გოგონამ უსახლკარო კნუტი შეიფარა, მაგრამ ის კატის არ აღმოჩნდა...
ქუჩაში კნუტის ან ლეკვის აყვანისას, არ ვიცით, როგორი გაიზრდება. მაგ., 18 წლის ფლორენტნა ლობო ჩრდ. არგენტინიდან, დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ ნაპოვნი კნუტი, ჩვეულებრივი კატის შვილი იყო. თუმცა, ეს ასე არ აღმოჩნდა...
ქალაქგარეთ, მთებში გასეირნებისას, გოგონას სუსტი წრიპინი შემოესმა. ხმა, მახლობლად მდებარე, პატარა გამოქვაბულიდან მოდიოდა. გოგონამ სოროში შეიხედა და 2 პატარა კნუტი დაინახა, რომლებიც ფეხზე ძლივს იდგნენ. ხოლო, უფრო ღრმად, მან მათი დედის უძრავი სხეული შენიშნა. ფლორენტინა მიხვდა, რომ პატარები ობლები იყვნენ.
გოგონამ კნუტები სახლში წაიყვანა. ისინი ძალიან სუსტად იყვნენ, სავარაუდოდ, შიმშილი დიდ ხანს მოუწიათ. ფლორენტნა მათზე გულმოდგინედ ზრუნავდა, მაგრამ ერთი მაინც მოკვდა. სამაგიეროდ, მეორე სწრაფად მომჯობინდა და წონაში მატება დაიწყო.
გოგონამ მას ტიტო დაარქვა და ის მისი ერთგული მეგობარი გახდა. ტიტოს გოგონასთან ერთად ეძინა და ქაღალდის პეპელას დასდევდა... მოკლედ, ისე იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი სახლის კნუტი.
თუმცა, რაც უფრო იზრდებოდა, მისი სახე, კატის სახისგან, სულ უფრო მეტად განსხვავდებოდა – მასზე, თანდათანობით, რაღაც გარეული ცხოველის იერი იკვეთებოდა. საგონებელში ჩავარდნილი გოგონა არგენტინის ცხოველთა გადარჩენის ფონდს დაუკავშირდა და მასთან სახლში მისულმა მაშველებმა უთხრეს, რომ ტიტო, სინამდვილეში, კატა კი არა, იაგუარუნდის პუმა (ლათ. Puma yagouaroundi) იყო, რომელსაც მავრიტანულ კატასაც ეძახიან.
იაგუარუნდა კატისებრთა ოჯახის არც ისე დიდი წარმომადგენელია. მისი სიმაღლე 25-35 სმ–ია, ხოლო წონა, 9 კგ–ს არ აღემატება. ამიტომ, გასაკვირი არა არის, რომ პატარა პუმა გოგონას კატის კნუტში აერია. გარდა ამისა, ეს იშვიათი ცხოველის სახეობა, რომელსაც გადაშენება ემუქრება.
ამიტომ, ტიტო ცხოველთა უფლებადამცველების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ის იერბა-ბუენის ნაკრძალში გადაიყვანეს, ხოლო ფლორენტინა ცდილობს, რომ თავისი უჩვეულო მეგობარი, რაც შეიძლება ხშირად მოინახულოს.