x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სადილი სხვა განზომილებაში (ნამდვილი ამბავი)

image


1995 წ. როდ-აილენდის შტატში (აშშ) მცხოვრებ პოლ კოლიცოს (Paul Colizzo) უცნაური რამ შეემთხვა, რასაც რაციონალური ახსნა დღემდე ვერ მოუძებნა.

პოლი რეგულარულად ჩადიოდა ქ. ნუიპორტში, სადაც ყოველწლიურად იახტების შეჯიბრი ტარდებოდა და რომელიც მისი სახლიდან 45 წთ. მგზავრობის მანძილზე მდებარეობდა. როდესაც ის ნიუპორტში ჩადიოდა, ყოველთვის, კაფე-რესტორან–Newport Creamery-ში საუზმობდა და სადილობდა. მას იქაური მენიუ ძალიან მოსწონდა და შანს არ უშვებდა, რომ ფუნჩულები, ცხელი შოკოლადი და სხვა გემრიელობები არ დაეგემოვნებინა.

თუმცა, 1995 წელს პოლი და მისი მეგობარი კენი ნიუპორტში იახტების გამო კი არა, სტომატოლოგიურ კლინიკაში, ექიმთან მივიდნენ. იქიდან წამოსულებმა, სახლში წასვლამდე, პოლის საყვარელ კაფეში გადაწყვიტეს შევლა.

მათ Americas Cup Avenue ქუჩა გაიარეს, Thames Street-მდე მივიდნენ, ხოლო შემდეგ, Shell-ის ბენზინგასამართ სადგურს ჩაუარეს, რომელიც კაფეში მიმავალ პოლს არაერთხელ უნახავს. იმ ადგილიდან კაფემდე კიდევ საკმაო მანძილი იყო გასავლელი, მაგრამ, პოლმა უეცრად კედელი დაინახა, რომლის მახლობლად ქუჩაში შესასვლელი იყო და რომელიც, ქალაქში წინა ვიზიტების დროს, არ შეუნიშნავს.

«იმ ადგილიდან სანაპირო მოჩანდა, ოკეანის სიახლოვეს მდგარი სტენდებით, რომლებზეც ტურისტებისთვის და იალქნიანი ნავებისთვის საჭირო წვრილმანი ნივთები იყი გამოფენილი. ყველაფერი ისე კარგად გამოიყურებოდა, რომ ჩვენ ამ ქუჩაზე შევლა გადავწყვიტეთ. აღმოჩნდა, რომ იქ ქალაქის საქმიანი ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში არაერთხელ ვყოფილვარ, ამ ადგილის არსებობის შესახებ, არაფერი ვიცოდი. ეს დიდი ქუჩა იყო, უამრავი მოძრავი ავტომობილით, მაღაზიებით და ოფისებით».

ქუჩაში პოლმა რამდენიმე რესტორანი შენიშნა. მაგრამ, ის ინსტინქტურად, თავისთვის ჩვეულ – Newport Creamery-ს ეძებდა და ბოლოს, დაინახა კიდეც. გაუხარდა, რომ საყვარელი კაფე, ქალაქის სხვა უბნებშიც აღმოაჩინა.

პოლი და კენი კაფეში შევიდნენ, შეკვეთა მისცეს და ფანჯარასთან მდგარ მაგიდას მიუსხდნენ. პოლის თქმით, ფანჯრიდან ოკეანის ულამაზესი ხედი იშლებოდა, მოწესრიგებული ლამაზი პლაჟით, რომელზეც ბედნიერი ადამიანები ისვენებდნენ და სეირნობდნენ.

«ეს ადგილი იმდენად მშვენიერი იყო, რომ როგორც კი სახლში მივედი, ვერ მოვითმინე და ჩემი ემოციები მეუღლეს გავუზიარე».

პოლისთვის ყველაფერი ძველებურად იყო – კერძები ისეთივე გემრიელი იყო, როგორც ადრე, ფანჯარასთან ისეთივე ავტომობილები მოძრაობდნენ... პოლმა და კენმა ისადილეს და ნიუპორტიდან გაემგზავრნენ. იმავე საღამოს, პოლმა უთხრა მეუღლეს, რომ კვირის ბოლოს, საოცარ ადგილზე წაიყვანდა.

სამი დღის შემდეგ პოლი, მეუღლესთან ერთად, ნიუპორტში გაემგზავრა. მათ შეუხვიეს Americas Cup Avenue ქუჩაზე, Shell-ის ბენზინგასამართ სადგურსაც ჩაუარეს, მაგრამ იქ კედელი და ქუჩაში შესასვლელი უკვე აღარ იყო. პოლმა იმ ადგილის ირგვლივ ყველაფერი მოიარა, მაგრამ ქუჩა ვერ იპოვა.

«არსად იყო ხედი ფანჯრიდან, უფრო სწორად, ფანჯარაც არსად იყო. იმ ადგილზე მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები იდგა და სადაც პლაჟი უნდა ყოფილიყო, საფეხბურთო მოედანი მდებარეობდა».

პოლმა იმ დღეს ძებნა შეწყვიტა, მაგრამ შინაგანად, იმედი ჰქონდა, რომ ქუჩას აუცილებლად იპოვიდა. იმავე წლის ზაფხულში, მან კიდევ ერთხელ სცადა კაფე Newport Creamery-ის და იმ საოცარ ქუჩის პოვნა, მაგრამ ის მცდელობაც უშედეგოდ დამთავრდა.

მიუხედავად ამისა, პოლი მეტისმეტად ჯიუტი აღმოჩნდა. მან კარგად იცოდა, რომ ის ყველაფერი რეალური იყო. მით უმეტეს, რომ იმ დღეს მარტო არ იყო და მოწმეც ჰყავდა, კენი, რომელმაც წლების შემდეგ აღიარა, რომ მასაც გაუჩნდა შეგრძნება, რომ ირგვლივ ყველაფერი უცნაური და უჩვეულო იყო.

2000 წ. პოლმა კომპიუტერი იყიდა და მაშინვე Newport Creamery-ს კაფე-რესტორნის მისამართების მოძიება დაიწყო. მან მაშინვე იპოვა კაფე, რომელშიც ხშირად დადიოდა და კიდევ ერთი აღმოაჩინა - ბელბიუ ავენიუზე. მას მოეჩვენა, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, მეგობართან ერთად რომ ისადილა. მაგრამ როდესაც ინფორმაცია გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ კაფე 1995 წ. ჯერ კიდევ არ არსებობდა. გარდა ამისა, მისი ფანჯრებიდან არც ოკეანე მოჩანდა.

პოლი ადგილობრივ კლერკსაც ესაუბრა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ქალაქში Newport Creamery-ის მხოლოდ ორი კაფე იყო და ობიექტებს ადგილმდებარეობა არასდროს შეუცვლია.

მაშინ პოლი სხვა გზით წავიდა და იმ სანაპიროს დაუწყო ძებნა, კაფეს ფანჯრიდან რომ ჩანდა. და ბოლოს, როგორც მას მოეჩვენა, იპოვა კიდეც...

მაგრამ, როდესაც სანაპიროსთან მივიდა, ნახა, რომ იქ არც საქმიანი უბანი, არც კაფე და არც ტურისტული ზონა არ იყო. იმ ადგილზე, სადაც კაფე უნდა ყოფილიყო, ხრიოკი, უდაბური ზონა იყო, მაგრამ ხედი ოკეანეზე, ნამდვილად იგივე გახლდათ.

ახლა პოლი დარწმუნებულია, რომ ის და მისი მეგობარი კენი, რაღაცნაირად, სივრცითი გასასვლელით ან «ფანჯრით», სხვა ნიუპორტში (სხვა განზომილებაში ან სხვა დროში) მოხვდნენ და იმ ქალაქში ეს რაიონი საქმიანი ცენტრი იყო.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageდედამიწა 2137 და 2749 წ. ალ ბილეკი – ადამიანი, რომელმაც მომავალი იხილა
სტუმრები პარალელური სამყაროებიდან (რეალური ისტორიები)

ქილერი მეოთხე განზომილებიდან (ნამდვილი ამბავი)

დაუმთავრებელი გვირაბი, რომელშიც ადამიანები იკარგებიან

0
414
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0