ახლახანს ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე ფანებს ამცნო, რომ ორსულადაა თავისი ქმრის, სემ ასგარისგან. მომღერლისთვის ეს მესამე შვილი იქნება, ასგარისთვის კი ირველი.
“მაუიში სამოგზაუროდ წასასვლელად ძალიან დავიკელი წონაში, მაგრამ მერე ისევ მოვიმატე. ვიფიქრე: „ღმერთო, რა დაემართა ჩემს მუცელს?“. ჩემმა ქმარმა მითხრა: "ორსულად არ ხარ, სულელო!". ასე რომ გავიკეთე ორსულობის ტესტი და ბავშვი მეყოლება!"
ბრიტნიმ აღიარა, რომ ღელავს თავისი ჯანმრთელობის გამო, ამიტომ საზოგადოებაში გამოსვლისგან თავს შეიკავებს.
“ახლა სახლიდან ხშირად არ გავალ, რადგან პაპარაცები ჩემი სურათების გადაღებით ფულს შოულობენ, ამას სამწუხაროდ ადრეც აკეთებდნენ"
გარდა ამისა, მომღერალი წუხს, რომ ისევ პერინატალური დეპრესიის წინაშე აღმოჩნდება, როგორც წინა ორსულობის დროს და იმედოვნებს, რომ იოგას დახმარებით გაუმკლავდება მას.
ბრიტნის ორსულობა დაადასტურა სემ ასგარიმაც:
“ქორწინება და ბავშვები სიყვარულით და პატივისცემით სავსე ძლიერი ურთიერთობების ბუნებრივი ნაწილია. მამობა არის ის, რასაც ყოველთვის მოუთმენლად ველოდებოდი და ამას მსუბუქად არ ვუყურებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც კი ოდესმე გამიკეთებია"
მომღერალს უკვე ჰყავს ორი ვაჟი ყოფილი მეუღლისგან, მოცეკვავე კევინ ფედერლაინისგან, ჯეიდენი და შონი.
ბრიტნი სპირსი დიდხანს საუბრობდა ისევ დედობის სურვილზე, მაგრამ ამის საშუალება არ ჰქონდა, რადგან მამამისის მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა, რომელმაც დაორსულება აუკრძალა - მას იძულებით გაუკეთეს კონტრაცეპტიისთვის სპირალი.
ბიტნი მეურვეობის ქვეშ 2008 წელს მოექცა ნერვული აშლილობის შემდეგ და გასულ შემოდგომაზე სასამართლომ მომღერალი ოფიციალურად გაათავისუფლა მამის, ჯეიმს სპირსის მეურვეობიდან.