კინო "სანტა–ბარბარა" გახსოვთ? – სერიალის მსახიობები დღეს 2022, 3 მაისი, 8:56 ეს ყველაზე გრძელი სერიალია, სატელევიზიო სერიალებს შორის. მისი გადაღება 1984 წელს დაიწყო და შოუ ეთერში, თითქმის 10 წლის მანძილზე გადიოდა. ამ ხნის მანძილზე, ფილმის შემქმნელებმა 2137 სერია გადაიღეს. ხოლო, სერიალის ასეთი «სიცოცხლისუნარიანობის» მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მას აშშ–ს იმ დროინდელი პრეზიდენტი რ. რეიგანი უყურებდა. სერიალში საკმაოდ ხშირად, პერსონაჟი რჩებოდა, მისი შემსრულებელი მსახიობები კი იცვლებოდნენ. ალბათ, გაინტერესებთ, თუ როგორ გამოიყურებიან სერიალის მსახიობები დღეს. აქ იმ მსახიობების ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც შოუში ყველაზე დიდი ხნის მანძილზე დარჩნენ. იდენის როლს, მთელი შოუს მანძილზე, მსახიობი მერსი უოკერი ასრულებდა. ის 1172 ეპიზოდში გამოჩნდა. ხოლო, როდესაც სერიალი დასრულდა, კიდევ რამდენიმე სერიალში ითამაშა და შემდეგ, ოკლაჰომას ერთ პატარა ქალაქში პასტორი გახდა. მეისონის როლს, 871 ეპიზოდში, ლეინ დეივისი ასრულებდა. მსახიობი დღესაც თამაშობს სერიალებში, მაგრამ უფრო ხშირად, მისი ნახვა თეატრის სცენაზე შეიძლება. ის შექსპირის პოპულარიზაციით არის დაკავებული. ჯუდით მაკკონელმა სერიალში სოფია კეპუელის როლი შეასრულა. «სანტა–ბარბარას» შემდეგ, არაერთ სერიალში და ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით 2019 წელს გამოვიდა. მას სერიალებში და რეკლამებში დღემდე იღებენ. ჯინა — რობინ მატსონი. სერიალების წარმატებული მსახიობი იყო. უკანასკნელად ეკრანებზე 2011 წელს სერიალში – «Days of Our Lives» (ჩვენი ცხოვრების დღეები) გამოჩნდა. კრუზის როლი მსახიობმა და მომღერალმა ეი მარტინესმა შეასრულა და ამ როლმა მას მსოფლიო პოპულარობა და «ემი» მოუტანა. გადაღებულია 50–ზე მეტ ფილმში და სერიალში. რობინ რაიტმა კელის როლი 525 ეპიზოდში შეასრულა. «სანტა–ბარბარას» შემდეგ, არაერთ ფილმში და სერიალში ითამაშა. არის წარმატებული მსახიობი და «ემის» და «ოქროს გლობუსის» მფლობელი. ტოდ მაკ-კი — ტედის როლს 5 წლის მანძილზე ასრულებდა. გასული საუკუნის 90–იანი წლების ბოლოს, მან კარიერა მკვეთრად შეიცვალა და მუშაობა Merrill Lynch–ის ფინანსურ მრჩევლად დაიწყო. ჯულია — ნენსი ლი გრანი. «სანტა–ბარბარას» შემდეგ, არაერთ სერიალში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 30–ზე მეტი როლია, როგორც ტელესერიალებში, ისე ფილმებში. იყო ტელეწამყვანი. ამჟამად პოლიტიკით და ქველმოქმედებით არის დაკავებული. ლაიონელ ლოკრიჯის როლი ნიკოლას ქოსთერმა შეასრულა. მსახიობმა კარიერა გასული საუკუნის 50–იან წლებში დაიწყო და მის ანგარიშზე 50–მდე ფილმი, სერიალი და სატელევიზიო პროექტია. ამჟამად 88 წლის მსახიობი პენსიაზეა. ყველაზე წარმატებული კარიერა, «სანტა–ბარბარაში» მონაწილე მსახიობებს შორის, ლეონარდო დიკაპრიო გაიკეთა. მართალია, ის პროექტში მხოლოდ ერთ ეპიზოდში გამოჩნდა — «მეისონის ბავშვობა» ითამაშა, მაგრამ მაინც. არხის სხვა სიახლეები:* როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები* 7 მოულოდნელი ფაქტი დიდი ბრიტანეთის დედოფლის შესახებ* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული* უნიკალური ისტორიული ფოტოები, რომელიც შეიძლება არ გინახავთ* მიწის ქვეშ ცხოვრებისთვის განწირულნი* ჩინური აღდგომა* 20 საინტერესო ფაქტი ევროპის ქვეყნების შესახებ160 2-ს მოსწონს
|