რელიგია პატრიარქის სტიქაროსანი დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს 2022, 13 აპრილი, 20:26 პატრიარქის სტიქაროსანი, 30 წლის გიორგი ბულია დღეს დილით, ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. ბულია ქართულ ვებ ჰოსტინგ პროვაიდერულ კომპანიაში – HoneyHost მუშაობდა.იგი აქტიურად უზიარებდა ქართველ დეველოპერებს ვაკანსიებს, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ არსებულ კომპანიებში. წინასწარი მონაცემებით პატრიარქის სტიქაროსანის გარდაცვალების მიზეზი გული გახდა. "გუშინ ყველა მეგობარს ესიყვარულებოდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ქონდა, თითქოსდა გამომშვიდობება ჰქონდა...დილითაც კარგ ხასიათზე იყო, ხალისობდა და უცებ გავიგეთ, რომ გარდაცვლილა..კოვიდი ჰქონდა ახალი გადატანილი და შესაძლოა, სწორედ პოსტკოვიდმა გამოიწვია მისი გარდაცვალება"-აცხადებენ საპატრიარქოში. „ერთ საკლასო ოთახში გატარებული 12 ბედნიერი წელი და 1 უბედური წამი, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა იმქვეყნიურ სამყაროში სამუდამოდ გადაბარგებისათვის…" "გიორგი, ნათელში იყოს შენი სული! გიორგი, სიტყვები უძლურიააა მთელმაა ბავშვობამ თვალწინ გამირბინა და თითქოს დღეს მივხვდი, რომ არ გავზრდილვართ, ისევ იმ ბავშვობაში ვართ ჯანაშიას ქუჩაზე მენანებიიი ბულოო” "ახლა გავიგე ცუდი ამბავი პატრიარქის მეორე სტიქაროსანი გიორგი ბულია გულით გარდაიცვალა. ძაან დამწყდა გული ვუსამძიმრებ ოჯახს, უწმინდესს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს ვისაც გული დაწყვიტა გიორგის გასვლამ წუთისოფლიდან. უფალმა გაცხონოთ ახლა ორივე უფალთან ხართ მჯერა იქიდან ილოცებთ საქართველოსთვის“ -წერენ გიორგი ბულიას მეგობრები სოციალურ ქსელში. 560 2-ს მოსწონს
|