კულტურა გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი ფილმი "სათამაშოდან" 2022, 13 აპრილი, 17:44 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი მიშელ ბუკე, რომელიც ჩვენში ცნობილი გახდა უპირველეს ყოვლისა ფილმით "სათამაშო" გარდაიცვალა თეატრისა და კინოს ფრანგი მსახიობი მიშელ ბუკე. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იტყობინება. ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილი ფილმიდან "სათამაშო", სადაც პიერ რიშართან ერთად თამაშობს. იგი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომიკოსად სამშობლოში. მიშელ ბუკე დაიბადა 1925 წლის 6 ნოემბერს პარიზში. განათლება მიიღო დრამატული ხელოვნების ეროვნულ კონსერვატორიაში. 1944 წელს ბუკემ შეასრულა თავისი პირველი მთავარი როლი თეატრში, ხოლო სამი წლის შემდეგ დაიწყო მისი კინოკარიერა. საფრანგეთში ბუკე პოპულარული მსახიობი იყო, იგი ფილმებში და დადგმებში 2020 წლამდე თამაშობდა. თუმცა მისი პოპულარობის პიკი 1960-იანი წლებში დგება, რა დროსაც მან ფრანგული "ახალი ტალღის" ისეთი რეჟისორების მნიშვნელოვან ფილმებში ითამაშა, როგორებიც არიან ფრანსუა ტრიუფო და კლოდ შაბროლი. ბუკემ შექმნა ფსიქოლოგიურად რთული დასამახსოვრებელი პერსონაჟები ისეთ სურათებში, როგორებიცაა ტრიუფოს "პატარძალი შავებში" და "სირენა მისისიპიდან", ასევე შაბროლის ფილმებში „მოღალატე ცოლი“, „დაღამებამდე“, „ქათამი ძმარში“ და სხვა. 1982 წელს ბუკემ ითამაშა ჟავერის დასამახსოვრებელი როლი რობერტ ოსეინის ფილმში "საბრალონი" (ვიქტორ ჰიუგოს ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია) ბუკე ორჯერ დაჯილდოვდა სეზარის კინოპრემიით, როგორც საუკეთესო კინომსახიობი.(2002 და 2006 წლებში) ასევე 1991 წელს ბუკეს მიიღო ევროპული კინოპრემია საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის და დევიდ დი დონატელოს ჯილდო საუკეთესო უცხოელი მსახიობისთვის ფილმში "გმირი-ტოტო. 2007 წელს ბუკეს გადაეცა კომანდორის ღირსების ლეგიონის ორდენი წოდება. ასევე ორჯერ აღებული აქვს მოლიერის სახელობის თეატრალური ჯილდო. 312 2-ს მოსწონს
|