x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რუსების ფულს დახარბებული "ვაი" ქართველების წყალობით აი, რა ხდება აღმაშენებელზე
image

როცა რუსი აგრესორების მიერ უმოწყალოდ იბომბება ჩვენი მეგობარი და სტრაგეული პარტნიორი ქვეყანა უკრაინა, სადაც 8-10 წლის ბავშვებს აუპატიურებენ, მშვიდობიან მოსახლეობას ხელფეხშეკრულს ხვრეტენ და საინჟინრო ტექნიკის მიერ ამოღებულ ორმოებში მარხავენ, საქართველომ დაივიწყა კანონი ოკუპაციის შესახებ.


რუსეთიდან სანქციებს გამოქცეული რუსები საქართველოში მასიურად ჩამოდიან, "Слава России"-გაყვირიან და პროვოკაციულად მოქმედებენ.


სულგაყიდული ქართველები ფულის შოვნის მიზეზით ქართველ მდგმურებს ყრიან ბინებიდან და 400-500 დოლარად და უფრო ძვირადაც აქირავებენ მათზე ბინებს.



იცოდეთ "ვაი" ქართველებო, იმ ფულით შეიძლება სააღდგომოდ შვილებს საჩუქრები შეუძინოთ, მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს და იმ სისხლიანი ფულის სუნს ვერ ჩამოირეცხავთ.


საქართველოში მოქმედებს ოკუპაციის კანონი, რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო რატომ არ ახდენს რეაგირებას, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან ასე მასიურად შემოედინება რუსების ნაკადი, რომლებიც აქ უძრავ ქონებას ყიდულობენ, კომპანიებს აფუძნებენ. ვინ მოგვცემს იმის გარანტიას რომ ამ რუსების გარკვეული ნაწილი სანქციებს კი არ გამოქცევია არამედ შორეულ გათვლებში დივერსიული მიზნებითაა აქ გამოგზავნილი, აქ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის რუსები ჩამოდიან. ხვალ პუტინის სპეცსამსახურების მიერ აქ შემოგზავნილმა რუსებმა პროვოკაცია რომ მოაწყონ ვინ შეაჩერებს რუსეთის დიქტატორს, რომ განაცხადოს რომ მის მოქალაქეებს საქართველოში ავიწროვებენ და ის ვალდებულია მისი მოქალაქეების დაცვის საბაბით აქ შემოიჭრას რუსული ჯარი?


რა, არ მოხდა მსგავსი რამ 2008 წელს? ან რა საბაბი ჭირდება რუსეთის დიქტატირს?


მე შსს-ს გამკვირვებია, როცა აღმაშენებელზე ასე გუგუნებს რუსული მუსიკა, რატომ არ იღებენ ზომებს, როგორც ვიცი კანონით აკრძალულია გარკვეული ჯარიმები თუ ხმაური დაწესებულ დეციბელებს აღემატება.


"черный бумер"-ის მუსიკის ქვეშ აღმაშენებელზე როგორ ღრეობენ რუსები და როგორ იცავენ მათ ქართული კაფეს თუ რესტორნის მეპატრონეები ქართველი ქალბატონისაგან, რომელიც სწორ აქცენტებს აკეთებს ვიდეოს გადაღბისას რუსების მისამართით.


ნახეთ რა დღეში არიან რუსები აღმაშენებელზე და ვიდეოს გადამღებ ქართველ ქალბატონს როგორ წინააღმდეგობას უწევენ კაფეს მფლობელი "ვაი" ქართველები, ყორღანაშვილს ამათზე დიდი ღალატი არ ჩაუდენია, სამშობლოს ღალატი სხვა რამე კი არაა.


იარლიყს არასდროს ვაკრავ ვინმეს დაუმსახურებლად და ვიცი რასაც ვწერ.
განსჯა თქვენთვის მომინდია ძვირფასო მკითხველებო.


0
162
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
162