვლოს ცხოვრება, ეს არის სიხარული და მწუხარება... მე მახსენდება ის ძალიან მძიმე დრო, როცა ბატონმა ჯაბამ თითქმის დაკარგა იმედი და ერთადერთი გზა აირჩია შიმშილი. ეს იყო იმედის დაკარგვა, ეს იყო უკანასკნელი ნაბიჯი მისი და ის მზად იყო მისულიყო სიკვდილამდე, და აი ამ დროს ღმერთმა ინება და მე მივედი ციხეში. წავიღე ნაკურთხი წყალი და სებისკვერი და, როცა ვუთხარი ბატონ ჯაბას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მან მიპასუხა, რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველამ და რას იტყვის ხალხი? რომ მე, რომ შიმშილი შევწყვიტო, და მე ვუთხარი, ხალხი იტყვის იმას, რომ ჯაბამ დაუჯერა საქართველოს პატრიარქს, ჯაბამ მიიღო სებისკვერი და ნაკურთხი წყალი. ასე გადარჩა ჯაბა იოსელიანი..... ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი, ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს საქართველო!"
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 10 ივლისი, 2001 წ.
3
531
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
531
  
2022, 28 აპრილი, 12:43
რაც არ უნდა იყოს იოსელიანის გამარტლება წარმოუდგენელია. აფხაზეთში ხალხს ხოცავდა რუსეთის მთავრობის დაბალებით და ამით აძულებდნენ აფხაზებს ქართველებს. ყველა ვისაც სურს საქართველო რუსეთს ერთ ადგილში შესტენოს მოღალატეა და არამზადა.
2022, 28 აპრილი, 12:35
მეორე მიზეზიცაა, გამსახურდიამ გადაიკიდა მოკლე ხანში ყველა,ვისი გადაკიდებაც შეეძლო თავის როყიო არადიპლომატიური გამონათქვამებით, მათ შორის საპატრიარქოც,ასე რომ აქ გასაკვირი აქ არაფერია
2022, 28 აპრილი, 12:29
ახალი ამბავი არაა, რომ საქართველოს საპატრიარქო პუტინისტია. ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ სწორედ ილია გაიძახდა: "ერთმორწმუნე რუსეთი" ამბროსი ხელაიას მკვლელობსა და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ ეს როგორ უნდა თქვა? ხალხს რომ ჰკითხო გადაარჩინა საქართველო...
0 1 3