x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანტიდედამიწა – პლანეტა გლორია

კაცობრიობა უკვე დიდი ხანია ეძებს არამიწიერ სიცოცხლეს, მზის სისტემის გარეთ. მაგრამ, უცხოპლანეტელები, შეიძლება, არც ისე შორს იყვნენ, როგორც ჩვენ გვგონია! არსებობს ვარაუდი, რომ დედამიწის ორბიტაზე, კიდევ ერთი პლანეტა მოძრაობს, რომელსაც სახელიც კი შეარქვეს — მას ანტიდედამიწას ან გლორიას ეძახიან.


image


პირველსდ დედამიწის ორეულის არსებობაზე საუბარი, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიწყეს. იქ მიღებული იყო, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ენერგეტიკული, ასტრალური ორეული ჰყავდა. სწორედ იქიდან იღებს საწყისს თეორია დედამიწის ორეულის არსებობის შესახებ. ეგვიპტელების წარმოდგენამ «ორეულების» სამყაროს შესახებ, გავლენა მოახდინა ძველ ბერძენ ფილოსოფოსებზე. მაგ., ფილოლაუსის (ძვ. წ. აღრ. 470–385 წწ.) კოსმოგონიაზე, რომელმაც სამყაროს ცენტრში დედამიწა კი არ განათავსა, როგორც ამას მისი წინამორბედი მეცნიერები აკეთებდნენ, არამედ ვარსკვლავი, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე სახელი მისცა — ზევსი სახლი, ღმერთების დედა, სამყაროს კერა და ა. შ. ხოლო, მის ირგვლივ, წრეზე მბრუნავი დედამიწა, ანტიდედამიწა, მთვარე, მზე და ბერძნებისთვის, იმ პერიოდისთვის ცნობილი კიდევ 5 პლანეტა — მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი განათავსა. გარდა ამისა, «დამატებითი» ციური სხეულის არსებობის შესახებ, სხვა მეცნიერებიც საუბრობდნენ. მაგ., ჰიკეტ სირაკუზელი (ძვ. წ. აღრ. 400–335 წწ.) პირველი ბერძენი მეცნიერი იყო, რომელიც დედამიწის ორეულზე ალაპარაკდა, ხოლო მისი თეორია უკვე ფილოლაუსმა განავითარა.

რაოდენ ფანტასტიურადაც არ უნდა ჩანდეს ეს თეორია, მას ყოველთვის ჰყავდა მომხრეები. ასე, მაგ., XVII ს. პარიზის ობსერვატორიის პირველმა დირექტორმა ჯ. კასინმა განაცხადა, რომ ვენერას მახლობლად ციური ობიექტი აღმოაჩინა, რომელიც თავიდან ამ პლანეტის თანამგზავრად მიიჩნია. თუმცა, შმდეგ აღიარა, რომ შეცდა და რომ ვენერას თანამგზავრი არა ჰყავდა. მიუხედავად ამისა, მეცნიერი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ცაში მან მართლაც დაინახა, იმ დროისთვის, უცნობი პლანეტა... და იქნებ ეს გლორია იყო?!

საუკუნის შემდეგ, 1740 წელს, ინგლისელმა ასტრონომმა და ოპტიკოსმა ჯეიმს შორტმაც აღიარა დედამიწის ორეულის არსებობა. ხოლო, 20 წლის შემდეგ, მას მხარი გერმანელმა ასტრონომმა და კარტოგრაფმა იოჰან ტობიას მაიერმაც დაუჭირა. მომდევნო საუკუნეებში, ინტერესი დედამიწის ორეულისადმი შესუსტდა და ბოლოს, ის საერთოდაც მიივიწყეს... და მოულოდნელად, მითიური გლორიასადმი ინტერესმა ახალი ძალით იფეთქა.

ამჟამად, არსებობს თეორია, რომლის მიხედვით, მზის უკან ლაგრანგის, იგივე ლიბრაციის წერტილი მდებარეობს, რომლშიც პლანეტა გლორია «იმალება». ამიტომ, დედამიწიდან ამ პლანეტის დანახვა შეუძლებელია. გარდა ამისა, დედამიწა და გლორია მზის ირგვლივ ერთნაირი სიჩქარით მოძრაობს და მისი დანახვა დედამიწიდა, მზის დისკის გამო, ასევე შეუძლებელია — მზე დედამიწის დიამეტრის 600 სიგრძის ორბიტის ნაწილს მალავს. თუმცა, არსებობს გლორიას არსებობის ირიბი მტკიცებულება: ეს ვენერას და მარსის მოძრაობაში დარღვევები არის. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული პლანეტები, ორბიტაზე მოძრაობისას, ხან წინ უსწრებენ დადგენილ დროს და ხან, ჩამორჩებიან. ამასთან, იმ მომენტებში როდესაც მარსი გრაფიკს უსწრებს, ვენერა მას ჩამორჩება და პირიქით. ამასთან, ამ პლანეტებს ასევე შეუძლიათ გლორიას მოძრაობის დარღვევა. ასე, რომ, ზოგჯერ მისი დანახვა მაინც შესაძლებელია. თავის დროზე, ამ შემთხვევის ბედნიერი მოწმე კასინი იყო, რომელმაც ვენერას მახლობლად, ნამგლისებური ციური სხეული შენიშნა და ის მისი თანამგზავრი ეგონა.

თუ ვივარაუდებთ, რომ გლორიაზე სიცოცხლე არსებობს, მაშინ ცივილიზაცია იქ, ჩვენს ცივილიზაციაზე ნაკლებად არ უნდა იყოს განვითარებული. გარდა ამისა, არც ის არის გამორიცხული, რომ ისინი ჩვენ გამუდმებით გვაკვირდებოდნენ. ხოლო, «თეფშები», რომელსაც დროდადრო ვხედავთ, სწორედ ამ პლანეტიდან მოფრინავდნენ. უცხოპლანეტელებს ძალიან ეშინიათ იმ კატაკლიზმების, რაც შეიძლება დედამიწაზე მოხდეს, რადგან დედამიწა და ანტიმიწა ერთმანეთთანა კავშირშია და თუ აქ რამე სერიოზული მოხდება, ის გლორიაზეც აისახება. მაგ., თუ ბირთვული აფეთქების შედეგად, დედამიწა ორბიტას შეიცვლის, ეს ორი პლანეტა, ადრე თუ გვიან, ერთმანეთს შეეჯახება. გარდა ამისა, შეჯახება რომც არ მოხდეს, დედამიწა და გლორია ერთმანეთის სიახლოვეს თუ აღმოჩნდებიან, პლანეტების გრავიტაციის ძალა, ისეთ გიგანტურ ტალღას გამოიწვევს მსოფლიო ოკეანეში, რომ ის ყველა კონტინენტს გადარეცხავს. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი რაღაც, ადრე მოხდა კიდეც, რადგან ლეგენდა მსოფლიო წარღვნის შესახებ, ისე, უბრალოდ ვერ გაჩნდებოდა...

imageimageimageimageimageimageimage






0
467
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0