სხვა 10 საინტერესო ფაქტები პაპუასების შესახებ 2022, 2 ივნისი, 9:17 1. ისინი მზად არიან შური, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ან ბოლო ქათმამდე იძიონ თვალი თვალის წილ, კბილი, კბილის წილ — პაპუასები სისხლის აღების წესს მისდევენ... თუ ტომის რომელიმე წევრის ოჯახიდან, ან სანათესავოდან, ვინმე დააინვალიდეს ან მოკლეს, ეს ადამიანი, ან მისი ოჯახი და სანათესავო, ვალდებულია შური იძიოს და იგივე რა დამნაშავეს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს დამართოს. თუმცა, კარგი ის არის, რომ შურისძიების გამოსყიდვა, ქათმით ან ღორით შეიძლება. მაგრამ, დანაშაულს გააჩნია, შეიძლება, ერთი ქათამი ან ღორი საკმარისი არ იყოს და დაზარალებულმა ოჯახმა რამდენიმე ქათამი მოითხოვოს. 2. «ფუფალაზე დამოკიდებულება» ფუფალა (ლათ. Areca catechu) — პალმისებრთა ოჯახის მცენარე, რომლის ნაყოფს, სხვა 2 ინგრედიენტთან შერევის შემდეგ, პაპუასები ღეჭავენ. ის ნერწყვის ჭარბ გამომუშავებას იწვევს, ხოლო პირის ღრუ, კბილები და ტუჩები წითლად ეღებებათ. ჭარბი ლორწოს გამო, პაპუასები გამუდმებით იფურთხებიან და მათი განსახლების ადგილები მთლიანად «სისხლიანი» ლაქებით არის მოფენილი. აღნიშნული მცენარის ნაყოფი სუსტ დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა, მაგრამ კბილებს აფუჭებს. 3. მათ სჯერათ შავი მაგიის და ამისთვის სჯიან ადრე კანიბალიზმი სამართლიანობის იარაღი იყო და არა შიმშილის დაკმაყოფილების საშუალება. ასე პაპუასები ჯადოქრობისთვის სჯიდნენ. თუ ადამიანი შავი მაგიის გამოყენებას და სხვისთვის ზიანის მიყენებას აღიარებდა, მას კლავდნენ, მის სხეულს ანაწილებდნენ და კლანის წევრებს შორის ანაწილებდნენ. დღეს კანიბალიზმს აღარ მიმართავენ, მაგრამ შავი მაგიის ბრალდებით, მკვლელობები არ შეწყვეტილა. 4. მიცვალებულებს სახლში ინახავენ პაპუასები საკუთარი ბელადების მუმიებს პირდაპირ ქოხებში ინახავენ და მას თაობიდან – თაობას გადასცემენ. საშინელი გრიმასის მქონე, შებოლილი და ჩამომხმარი მუმიების ასაკი — 200–300 წელია. 5. ისინი თავიანთ ქალებს მძიმე ფიზიკური შრომის საშუალებას აძლევენ სახლში ყველაფერს ქალები აკეთებენ, მათ შორის იმ საქმესაც, რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მამაკაცის გასაკეთებელია. მაგ., შეშის ცულით დაჩეხა. ქალები პაპუასების ტომში შეშას ფეხმძიმობის VII–VIII თვეშიც კი ჩეხენ და ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ ტომის სოფლებში ქალები მეტად სასტიკები და ფიზიკურად ძლიერები არიან. რაც შეეხებათ მამაკაცებს, იმ დროს, როდესაც ქალები მძიმე შრომას ეწევიან, თუ სახლში არიან, მხოლოდ შორიდან უყურებენ... 6. მომავალ მეუღლისთვის, ღორებით იხდიან ეს ჩვეულება ახალ გვინეაში დღემდე არსებობს. პატარძლის ოჯახი ღორებს ქორწილის წინ იღებს. ეს სავალდებულო გადასახადია. ოჯახში მოხვედრილი პირუტყვიც, რა თქმა უნდა, ქალების მოსავლელია. 7. მათი ქალები ნებაყოფლობით ისახიჩრებდნენ თავს ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში, ქალები თითის ფალანგს ქვის ცულით იჭრიან. დღეს ამ ტრადიციაზე უარი თქვეს, მაგრამ უთითო ქალების ნახვა, ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ შეიძლება. 8. ყელსაბამი ძაღლის კბილებისგან — საუკეთესო საჩუქარია პაპუასებს განსხვავებული ღირებულებები აქვთ... მათთვის ყველაზე ღირებული საჩუქარი, არც ოქროა და არც თვალ–მარგალიტი. მათთვის ყველაზე ფასეული, მეუღლის მიერ მორთმეული, ძაღლის კბილების მძივია. 9. კაცები და ქალები ცალ-ცალკე ცხოვრობენ ბევრ ტომში ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი. ამიტომ, არსებობს "ქოხები ქალებისთვის" და "ქოხები კაცებისთვის". ხოლო ქალებს, მამაკაცის სახლში შესვლა ეკრძალებათ. 10. მათ ცხოვრება ხეებზეც კი შეუძლიათ ზოგიერთ სოფელში ქოხებს ხის კენწეროზე აშენების ტრადიცია აქვთ. ხან ის, შეიძლება, მიწიდან 30 მ–ის სიმაღლეზეც იყოს. ამიტომ, ასეთ სახლებში, ბავშვის გაზრდა ძალიან რთულია, თან იმის გათვალისწინებით, რომ ღია აივნები აქვთ, ყოველგვარო ზღუდის გარეშე. არხის სხვა სიახლეები:* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა* 5 საინტერესო ფაქტი ყველაზე ცნობისმოყვარულთათვის* ჩუმი, სახიფათო და ყველაზე დიდი გველი მსოფლიოში* 25 საოცარი ფოტო, ფოტოშოპის გარეშე* რატომ არის ლომი "ცხოველთა მეფე"? – კითხვაზე პასუხი* ქალმა კვერცხი იპოვა და საკუთარ სხეულზე 35 დღე ატარა...* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ463 4-ს მოსწონს
|