x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
არსებობს თუ არა, დედამიწის ორეული და პარალელური სამყაროები?

მეცნიერები თვლიან, რომ პარალელური სამყაროები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამის შემოწმება, ფაქტიურად, შეუძლებელია. ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) ფიზიკოსმა ბრიანა სმარტმა The Conversation–ის გამომცემლობთვის სტატია დაწერა, რომელშიც პარალელურ სამყაროებზე და დედამიწის ორეულის შესაძლო არსებობის შესახებ, ყველაზე პოპულარული თეორიები განიხილა.


image


უსასრულო გაფართოება


imageერთ-ერთი თეორია ემყარება ჰიპოთეზას, სამყაროს აჩქარებული გაფართოების შესახებ. ამ პროცესს კოსმოსური ინფლაცია ეწოდება. რაც უფრო შორს არის დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად ფართოვდება სამყარო. აღნიშნული თეორიის მიხედვით, სამყარომ, თავისი ისტორიის დაწყების რაღაც მომენტში, იმდენად სწრაფად დაიწყო გფართოება, რომ სინათლე შორეული გალაქტიკებიდან, დედამიწამდე ვეღარ აღწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ სადღაც არის ადგილი, რომლის დანახვაც არ შეგვიძლია. მეცნიერები ამ ადგილებს, როგორც პარალელურ სამყაროებს აღწერენ. ეს თეორია პოპულარულია, რადგან ფიზიკის რომელიმე ცნობილი კანონის შეცვლას არ საჭიროებს და არც, სამყაროს შესახებ, ჩვენს წარმოდგენებს ცვლის.


ბევრი პარალელური სამყარო


სმარტის თქმით, არის კიდევ ერთი საინტერესო თეორია, რომელიც კვანტურ მექანიკას ეხება. ეს მეცნიერება განმარტავს, თუ რისი გაკეთება შეუძლია უმცირეს ნაწილაკებს. მაგ., თუ ასეთ ნაწილაკს კედელს ვესვრით, ის ან აისხლიტება, ან ამ წინააღმდეგობას გაივლის. კვანტური მექანიკა გვიჩვენებს, თუ რომელი ქმედება უფრო მეტად სავარაუდოა.

image"მეორეს მხრივ, მათემატიკაში არაფერია ისეთი, რაც ერთი ქმედების სანაცვლოდ, მეორეს გამორიცხავს. ეს ორივე მოვლენა შეიძლება ერთდროულად მოხდეს, მაგრამ ჩვენ, მხოლოდ ერთი მათგანის დანახვას შევძლებთ. ასე, რომ, თუ ნაწილაკი კედლიდან აისხლიტა, იმავდროულად, მან შეიძლება, კედელშიც გაიაროს კიდეც, ოღონდ სხვა, პარალელურ სამყაროში", — ამბობს სმარტი.

ამ თეორიის თანახმად, იმ პარალელურ სამყაროში, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვენთან, იმ განსხვავებით, რომ იქ ნაწილაკმა კედელში გაიარა. ბევრი პარალელური სამყაროს არსებობის თეორიის მიხედვით, ყოველ ჯერზე, როდესაც კვანტურ–მექანიკური ზემოქმედება ხდება, პარალელური სამყარო იქმნება.
"თუმცა, ამ თეორიის შემოწმება შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ ვურთიერთობთ ამ სამყაროებთან", — აღნიშნა მეცნიერმა.


არის თუ არა სხვა დედამიწა?


imageმეცნიერის თქმით, ისეთი პლანეტა, როგორზეც ჩვენ ვცხოვრობთ, შეიძლება, ბევრი პარალელური სამყაროს თეორიაში არსებობდეს კიდეც. "მაგრამ მათემატიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან იმის ალბათობა, რომ 1000 ნაწილაკი ორჯერ ერთნაირად იურთიერთებს, 2477 ხარისხში აყვანილი, 10–დან ერთია. ეს არის 10, 2477 ნულით... და რადგან სამყაროში ბევრად უფრო მეტი ნაწილაკია, კიდევ ერთი დედამიწის არსებობის შანსი, ძალიან მცირეა", — ამბობს სმარტი.
მეცნიერის თქმით, ამ თეორიის შემოწმება ძალიან რთულია. მაგრამ, შეიძლება, მისი შემოწმება მეცნიერებმა შეძლეს... პარალელური სამყაროებიდან?!



image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები

* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული

* უნიკალური ისტორიული ფოტოები, რომელიც შეიძლება არ გინახავთ

* მიწის ქვეშ ცხოვრებისთვის განწირულნი

* ეს ფოტოშოპი არ არის – საჭირო მომენტში გადაღებული 15 ფოტო

* ელიზაბეთ ტეილორმა საკუთარ დაკრძალვაზე დაიგვიანა... 7 საინტერესო ფაქტი სიკვდილის შესახებ

* "ამ ქვეყანას ისეთი რამ ელის..." – იტალიელმა ნათელმხილველმა რუსეთის მომავალი იწინასწარმეტყველა

0
1192
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0