x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
7 მოულოდნელი ფაქტი დიდი ბრიტანეთის დედოფლის შესახებ
1. ის ჯეიმს ბონდთან ერთად გადაიღეს


image


მას შეუძლია ძრავის შეკეთება, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა... და კიდევ, ის ჯეიმს ბონდთან მეგობრობს. ვიდეო დედოფლის და დენიელ კრეიგის მონაწილეობით, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადისთვის გადაიღეს და სპორტული ღონისძიების გახსნაზე აჩვენეს (იხ. ვიდეო).



2. მას პასპორტი არ სჭირდება


დიდი ბრიტანეთში, ყველა პასპორტი, ტექნიკურად, დედოფლის სახელით გაიცემა. ასე, რომ, თავად დედოფალს ის არ სჭირდება. ხოლო, სამეფო ოჯახის ყველა სხვა წევრს, მათ შორის, პრინც ჩარლზსაც, პასპორტი აქვს.



3. მან იცის სროლა


image


ეს ფოტო დედოფლის სარიში (საგრაფო დიდ ბრიტანეთში) ვიზიტის დროს არის გადაღებული, სადაც სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა. როდესაც ელისაბედ II ეს თოფი აჩვენეს, მან თავი ვერ შეიკავა და რამდენჯერმე გაისროლა.


4. ის მეორე, მსოფლიო ომის დროს, ჯარში მსახურობდა


დედოფალი ერთადერთი ცოცხალი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, სამხედრო სამსახურში იყო. ამასთან, ის სამეფო ოჯახის ერთადერთი ქალია, რომელიც ჯარში მსახურობდა. როდესაც მომავალ დედოფალს 18 წელი შეუსრულდა, ის ქალთა დამხმარე ტერიტორიულ კორპუსს შეუერთდა, სადაც სამხედრო სატვირთო ავტომობილს ატარებდა.


5. ის მექანიკოსობას სწავლობდა

დედოფალი — უფრო სწორედ, იმ დროს, ჯერ კიდევ პრინცესა — ომის დროს, მხოლოდ სატვირთოებს კი არ მართავდა, მან ავტომობილების შეკეთებაც ისწავლა, რითაც ძალიან ამაყობდა.



6. მას 2 დაბადების დღე აქვს


დედოფალი, როგორც უბრალო მოკვდავი, დაბადების დღეს მხოლოდ ერთხელ არ აღნიშნავს. ის 21 აპრილს დაიბადა, მაგრამ «ოფიციალურად», მის დაბადების დღეს, ივნისის დასაწყისში, I შაბათს აღნიშნავენ.


7. როდესაც პირველი ელექტრო წერილი გაგზავნა, ინტერნეტი არ არსებობდა


image


შესაძლოა, ის «Twitter»–ს მხოლოდ 2–3 წლის წინ შემოუერთდა, სამაგიეროდ, მან თავისი პირველი ელ. წერილი, არმიიდან, ჯერ კიდევ 1976 წ. გაგზავნა და პირველი მონარქი გახდა, რომელმაც ეს გააკეთა.


image


imageimageimageimage




0
485
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0