სხვა ყველაზე უცნაური ტომი მსოფლიოში 2019, 14 ნოემბერი, 9:44 პირაჰანის ტომის ინდიელები საკუთარ შვილებსაც კი ვერ ითვლიან და არა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჰყავთ, არამედ, უბრალოდ, – თვალა არ იციან. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე 7 ათასზე მეტი ენა არსებობს და მათგან 40 ყველაზე გავრცელებულია, შეიძლება ითქვას, რომ პლანეტის მოსახლეობის 99% მეტყველება საღ აზრს ექვემდებარება და მართალია, განსხვავებული სიტყვებით, მაგრამ ერთნაირად საუბრობს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლთა «საღი აზრის» გაგება, კარდინალურად განსხვავდება საყოველთაოდ მიღებული საღი აზრისგან... გაიცანით: პირაჰანის ტომი. ლოკაცია – ბრაზილია, ამაზონის ჯუნგლები. რაოდენობა – დაახლოებით, 500 კაცი.ენის უნიკალურობა: მათ ენაში არც ფერის აღმნიშვნელი სიტყვები არსებობს. თუმცა, ლინგვისტები ფიქრობენ, რომ პირაჰანები ფერებში შავს, თეთრს, წითელს და მწვანეს მაინც არჩევენ, რისთვისაც რამდენიმე სიტყვის კომბინაციას იყენებენ: მაგ., შავი – როგორც ჭუჭყიანი სისხლი არის. ხოლო, თეთრი – როდესაც ჩანს. ამ ხალხს არ გააჩნია დროის ცნება. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს წარსულს და მომავალს... და ამიტომ, მათ ენაში არც შესაბამისი გრამატიკული კატეგორია არსებობს. მათ არ სწამთ ღმერთის და შესაბამისად, არ გააჩნიათ ღმერთის და ნებისმიერი სხვა ზებუნებრივი არსებების ცნება, – არანაირი შამანები და წინაპართა სულები. არ გააჩნიათ ლეგენდები და მითები. მათთვის უმთავრესი თავისუფლებაა, ხოლო რელიგია, როგორც თავად ამბობენ, გარკვეულ მორჩილებას და შიშს მოითხოვს. ამერიკელმა მისიონერმა დ. ევერეტმა (Daniel L. Everett) 25 წელი იცხოვრა მათთან. მაგრამ, ვერც ერთი პირაჰანელის რწმენაზე მოქცევა ვერ შეძლო და უფრო მეტიც, თავადაც ათეისტი გახდა. პროფესიით ლინგვისტმა, ანაფორა გაიხადა და სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო. ის ამაზონში პერიოდულად ბრუნდებოდა და ინდიელთა ტომის შესწავლას აგრძელებდა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან – 2009 წლამდე, მეცნიერმა არაერთი საველე ექსპედიცია ჩაატარა და ამ ადამიანების შესახებ ბევრი რამ შეიტყო. როგორც ის აღნიშნავს, ამ ტომის ადამიანები უშფოთველად ცხოვრობენ და ამგვარი ყოფით, სრულიად კმაყოფილები არიან. სოციოლოგების აზრით კი, ისინი ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან დედამიწაზე. მათ არა აქვთ დროის შეგრძნება და არასდრის აწყობენ სამომავლო გეგმებს. ისინი მხოლოდ აწმყოში ცხოვრობენ და არც წარსულზე ფიქრით იკლავენ თავს. იმაზე, თუ რა გზა გაიარა ტომმა, ვინ იყო მათი ბელადი, 40–50 წლის წინ, ან იყო, თუ არა ვინმე – დღეს უკვე ვერავინ გაიგებს. არანაირი კოლექტიური მეხსიერება, არანაირი მოგონებები გუშინდელ დღეზე, – რაც იყო, – იყო და რაც იქნება – იქნება, – ამბობენ პირაჰანები. ამ «ბედნიერ» ადამიანებს დღე–ღამეში მხოლოდ 4 საათი სძინავთ, რადგან თვლიან, რომ ძილი მათ სიცოცხლის ძვირფას დროს ართმევს: სიცოცხლე მეტისმეტად მოკლეა, რომ ის ძილზე დავხარჯოთ – თვლიან ისინი. როგორც მეცნიერები ფიქრობენ, მათი ენა და კულტურა პალეოლითის გადმონაშთი არ არის. ეს ტომი ათასი წლის მანძილზე, სრულ იზოლაციაში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხების რეგრესის ტიპური ნიმუშია და როგორც ინგლისელები ამბობენ: If you don’t use it, you lose it (რასაც არ იყენებ – იმას დაკარგავ). საკუთარი განდეგილობით, ამ ტომმა ბევრი რამ დაკარგა... მათგან განსხვავებით, ყველაზე მიყრუებულ ადგილებში მცხოვრებ აფრიკულ ტომებშიც კი, დათვლაც იციან და ფერებსაც არჩევენ. 3260 2-ს მოსწონს
|