ისტორია გიორგი XI -ს მკვლელობა ავღანეთში და ქართველთა ჯარის გაუგონარი მხეცობა 2022, 21 აპრილი, 10:52 1709 წლის 21 აპრილს აჯანყებულმა ავღანელებმა მირ - ვაისის მეთაურობით მოტყუებით, ღალატით მოკლეს დიხ-შეიხში გიორგი XI (იგივე გურჯინ - ხან), ხოლო მისი მხლებელი ქართველები კი ულმობლად ამოხოცეს. გიორგი XI შაჰნავაზის შვილი, ქართლის ტახტის მემკვიდრე გახლდათ, 10 წელი იმეფა მაგრამ მისი სპარსეთისადმი დაუმორჩილებლობას ქართლის ტახტზე კახეთის შტოს წარმომადგენლის, ერეკლე I- ის დანიშვნა მოჰყვა . ერეკლე I თავიდან უარზე იყო მიეღო მუსულმანობა და ამიტომ ვერ მეფდებოდა, მაგრამ შაჰი მის ტახტზე ასვლას მაინც დათანხმდა ერეკლეს ( ანუ უკვე ნაზარალი ხანის ) მუსულმანობის მიღების შემდეგ . ერეკლემ გამეფების შემდეგ თავი რუსეთის ვასალად გამოაცხადა, და შაჰმა ისევ გიორგი XI- ის დახმარებით ჩამოაგდო აჯანყებული ვასალი. საინტერესოა, რომ შაჰ-აბას I- მა დააარსა ე.წ. დაქირავებული სპეც - დანიშნულების არმია, რომელიც აუცილებლად სპარსეთის იმპერიის ეროვნული უმცირესობებისაგან შედგებოდა, და ძირითადად ქართველებისგან. ასეთ არმიას ხელმძღვანელობდა ყოველთვის ქართველი ვასალი, ან ქართული ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი და მისი წოდება ყულარ - აღასი იყო. როდესაც ირანის ერთერთმა პროვინციამ, ავღანეთმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, ირანის შაჰმა გიორგი XI ( აქ უკვე გამუსულმანებული ), დანიშნა ყულარ - აღასად და ქართველების " სპეც - დანიშნულების " არმია გაგზავნა ავღანეთში, კერძოდ ყანდაჰარში . შაჰ - აბასის არმიაში ქართველების ძალისა და ბრძოლისუნარიანობის მრავალი აღწერილობა გვხვდება, აქედან საყურადღებოა ერთ - ერთი : პიეტრო დელა ვალლე, რომელიც ამბობდა : " სპარსული არმიის სიძლიერე ქართველებია, რომლების ამ არმიის უდიდეს და უძლიერეს ნაწილს წარმოადგნენ ". სერ ტომას ჰერბერტი, რომელიც შირაზში იყო 1627 წელს, იგივეს აღნიშნავს, თუმცა მოტივაციისთვის თურქთა ზიზღი სახელდებოდა ... სხვადასხვა დროისთვის ქართველთა რაოდენობა ირანის არმიაში 8- დან 40- ათასამდე მერყეობდა . დევიდ ლანგს მოჰყავს ასევე ფრანგი მოგზაურის ნაამბობი, რომ იგი იცმევდა ქართულ სამოსს, რაც მთელს ირანში შიშსა და მორიდებას განაპირობებდა . დავუბრუნდეთ აჯანყებულ ავღანელებს, ამ რეგიონს მაშინ ბალუჩისტანი ერქვა და ვერცერთი ირანელი გენერალი ვერ ბედავდა მათზე გალაშქრებას და წესრიგის დამყარებას . 1700 წლისათვის გიორგიმ ( ირანში გურჯინ - ხან ) და მისმა ძმამ ლევანმა თითქმის გაწმინდეს მთელი რეგიონი მოთარეშე ელემენტებისაგან . ამ გამარჯვებების საზღაურად შაჰმა ლევანი ირანის მთავარ მოსამართლედ დანიშნა, ხოლო მისი ძე - ქაიხოსრო, ისფაჰანის პრეფექტად . მიუხედავად ამისა, სიტუაცია თავად ყანდაჰარში გაუარესდა აჯანყებულებმა ძალაუფლებაბა ხელში ჩაიგდეს და ირანელი მმართვლები ( გუბერნატორი ) ციტადელში გახლდათ გამოკეტილი . ერთადერთი ხსნა იყო გიორგის გაგზავნა ამ რეგინში და ირანელი მმართვლების გამოხსნა . იმისათვის რომ გიორგის გადაეწყვიტა და დათახმებულიყო ამ მისიაზე, მას სპარსეთის არმიის ხელმძღვანელობა უბოძეს (!) და საქართველოს ტახტზეც აღადგინეს ( ანუ გურჯისტანის ვალად დაამტკიცეს ). საქართველოს საქმეთა მართვისთვის მისი ძმისშვილი ვახტანგი ( შემდეგში ვახტანგ VI) დაინიშნა და გიორგი კი 4, 000 ქართველით გაუდგა ავღანეთის გზას . როგორც დევიდ ლენგი აღნიშნავს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება აღწერილობა ამ შეუბრალებელი ექსპედიციისა, აღწერილობის ავტორია საფრანგეთის საელჩოში მომუშავე, საქართველოში მცხოვრები სომეხი კათოლიკი, იოსებ აბისალამიანი . ეს კაცი ისფაჰანში საფრანგეთის კონსულის მდივანი ყოფილა . იგი აღწერს, რომ გიორგის დაევალა ყირმანის პროვინციის დამორჩილება და ახალგამოცხადებული ადგილობრივი მთავრობის გაუქმება . გიორგი ხელძღვანლობდა 20, 000 სპარსთა და 4, 000 ქართველთა გაერთიანებულ ლაშქარს . როგორც კი ავღანელებმა შეიტყვეს, რომ გიორგი ედგა ამ ჯარს სათავეში, წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ გაბედეს და ყანდაჰარის კარი გაუღეს გიორგის . მან სასტიკად დასაჯა აჯანყების მოთავეები, აღადგინა სპარსული მართველობა და მხოლოდ მსუბუქი არმია (4, 000 ქართველი ) დატოვა ყანდაჰარში, დანარჩენი ჯარი კი გაათავისუფლა . რაც შეეხება მირ - ვაისს, აჯნყებულთა ლიდერს, გურჯინ - ხანმა მისი ისფაჰანში ბორკილებდადებული გაგზავნა იკმარა, და შაჰს წერილობით ურჩევდა მის სიკვდილით დასჯას . ამის შემდეგ გიორგიმ უფლება მისცა ჯარისკაცებს სურვილისამებრ დაემცირებინათ და დაესაჯათ ადგილობრივი მოსახლეობა . როგორც აბისალამიანი აღწერს, შვილი მშობელს აღარ ეკუთვნოდა და ცოლი ქმარსო . ქართველების ჩადენილ ამბებზე ჟრუანტელის გარეშე ლაპარაკი კი არა, გაფიქრებაც არ შეიძლებაო . მირ - ვაისმა იმდენს მიაღწია, რომ შაჰის თვალში გიორგის მიაყენა ჩრდილი და თვითონ კი სასიკვდილო განაჩენს გადაურჩა . იგი უკან, ყანდაარში დააბრუნეს და შერიგების ფიცის დადებით ქართველთა არსებული ხელისუფლება აღიარა . გაიმართა დამეგობრების ნადიმი . ქალაქის სიახლოვეს, სადაც ქართველებს არნახული პატივისცემა და სუფრა ელოდათ . სუფრის მიმდინარეობისას, თითო ქართველ სტუმარს თითო ავღანელი ემსახურებოდა და დანიშნულ დროს, ჩუმ ნიშანზე, მომსახურე ავღანელებმა ზოგმა ხმალი, ზოგმა ხანჯალი და ზოგმაც კეტი და სხვა იარაღი იშიშვლა . ქართველთაგან ცოტა გადაურჩა ამ უეცარ თავდასხმას, და გიორგიც მათ შორის იყო . ამ ნიშანზევე გარედან ავღანელების დიდი რაოდენობა შემოვარდა და გადარჩენილების ამოხოცვას მიჰყვეს ხელი . იგივე აბისალამიანი აღნიშნავს, რომ გიორგის უსაზღვრო სიმამაცემ და მოხერხებულობამ 50 ავღანელი მაინც შეიწირა სანამ ის თავად გამოასალმეს სიცოცხლესო . გიორგიზე თავდამსხმელ ავღანელების ჯგუფს თვითონ მირ - ვაისი ხელმძღვანელობდა და გიორგიც ამ ჯგუფის მიერ ხიშტების მრავალჯერადი ჩაცემით გამოესალმა სიცოცხლეს . ავღანელებმა ადვილად დაიპყრეს ისევ რეგიონი და მირ - ვაისი ეროვნულ გმირად გამოცხადდა . ამასობაში მირ ვეისმა თითქმის მთლიანად დაიმორჩილა ავღანეთი, ირანის შაჰს კი ცინიკური წერილიც მისწერა თუ როგორი ორგული ქვეშერდომი ყავდა გურჯინ ხანის სახით თან მისი მკერდიდან აგლეჯილი ჯვარცმა და ფსალმუნი გაუგზავნა .( გიორგი XI -ს სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ მეფემ მაჰმადიანობა ირანის შაჰის თვალისასახვევად მიიღო) მიუხედავად ამისა შაჰმა მაინც გაგზავნა 30 000 დამსჯელი ჯარი მეფის ძმის ქიხოსროს მეთაურობით დ 1000 ქართველის წინმაბრძოლობით . მირ ვეისიც შეეგება მტერს 15 000 -იანი ლაშქრით . პირველი ბრძოლა მოხვდა გირშიკთან სადაც გაერთიანებულმა ქართულ-ირანულმა ჯარმა სასტიკად დაამარცხა ავღანთა მხედრობა აქ კი სეხნია ჩხეიძეს მოვუსმინოთ :" სულ გამხეცდნენ ქართველნი დახოცილებს ტყავები დააძვრეს და ბეჟან რატიშვილის ხელით ერანის შახს გაუგზავნეს უცხო ფეშქაშადო." მირ ვეისი უკუიქცა ყანდაგართან გამაგრდა და ლაშქრის შეყრას შეუდგა, ხოლო ქაიხოსრო გირშიკში დაბანაკდა . გადამწყვეტი ბრძოლა მოხვდა ყანდაართან ახლოს მდინარე არგანდადის პირას, შუა ბრძოლაში ირანელები გატყდნენ და უკუ იქცნენ ხოლო ათასიოდე ქართველი ქაიხოსროს მეთაურობით ბრძოლას განაგრძობდა 20 000 ავღანის წინააღმდეგ, ბრძოლა გათავდა ავღანთა გამარჯვებით და ქართველთა უმაგალითო გმირობის აპოთეოზით, თვითონ ქაიხოსრომ ბრძოლაში თავი შეაკლა, განადგურებული იყო ქართული ჯარის ძირითადი ნაწილი, გადარჩენილი რაზმის ნაშთებმა მდინარე არგანდადი გადალახეს, ხოლო ავღანებმა მდინარის პირას მხოლოდ ერთადერთ უცხენოდ დარჩენილ დაჭრილ ქართველ მეომარსღა მიუსწრეს. რომელმაც ხმლის ერთი დაკვრით გადაჩეხა პირველივე მომხდური მის ცხენს მოახტა და მდინარე გადასერა, და ამის მნახველ ავღანთა ბელადს ასეთი რამ წამოსცდა": სპარსელები დიაცები არიან ავღანთა შედარებით, ხოლო ჩვენ დიაცები ვართო ქართველთ შედარებითო" ასე გათავდა ქართველთა უიღბლო და უმადური გმირობის თავგადასავლი შორეულ ავღანეთში, ღმერთია მოწამე ისენი მანდ თავისი ნებით არ ყოფილან მაგრამ მათ მაინც დატოვეს კვალი თანამედროვე სამყაროს უბდალო მეომრების ქვეყანში. ავღანეთში ქართველებმა ორი თვისება გამოამჟღავნეს: საარაკო მამაცობა (4000 კაცი თავზარს სცემდა პუშტუნთა და ბელუჯთა მრავალრიცხოვან მეომარ ტომებს), - და სისასტიკე, არნახული დაუნდობლობა. ქართველთა რაზმებს ხშირად შაჰი ირანულ ლაშქარს უკან ჩაუყენებდა ხოლმე. ირანელ მეომრებს ზურგის უფრო ეშინოდათ და ბრძოლის ველიდან გამოქცევას მოწინააღმდეგესთან შეჯახებაში სიკვდილს ამჯობინებდნენ. თუ გაიმარჯვებდნენ, სახელსაც ხომ დაიგდებდნენ1 ალავერდი ხან უნდილაძემ ყიზილბაშური ტომები ისე ამოჟლიტა. როდესაც შაჰმა უსაყვედურა, გადააჭარბეო, ასე გაიმართლა თავი: შენს ბრძანებას ვასრულებდიო. ჰო, ოღონდ ნამეტანი სიხალისითო, - გესლიანად ჩაიბურტყუნა შაჰ-აბას I-მა. 3119 7-ს მოსწონს
|