სხვა "ეს რა თვიურია?" - ამერიკაში იუმორისტის უკბილო ხუმრობამ უკრაინაში დახოცილ ქალებზე სკანდალი გამოიწვია (ვიდეო) 2022, 14 აპრილი, 18:05
სკანდალის ცენტრში მოექცა რუსეთში მოღაწე ყაზახი სტენდ-აპ კომიკოსი ნურლან საბუროვი.
სან-ფრანცისკოში სპექტაკლის დროს საბუროვს სცენაზე აუვარდა უკრაინელი მხატვარი იულია კოსივჩუკი, რომელსაც წითლად მოთხვრილი თეთრი კაბა ეცვა.თავისთავად ახალგაზრდა ქალის ეს პერფორმანსი უკრაინაში დახოცილი მოქალაქეების სისხლს განასახიერებდა. იმ მომენტში, როდესაც დაცვამ გოგონა სცენას მოაცილა საბუროვმა "ხუმრობით" ჩაილაპარაკა: "მაპატიეთ, ეს რა თვიურია? რა ხდება?" ..დარბაზში გაეცინათ.. დაცვამ კოსივჩუკი დარბაზიდან გაიყვანა, მაგრამ შენობის გარეთ ის დაცვას ხელიდან გაუსხლტა და პოლიციის გამოძახება ითხოვა. მოგვიანებით კოსივჩუკმა "ინსტაგრამზე" დაწერა, რომ საბუროვის რეპლიკის შემდეგ დარბაზი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დატოვა. დამსწრეთა უმრავლესობა კონცერტზე დარჩა. შეერთებულ შტატებში უკრაინული დიასპორის მიმართვის შემდეგ, საბუროვის მორიგი კონცერტი ჩიკაგოში გაუქმდა. ეს არ არის პირველი სკანდალი კომიკოსის სპექტაკლებზე. მანამდე ლოს-ანჯელესში, კონცერტის დროს, მაყურებელი აღაშფოთა მისმა დუმილმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. შემდეგ საბუროვმა განმარტა, რომ ეშინია უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. 641 2-ს მოსწონს
|