x
მეტი
  • 09.07.2024
  • სტატია:135865
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510228
საპატრიარქოს უწყებანი, დიდი შაბათის მსახურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

image

იერუსალიმის საპატრიარქოს ისრაელის პოლიციისადმი გაგზავნილი წერილით ცნობილი ხდება, რომ იერუსალიმის საპატრიარქო უარს ამბობს, შეასრულოს ისრაელის სამთავრობო უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ დიდ შაბათს წმინდა ცეცხლის მსახურებაზე დასწრების უფლება მხოლოდ 1 700 მორწმუნეს მიეცემა.


წერილში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის მსახურებას დაახლოებით 10 000-იდან 11 000-მდე მორწმუნე ესწრება. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში არ მომხდარა არანაირი შემთხვევა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მორწმუნეთა უსაფრთხოებას. შესაბამისად, მცდარია პოლიციის არგუმენტი, თითქოს მორწმუნეთა რაოდენობის შეზღუდვის ერთ-ერთ მიზეზი „საჯარო უსაფრთხოებაა".


იერუსალიმის უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილემ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ჩვეულებისამებრ აღასრულებს ყველა იმ პროცედურას, რაც წმინდა ცეცხლის მსახურებასთან არის დაკავშირებული.“, - წერია საპატრიარქოს უწყებანის facebook გვერდზე.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0