x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, აღკვეთეს ჟურნალისტ სოლოვიოვის მკვლელობა
image

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) აღკვეთა ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტის მკვლელობის მცდელობა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა გენერალური პროკურატურის კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე ისაუბრა, იუწყება ТАСС. .


მოგვიანებით, ФСБ-მ განაცხადა, რომ ტელეწამყვან ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობა "ნეონაცისტებმა" დაგეგმეს, დამკვეთად კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ( СБУ) დასახელდა.


"დღეს დილით უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც გეგმავდა ცნობილ რუსი ტელეჟურნალისტის თავდასხმას და მკვლელობას."-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.



პუტინმა რუსი ჟურნალისტების სიცოცხლის მოსპობის მცდელობას ტერორი უწოდა. სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ კიევს შეეძლო მიეღო რეკომენდაცია რუსი მედიის მუშაკების მკვლელობის შესახებ სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებიდან, მათ შორის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან(CIA).


რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, მალევე გაავრცელა განცხადება:


უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტთან ერთად, დააკავა რუსეთში აკრძალული National Socialism/White Power-ის ნეონაცისტური ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ჯგუფი - რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით. დაგეგმა საზოგადო მოღვაწის და ცნობილი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობა.


ФСБ-ს მტკიცებით თავდამსხმელები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) დავალებით მოქმედებდნენ. ჩხრეკის დროს დაკავებულებს აღმოაჩნდათ და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, გადაჭრილი სანადირო თოფი, პისტოლეტები და ვაზნები, "მოლოტოვის კოქტეილები, " ყუმბარა და ყალბი უკრაინული პასპორტები. გარდა ამისა, ეჭვმიტანილებს აღმოაჩნდათ ნაციონალისტური ლიტერატურა და აკრძალული სიმბოლოების ატრიბუტები.


ФСБ ირწმუნება, რომ სოლოვიოვის მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელები საზღვარგარეთ დამალვას გეგმავდნენ. ამ წუთებში დაკავებულები აღიარებით ჩვენებას იძლევიან.



0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0