x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი - ყველაზე წარმატებული მუსიკალური პროექტი ბიბლიურ თემაზე
image

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით არ იქნება ცუდი გავიხსენოთ პოპულარული მუსიკის ისტორიაში ბიბლიის თემაზე შექმნილი ყველაზე წარმატებუელ პროექტზე, რომელსაც საზოგადოება იცნობს როგორც "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავს"(Jesus Christ Superstar)




ედრიუ ლოიდ ვებერისა და ტიმ რაისის როკ ოპერა დაიწერა 1970 წელს და დაიდგა ბროდვეიზე შექმნიდან ერთი წლის შემდეგ.


ალბომში Jesus Christ Superstar. ქრისტეს როლი და არიები შეასრულა Deep Purple-ს სოლისტმა იან გილანმა ჩანაწერში მონაწილეობა მიიღეს სხვა ცნობილმა შემსრულებლებმა, ესენია მიურეი ჰედი, მაიკ დ'აბო (ყოფილი "მანფრედ მენი"), ბლუზმენი ვიქტორ ბროქსი (კაიფა), ასევე პოლ რავენი (იგივე გარი გლიტერი) და ივონ ელიმანი(მარიამის როლში) რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი. .



ალბომმმა Jesus Christ Superstar 1971 წელს დაიკავა Billboard 200 -ში #1 ადგილი ხოლო 1972 წლის იანვარში დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში მე-6 ადგილზე გავიდა.


სინგლმა ოპერიდან "Superstar" (მიურაი ჰედი ), ბილბორდის ჩარტებში 14-ე ადგილი დაიკავა, ხოლო "I Don't Know How to Love Him " ივონ ელიმანის და შემდეგ ჰელენ რედის მიერ შესრულებული Billboard Hot 100 მე-13 ადგილზე გავიდა.მთლიანად ალბომი მთელს მსოფლიოში 7 მილიონი ასლზე მეტი გაიყიდა,


მიუზიკლი იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის პრემიერა შედგა ბროდვეიზე 1971 წელს.

ორიგინალურ ალბომზე როკ-მუსიკის სტილისტიკა უფრო გამოკვეთილია, ვიდრე უებერის თავდაპირველ ჩანაფიქრში. ნაწილობრივ, ამის მიზეზია მიურეი ჰედისა და იან გილანის ემოციური შესრულების სტილი, სესიური გიტარისტების ნილ ჰაბერდისა და კრის სპედინგის, ბასისტ ალან სპენერისა და ბრიუს ჰოლენდის (დასარტყმელი საკრავები) სოლო-პარტიები. მუსიკალური არანჟირებები პოლიფონიურია, შეიცავს როგორც როკ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს. მრავალი მსმენელი თვლის, რომ ეს მიუზიკლის საუკეთესო ვარიანტია.


1973 წელს რეჟისორმა ნორმან ჯუისონმა გადაიღო მიუზიკლი. ისრაელში გადაღებულმა ფილმმა იმ ადგილებში, სადაც ქრისტიანული ეპოქის გარიჟრაჟზე ისტორიული მოვლენები ხდებოდა, კინოკრიტიკოსების მაღალი შეფასება მიიღო, თუმცა მას თავს დაესხნენ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები


2000 წელს როკ ოპერა ხელახლა გადაიღეს ავსტრალიელმა კინორეჟისორებმა ახალი მსახიობის და რეჟისორის გადაწყვეტილებით და გამოვიდა DVD-ზე სახელწოდებით იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი. ათასწლეულის ვერსია.


გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს







0
33
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0