x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დროის მარყუჟი: შესაძლებელია, თუ არა წარსულში დაბრუნება?

დროში მოგზაურობაზე და პარალელურ სამყაროებში გადაადგილებაზე არაერთი ისტორია არსებობს. მაგრამ, ეს რამდენად შესაძლებელია? იმის დასამტკიცებლად რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია, 2009 წლის 28 ივნის ფიზიკოსმა და ასტროფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა კემბრიჯის უნივერსიტეტში, «დროში მოგზაურთათვის» საზეიმო საღამო გამართა, რომელზეც არავინ მივიდა, რადგან მოსაწვევები მან, მხოლოდ საღამოს დასრრულების შემდეგ გაგზავნა.


image


მაგრამ, ჰოკინგი შეიძლება შეცდა. თეორიულად, წარსულში მოგზაურობის პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს. ასეთი რამ, აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად, რომელიც ენერგიას და მატერიაში გრავიტაციას, როგორც სივრცის და დროის გამრუდებას აღწერს, სავსებით შესაძლებელია. უაღრესად მძლავრი გრავიტაციული ველის ჩამოყალიბამ, მაგ., როგორიც მბრუნავი შავი ხვრელებია, რომელსაც მატერიის დეფორმირება და სივრცის «ამობრუნება» შეუძლია. ამ დროს ე. წ. ჩაკეტილი დროის მრუდი იქმნება — ციკლს, რომელიც ფიზიკურად, დროში მოგზაურობას შესაძლებელს ხდის.

ჰოკინგი და ბევრი სხვა ფიზიკოსი, ჩაკეტილი დროის მრუდს აბსურდულად თვლიან, რადგან დროში მოგზაურობა, თუნდაც, ნებისმიერი მაკროსკოპული ობიექტის, აუცილებლად ქმნის პარადოქსებს, რომელიც მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს არღვევს.

მაგრამ, ცოტა ხნის წინ, კუინზლენდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) ფიზიკოსებმა ტიმ რაფმა (Tim Ralph) და მისმა ასპირანტმა მარტინ რიგბაუერმა (Martin Ringbauer) «მოკლული ბაბუის პარადოქსი» ახსნა, კვანტური მექანიკის თვალსაზრისით სცადეს.

ისტორია წარსულში მომხდარი მკვლელობის შესახებ, რომელიც მომავლიდან ჩასულმა ადამიანმა ჩაიდინა, «წინაპართა ხმები» სახელით, ამერიკელმა მწერალმა შახნერმა (N. Schachner) 1933 წ. გამოქვეყნდა.

მოთხრობის სიუჟეტი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი დროის მანქანის დახმარებით, წარსულში დაბრუნდა, სადაც მან, გაუფრთხილებლობით, თავისი ბიოლოგიური ბაბუა მოკლა, სანამ ეს უკანასკნელი, მის ბებიას შეხვდებოდა. შედეგად, მოგზაურის ერთ–ერთი მშობელი და არც თვითონ, მომავალში აღარ დაიბადებიან. ანუ, საბოლოო ჯამში, ის ვერ შეძლებდა დროში მოგზაურობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბაბუა ცოცხალი დარჩებოდა და როგორც შედეგი – ის დაიბადებოდა და დროშიც იმოგზაურებდა, რაც ბაბუის მოკვლის შესაძლებლობას მისცემდა. ამრიგად, ყოველი შესაძლებლობა, საკუთარი თავის უარყოფას გულისხმობს და ლოგიკურ პარადოქსს ქმნის.

ჰიპოთეზის თანახმად, რომ წარსულის შეიცვლა არ შეიძლება, ბაბუა მკვლელობის მცდელობის დროს უნდა გადარჩენილიყო, ან დროში მოგზაურს, იქ დროის ალტერნატიული ხაზი უნდა შეექმნა, რომელშიც ის არასდროს დაიბადებოდა.

«კვანტური მექანიკის თვალსაზრისით, თუ ადამიანს, როგორც ფუნდამენტურ ნაწილაკს ისე წარმოვიდგენთ, მაშინ მისი აპრიორი დეტერმინირებული ემისია არ არსებობს — არსებობს მხოლოდ ალბათობის განაწილება. ანუ ადამიანმა, თანაბრი შესაძლებლობით, შეიძლება, როგორც მკვლელობა ჩაიდინოს, ისე გადარჩენის შანსი მისცეს თავის წინაპარს, რაც მრუდის დასახურად და პარადოქსის თავიდან ასაცილებლად, საკმარისია იქნება» — აღნიშნავენ ავსტრალიელი მეცნიერები.

image


imageimageimageimage




0
524
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0