x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 ფაქტი ცხოველებზე, რომელიც ნებისმიერს გააკვირვებს და ყველაზე უნიკალური გარეგნობის ცხოველები
1. მიქსინები

წყლის ჭიები მიქსიმები — ცხოველთა სამეფოს ერთადერთი წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ენაზე კბილების 2 რიგი აქვს. ეს საკმაოდ ლამაზი ჭიები 70 სმ–მდე სიგრძის იზრდებიან და თევზების შინაგანი ორგანოებით იკვებებიან.


2. მტაცებლები
მტაცებლებს და მათ შორის შინაურ კატებსაც, თვალები სახის წინა მხარეს აქვთ განლაგებული, რომ პოტენციური ნადავლი მალე დაინახონ. ბალახისმჭამელებს კი, თვალები გვერდებზე აქვთ, რომ მათკენ მომავალი მტაცებელი შენიშნონ და თავს უშველონ.


3. ირემიimage


ყოველწლიურად ფინეთში, საავტომობილო გზებზე 4000–მდე ირემი იღუპებოდა. მაგრამ, ახლა ეს წარსულში დარჩა... მოხერხებულმა მეტყევეებმა ირმის რქების დამუშავება სინათლის ამრეკლავი ხსნარით დაიწყეს და ათასობით ცხოველი გადაარჩინეს.


4. პანდა
პანდებს დასაძინებლად, სპეციალური ადგილი არ აქვთ — ისინი იქ იძინებენ, სადაც დაღლილობის მომენტში აღმოჩნდებიან.


5. დელფინი
ძილის დროს, დელფინი აქეთ–იქით ღია თვალით იყურება და ამასთან, ტვინის «მორიგე» ნახევარსფეროთი, არსებულ სიტუაციას აანალიზებს!


6. ალბატროსიimage


ალბატროსს, ფრენის დროს, ძილი შეუძლია. მისი ტვინი ისევე მუშაობს, როგორც დელფინის: ფრენისას ალბატროსი, თავის ტვინის ერთ ნახევარფეროს ასვენებს, მეორე კი, აკონტროლებს, რომ ფრინველი ჰაერში გაჩერდეს და არაფერს შეეჯახოს.


7. ზღვის წავი
ძილის დროს, ზღვის წავები დინებამ რომ არ წაიღოს, ისინი ერთმანეთს თათებით იჭერენ.


8. ზღვის გოჭი
შვეიცარიული კანონმდებლობით, არ შეიძლება სახლში მხოლოდ ერთი ზღვის გოჭის შენახვა, რადგან ისინი — ძალიან სოციალური ცხოველები არიან და მარტო ყოფნის შემთხვევაში, თავს ძალიან უბედურად გრძნობენ. ხოლო, წყვილიდან, ერთ–ერთი ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, პატრონმა მას ახალი მეგობარი უნდა მიუყვანოს.


9. რვაფეხა

რვაფეხას მართკუთხედის ფორმის თვალის კაკალი აქვს. ხოლო, მისი თვალის ხედვის კუთხე 340 გრადუსს შეადგენს (შედარებისთვის, ადამიანის ხედვის კუთხე — 190 გრადუსია). გარდა ამისა, მას ხმელეთზე სიარული შეუძლია და ეს კარგადაც გამოსდის:




10. თაგვი
ნიუ-მექსიკის შტატში თაგვმა სახლი გადაწვა. თუმცა, ეს განზრახ არ გაუკეთებია. უბრალოდ, სახლის პატრონმა ის ბუხარში შეაგდო, ხოლო თაგვი იქიდან გამოვარდა და ცეცხლის ალი მთელს სახლს მოსდო.


11. ღორი
XX საუკუნის დასაწყისში, გერმანიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ ფრიზიაში (რეგიონი გერმანიაში) მცხოვრებ დანიელებს, დანიური დროშის აღმართვა და გამოფენა აუკრძალა. ამის საპასუხოდ, მათ ღორის ჯიში გამოიყვანეს, რომელიც საეჭვოდ ჰგავდა მათ დროშას. ხოლო, ეჭვი გასაქარწყლებლად, ღორის ახალ ჯიშს – «დანიის საპროტესტო ღორი» დაარქვეს.


12. პავიანიimage


როდესაც ეიტენჰაჰეს (ქ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში) რკინიგზის მეისრემ ჯეიმს უაილდმა, უბედური შემთხვევის გამო, ფეხები დაკარგა, გადაწყვიტა, რომ მას სამუშაოს ვერავინ წაართმევდა. მამაკაცმა, რომელიც იძულებული გახდა ინვალიდის ეტლში ჩამჯდარიყო, პავიანი "ჯეკი" მოიშინაურა და მას ბრძანების შესაბამისად, ისრების შეცვლა ასწავლა. "ჯეკმა" ჯეინსთან 9 წელი იმუშავა და ამ ხნის მანძილზე, შეცდომა არასდროს დაუშვია.


13. პანდა

პანდის ორი სახეობიდან, დიდი პანდა დათვია. ხოლო, პატარა (წითელი პანდა) — ენოტი.


14. კოალა

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან, მხოლოდ კოალას და ადამიანს აქვს თითის ანაბეჭდები.


15. ჟირაფიimage


ჟირაფი ფეხზე დგომით მშობიარობს და ბოჟიკი (ჟირაფის შვილი) 2 მ. სიმაღლიდან მიწაზე ენარცხება.


16. კოალა
კოალები ევკალიპტის ტყეებში ბინადრობენ. ისინი ხეებზე ცხოვრობენ — იქ ჭამენ, სძინავთ და მრავლდებიან.
კოალა დიდი ნაყოფიერებით არ გამოირჩევა. ახალდაბადებული კოალა 15-18 მმ-ია, ხოლო მასა – 5, 5 გრ. შეადგენს და რომ არა ევკალიპტის ძლიერი არომატი, ეს ცხოველები დიდი ხნის წინ გადაშენდებოდნენ. მტაცებლები მათ სწორედ ამ სუნის გამო არ ემტერებიან.


17. ცელნამგალა ვეშაპი
ცელნამგალა ვეშაპი, დელფინის ნათესავია, მაგრამ ზვიგენს თავისუფლად უმკლავდება!


18. ოპოსუმიimage


შეშინებული ოპოსუმი წვება, თვალებს ხუჭავს, ცხვირიდან სისხლი სდის და თავს იმკვდარუნებს. ხოლო, როდესაც საფრთხე ჩაივლის, ის ჯადოსნური გზით, ცოცხლდება.


19. ზარმაცა
ზარმაცი მიწაზე უსაქმოდ არასდროს ჩადის და გამუდმებით ხის ღეროზეა ჩახუტებული. მაგრამ, 2 კვირაში ერთხელ, ბუნებრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ის ხიდან მაინც ეშვება.


20. კოიოტი
კოიოტი და ამერიკული მაჩვი — ერთად ნადირობის დიდი მოყვარულები არიან. მათი მიზანი — მდელოს ძაღლები არიან, რომლებიც სასიკვდილო წყვილის ერთად დანახვისთანავე, სოროში ძვრება. მაჩვი მის კვალს მიჰყვება და საცოდავ ცხოველს სოროდან, პირდაპირ კოიოტთან აგდებს.


და ბოლოს, ყველაზე უნიკალური გარეგნობის 15 ცხოველი:


1. ხოხლაჩიimage


2. ხის კენგურუimage


3. ბატკანძერიimage


4. საიგაimage


5. ევროპული პროტეუსი — ფეხებიანი გველი!image


6. როქსელანი რინოპიტეკიimage


7. განგის გავიალიimage


8. ცხვირა მაიმუნიimage


9. პალმის ქურდი — უზარმაზარი კიბორჩხალა, რომლის სიგრძე 40 სმ–ს აღწევს, ხოლო მასა, 4 კგ. შეიძლება იყოს.image


10. კაკაპო image


11. დიუგონიimage


12. ორნამენტული ტარანტულიimage


13. რქახრახნილი თხა image


14. ქუოკაimage


15. ოკაპიimage


image


imageimageimageimage





0
1221
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0