x
image
ქეთი1988
Mediator image
ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები, რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ

image
ფილმის ყურებისას ალბათ გაგჩენიათ გრძნობა, რომ რაღაც ისე ვერ არის. დიდი ალბათობით, რაღაც შეცდომას მოჰკარით თვალი და გვიან გაიაზრეთ:

1. ურჩხული და ლამაზმანი

მთელი ფილმის განმავლობაში ბელი თავსაბურავის გარეშე დადის. მაგრამ რეჟისორებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ადრე ასე დადიოდნენ მხოლოდ ქალები, რომლებიც არ იცავდნენ სოციალურ ნორმებს. საინტერესოა, რომ ფილმშიც კი ქალაქის ყველა რიგითი მცხოვრები თავსაბურავს და კეპს ატარებს. მაგრამ ახალგაზრდა ქალბატონები იმ მხიარული ადგილიდან, სადაც გასტონი და მისი თანამგზავრი ლეფუ ისვენებდნენ, თმას ბოლომდე არ აჩენდნენ. ზღაპარი ურჩხულისა და ლამაზმანის შესახებ დაიწერა1740 წელს, როდესაც საზოგადოებრივ ადგილებში თმის დაფარვის წესი ჯერ კიდევ მოქმედებდა.image

2. ბინდი საგა: ახალი მთვარე

როგორც წიგნშია ახსნილი, ვამპირებს მზის შუქზე კანი უბრწყინავთ. ასე დაემართა ედვარდს ხოლო ელისს რატომღაც ეს თვისება არ ეხება.image

3. მარსიანელი

მარსზე მარტო მყოფი მარკ უოტნი პოულობს Pathfinder-ის აპარატს, რომელიც 1997 წლიდან გამოვიდა და მის გადამცემს იყენებს დედამიწაზე სიგნალის გასაგზავნად. საინტერსოა, როგორ მოახერხა მან 40 წლის წინანდელი ტექნოლოგიის გაგება და თანამედროვე სადენების დაკავშირებაც კი? შეხედეთ ჩარჩოს: ყველა კაბელი იდეალურად ჯდება.image

4. მარტო სახლში

პირველ კადრში აშკარად ვხედავთ კევინს, რომელიც სუპერმარკეტში კალათაში დებს სარეცხი საშუალების წითელ კონტეინერს. მაგრამ როცა სახლისკენ მიმავალ გზაზე პაკეტები იშლება, აღმოჩნდება, რომ იქ ასეთი კონტეინერი არ არის. თუმცა, ეს კონტეინერი სახლში მაინც ჩანს.

ასევე საინტერესოა ისიც, თუ რამდენად ადვილად ატარებს ბიჭი პროდუქციით სავსე პაკეტებს.მაგრამ მხოლოდ კონტეინერები ყველა სახის გელით იწონის მინიმუმ 1, 5 კგ-ს.image

5. ალისა საოცრებათა ქვეყანაში

როდესაც ის კურდღლის ხვრელში ვარდება, ალისის კისრიდან უცებ ქრება მოკლე ჯაჭვზე არსებული სამკაული. იმ კადრში, სადაც გოგონა ქვემოდან იყურება, კულონი ისევ ადგილზეა დარამდენიმე წამის შემდეგ ქრება.image

6. ჯუმანჯი: ჯუნგლების ძახილი

როცა ბეთანი ტელეფონზე საუბრობს, მის გვერდით ყავის ფინჯანი “მოძრაობს". სხვადასხვა კადრებშიმის სახელურებს სრულიად განსხვავებული პოზიციები აქვს. კამერა მხოლოდ ოდნავ განსხვავებულ კუთხებს იღებს: ჯერ მაგიდის მხოლოდ ნაწილს გვაჩვენებს, შემდეგ კი ოდნავ ქვევით ეშვება და მთლიანად აფიქსირებს მას. image

7. შერლოკ ჰოლმსი: ჩრდილების თამაში

შეურაცხყოფილი მერი ჭიქიდან მთელ სითხეს სახეში ასხამს შერლოკს, რატომღაც პირველ კადრში მას თმა მშრალი აქვს, მეორე კადრში კი არა.image

8. ვან ჰელსინგი

ანასთან საუბრის დროს ალირას საყურეები ხან ჩნდება კადრში, ხანაც იკარგება.
image








1
4031
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
4031
  
2022, 20 აპრილი, 23:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1