x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
30 სახალისო ფაქტი ცხოველების შესახებ

1. ზღვის წავს, წინამხრის ქვეშ, პატარა ჯიბე აქვს, რომელშიც საკვებს ან საყვარელ კენჭებს ინახავს.

2. ციყვები, ყოველწლიურად, ათასობით ახალ მუხას რგავენ, რადგან ავიწყდებათ, რკოს სად ინახავენ.

3. ხვადი ლეკვი, ძუ ლეკვთან თამაშისას, ხშირად მოწინააღმდეგეს გამარჯვების ნებას აძლევს, თუნდაც, ფიზიკური უპირატესობა ჰქონდეს.

4. კუს უკანალით სუნთქვა შეუძლია.

5. ჩინეთში პანდას მოკვლა, სიკვდილით ისჯება.


image


6. პინგვინებს, როდესაც თავიანთ რჩეულებთან შეწყვილების წინადადებით მიდიან, თან კენჭები მიაქვთ.

7. ვაშინგტონის ერთ-ერთ ციხეში, აგრესიულ კატებს, რომლებსაც არაკეთილგანწყობის გამო, ოჯახში მოხვედრის შანსი არა აქვთ, პატიმრები სოციალიზირებაში ეხმარებიან. უკონტროლო ქცევის გამო, ასეთ კატებს, ჩვეულებრივ სასიკვდილო ინექციას უკეთებენ. მაგრამ, აღნიშნულ ციხეში მოხვედრის შემდეგ, ცხოველები მათდამი გამოვლენილ სიყვარულს გრძნობენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათი დამოკიდებულება ადამიანებისადმი იცვლება და ოჯახში მოხვედრის შანსი უჩნდებათ.

8. იაპონური მაკაკები, სწრაფი კვების სავაჭრო აპარატებში, საკვების შესაძენად, მონეტებს იყენებენ.

9. ედინბურგის (შოტლანდია) ზოოპარკის ბინადარი სამეფო პინგვინი, მეტსახელად, ნილს ოლავი, ნორვეგიის არმიის თილისმა და გვარდიის საპატიო წევრი, ჯერ კიდევ, 1972 წ. გახდა (პინგვინი მათ იშვილეს და მასზე ზრუნავენ). როდესაც პინგვინი მოკვდა, ის სხვა თილისმა–პინგვინით შეცვალეს, სახელი კი, იგივე დაუტოვეს. 2005 წელს ახალმა თილისმამ საპატიო პოლკოვნიკის წოდება მიიღო. ხოლო, 2008 წ. უკვე ნილს ოლავ III რაინდის წოდება უბოძეს.

10. ძროხებს ჰყავთ საუკეთესო მეგობრები, რომლებთანაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ.


image


11. ვიდრე ბარტყი გამოიჩეკება, მას დედასთან და სხვა ბარტყებთან ურთიერთობა, სპეციალური ბგერებით, კვერცხის ნაჭუჭიდან აქვს.

12. შვედეთში არის შეჯიბრი, რომელშიც კურდღლები ხტომაში ეჯიბრებიან (თოკზე გამობმული კურდღლები, სპეციალურად მოწყობილ მოედანზე, ბარიერებზე ხტებიან) და მას კანინჰოპნინგი (Kaninhoppning) ჰქვია.

13. ზოგიერთ ქვეყანის ციხეში, სპეციალური პროგრამა მოქმედებს: პატიმრები უსინათლოებისთვის ე. წ. ასისტენტ ძაღლებს წვრთნიან. პროგრამაში მონაწილე ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ ამ საქციელით, ისინი ცოდვების მონანიებას ცდილობენ.

14. დელფინები ერთმანეთს სახელებს არქმევენ.

15. ტუპიკები (ლათ. Fratercula arctica), იგივე ზღვის თუთიყუშები, ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებენ. არჩევანის გაკეთების შემდეგ, ისინი ბუდეს ციცაბო კლდეებზე იკეთებენ და მასთან ახლოს, ტუალეტებსაც იწყობენ.


image


16. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძროხები უფრო მეტ რძეს იძლევიან, როდესაც სარელაქსაციო მუსიკას უსმენენ. მაგრამ, უფრო მეტს მაშინ იწველიან, როდესაც R.E.M ჯგუფის სიმღერას – Everybody hurts-ს ან „ლუ“ რიდის Perfect day უსმენენ.

17. ხამანცკას სქესის შეცვლა იმის მიხედვით შეუძლია, თუ იმ მომენტისთვის, ვისთან აწყობს შეჯვარება.

18. ზამთარში იაპონური მაკაკები გუნდაობით ერთობიან.

19. ზღვის ცხენები, ისევე, როგორც ხმელეთის ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი, ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ ერთ პარტნიორს ირჩევენ და დაწყვილების შემდეგ, გადაადგილებისას, კუდებით ეჭიდებიან, რომ ერთმანეთი არ დაკარგონ.

20. ითვლება, რომ ქუოკა ყველაზე ბედნიერი ცხოველია, რადგან ის ყოველთვის იღიმის.


image


21. ტირანოზავრ რექსის უახლოესი შთამომავალი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია – ქათამია.

22. იხვის ჭუკი დედად მას თვლის, ვისაც კვერცხიდან გამოჩეკიდან, პირველ 10 წუთში დაინახავს.

23. 1932 წელს ემუს ავსტრალიის არმია დაუპირისპირდა და ომი სირაქლემებმა მოიგეს.

გასული საუკუნის 20–იანი წლების ბოლოს, ავსტრალიის კონტინენტზე ძალიან გამრავლდნენ სირაქლემები, რომლებიც ფერმერების მეურნეობებს თავს ესხმოდნენ და ზარალს აყენებდნენ. პრობლემის მოგვარება არმიას დაევალა. მაგრამ, საქმე იმაში იყო, რომ ჭკვიანი ფრინველები სამხედროებთან ის ახლოს არ მიდიოდნენ, რომ ტყვია მოხვედროდათ. ხოლო, როდესაც ტყვიამფრქვევი სამხედრო მანქანაზე დადეს და ფრინველებს გამოუდგნენ, აღმოჩნდა რომ, სირაქლემები უფრო სწრაფად დარბოდნენ, ვიდრე მანქანა მოძრაობდა. საომარი დაპირისპირების დროს, მხოლოდ 20 სირაქლემა დაიღუპა...

24. ახალდაბადებული პანდა თაგვზე ნაკლებს იწონის.

25. turritopsis nutricula სახეობის მედუზა — ერთადერთი ცნობილი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც მარადიულად შეუძლია იცოცხლოს.



image


26. ყვავები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ერთმანეთთან ხუმრობა შეუძლიათ.

27. პეპლები გემოს ფეხებით გრძნობენ.

28. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თხებს, ისევე როგორც ადამიანებს, საცხოვრებელი რეგიონების მიხედვით, აქცენტები აქვთ.

29. კატები თავის ნდობას პატრონებისადმი, ადამიანის სხეულზე შუბლის მიდებით გამოხატავენ.

30. ციყვები სხვა ციყვების შვილებს იყვანენ, თუ ისინი, რაღაც მიზეზის გამო, მიტოვებულები აღმოჩნდნენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 3 ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ, რომლებზეც ნაკლებად საუბრობენ

* თინისი – გაერთიანებული ეგვიპტის პირველი დედაქალაქი

* როგორ ცდილობდნენ სტალინის მოკვლას?

* 20 ფაქტი ცხოველებზე, რომელიც ნებისმიერს გააკვირვებს და ყველაზე უნიკალური გარეგნობის ცხოველები

* მან ამ პროექტს ცხოვრების 6 წელი მიუძღვნა... თუმცა, ნამდვილად ღირდა!

* მან 1 ადამიანის გამო, 1, 7 მლნ. ამოწყვიტა – 10 გამაოგნებელი ფაქტი ჩინგიზ-ყაენის შესახებ

* მხოლოდ ვიზაჟი და არანაირი "პლასტიკა"

0
327
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0