საზოგადოება "მანგომ უკრაინაში ფული ჩაიჯიბა" - რას პასუხობს დომენიკ მანგო სკნადალურ ბრალდებას? 2022, 23 აპრილი, 12:07 "პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩემი წუხილი იმის შესახებ, რომ ამის გაკეთება მომიწია და ასეთ დაბალი დონის საზოგადოებაში ვცხოვრობ. "მანგომ უკრაინაში ფული ჩაიჯიბა"-ს საპასუხოდ, ვასაჯაროვებ ბანკის სრულ ამონაწერს, ყველა ჩარიცხული, გადარიცხული და გამოყენებული თანხის შესახებ, რომელიც საქართველოდან უკრაინამდე და უკრაინაში დაიხარჯა. მე ამ ბრალდებებს ჯერ კიდევ უკრაინიდან ვუპასუხე სიტყვიერად და რადგან სიტყვა არ კმარა, დასაბუთებით ვპასუხობ.
სამი ბრალდება იყო:
1. მანგომ ფული "ჩაიჯიბა".
2. მანგო ლვოვში ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
3. მანგო საჭმელს არ აჭმევდა ხალხს.
1. ფული "ჩაიჯიბა"-ს საპასუხოდ, ვასაჯაროვებ ორივე ბანკის ანგარიშს. ერთი ჩემი პირადი ანგარიშია, სადაც ხალხი რიცხავდა თანხას, ხოლო მეორე ბარათი იმისთვის გახდა საჭირო, რომ ჩემი ბარათი საქართველოში დამრჩა და ApplePay-ს საშუალებით ვერ ხერხდებოდა გადახდა გზაზე. შესაბამისად ვიყენებდით ჩემი თანაორგანიზატორის (რომელიც ასევე გზაში გავიცანი) გვანცა გელაშვილის ბარათს. როგორც ცილს მწამებდნენ, "ვიღაც გოგოს ურიცხავდა ფულსო", ეს ის გოგოა, რომელიც ახლა კიევშია და ძალიან გაბრაზებულია ამ ცილისწამების გამო.
2. მანგო ლვოვში არ ჩამჯდარა მანქანაში თავის "ახლო წრესთან" ერთად, როგორც ცილს მწამებენ. ლვოვში გამოგვაკითხა ქართული ლეგიონის 4-მა მანქანამ და რაც ჩაეტია პირველ გზაზე, ის ხალხი ჩასხდა ჩემი ჩათვლით. გზაზე დაგვაყოვნა კომენდანტმა, რამდენიმე საათით მოგვიწია შეყოვნება და სწორედ ამის გამო ვერ მიბრუნდა მანქანები, რომ დროულად წამოეყვანა მეორე ნაწილი. პირველი ნაწილი ხალხის ერთად ვიყავით და მეორე ნაწილი გველოდებოდა ლვოვში. საბოლოოდ ავტობუსის 90% ერთად ვიყავით თითქმის ერთი თვე. ის ერთი ადამიანი კი ვინც ახლა ბევრს ლაპარაკობს, ლვოვიდან წავიდა და სად წავიდა ჩვენ არ ვიცით. ზოგი თავ-თავის გზას დაადგა, ზოგს მეგობრები ჰყავდა უკრაინაში. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ავტობუსის მგზავრების 90% თითქმის ერთი თვე ვიყავით ერთად და შესაბამისად ეს ბრალდებაც ცილისწამება და ნაძირლობაა.
3. მანგო არა თუ საჭმელს არ აჭმევდა ავტობუსს, არამედ ხშირად იმის გამო, რომ მძღოლი არ აჩერებდა ნორმალურ ადგილებზე, თვითონაც მშიერი რჩებოდა. პრობლემა თანხაში კი არა, მძღოლში იყო, რომელიც დაგვიანებით აჩერებდა და ისეთ ადგილებზე ჩერდებოდა, სადაც არ მოიძებნებოდა შესაბამისი რაოდენობის საკვები ავტობუსის დასაპურებლად. ძალიან დიდი პრობლემა იყო ის, რომ თურქული ენა არ ვიცოდით და ვერ ვახერხებდით შესაბამის კომუნიკაციას. როგორც ცილს მწამებენ "თავის საახლობლოს" აჭმევდაო, იმ ავტობუსში ყველა იმ დღეს გაცნობილი ადამიანი იჯდა. იქ ყველა ჩემი ახლობელი იყო! მესმის, რომ ეს გაჩერებების დაგვიანებები შემაწუხებელი იყო, თან მითუმეტეს დამღლელ გზაზე, თუმცა ეს იყო ყველასთვის ერთნაირად შემაწუხებელი, მათშორის ჩემთვისაც.
ამ ფინანსებით მოხდა ავტობუსის, საკვების, უკრაინაში სიგარეტის, ჰიგიენური საშუალებების, პოლონეთიდან დევნილების გაშვების, დაპურების თუ სხვადასხვა საჭიროებების ორგანიზება. ამ ანგარიშიდან არა თუ ვინმემ რამე "ჩავიჯიბეთ", არამედ ზევიდან კიდევ ვამატებდით, რომ ათეულობით ადამიანი და ათეულობით ჩამომსვლელი ყოფილიყო უზრუველყოფილი.
ახლა დაჯექით, იანგარიშეთ და ხარჯთაღრიცხვა ჩაიბარეთ! ბოდიში მოიხადოს იმ "კაცმა" ან მაინც მოუწევს. ვერავინ ვერ შეძლებს და ვერც ცდის, რომ ჩემი სახელი გატეხოს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გამო."-წერს სოციალურ ქსელში დომენიკ მანგო და სქრინებს აქვეყნებს.
43 4-ს მოსწონს
|