საბუნებისმეტყველო ქამელეონის ნამდვილი ფერი 2015, 24 სექტემბერი, 16:23 ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ქამელეონი ფერს გარემოს ფონის მიხედვით იცვლიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ქამელეონები ფერს იცვლიან, მაგრამ არა გარემოს გამო, არამედ იმისთვის რომ ერთმანეთს დაეკონტაქტონ. ფერის ცვლილებით, ისინი თავიაანთ მდგომარეობას გადმოსცემენ: აგრესიას, შეწყვილების სურვილს, მუქარას, სტრესს ან მშვიდ მდგომარეობას.
ფერის მართვის მექანიზმი დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ქამელეონის ფერის ცვლილება, კანის წანაზარდოვან უჯრედებში, ფერის პიგმენტების გადაადგილებით ხდებოდა. მაგრამ, ჟენევის უნივერსიტერის მკვლევარებმა, პიგმენტური უჯრედების კანის ქვეშ, უჯრედების კიდევ ერთი ფენა აღმოაჩინეს, რომელიც ბადისებურად განლაგებულ ნანოკრისტალებს შეიცავს. აღმოჩნდა, რომ ქიმიური შენაერთების ზეგავლენით, ეს კრისტალები მართვადი ხდება. როდესაც კრისტალებს შორის მანძილი იცვლება, იცვლება ქამელეონის შეფერილობაც: სპექტრის ლურჯი ფერიდან - მწვანემდე და შემდეგ — წითლამდე.
დამორჩილება: როდესაც ქამელეონს უნდა თანამოძმისათვის არააგრესიული განწყობილების ჩვენება — მაგ., წაგებული ბრძოლის შემდეგ, — ამ დროს, მუქი ფერის მელანინის პიგმენტები, კანის ზედა ფენებში ინაცვლებს. ქამელეონზე დაცემული სინათლის სხივი მთლიანად (ან თითქმის მთლიანად) შთაინთქმება და ქამელეონი მუქი ფერის ხდება. სიმშვიდე: ქამელეონის ჩვეულებრივი ფერი მწვანე ან რუხია. მწვანე და ლურჯი ფერები მჭიდროდ დაპრესილი ნანოკრისტალებიდან აირეკლებია, ხოლო წითელი და ყვითელი პირიქით, შთაინთქმება. აღგზნება: ქამელეონის ღია ფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის აგრესიულად არის განწყობილი ან რომ მზად არის შეწყვილებისთვის. როდესაც ცხოველი ამ მდგომარეობაშია, ნანოკრისტალები აქეთ-იქით იწევა და კანიდან წითელ, ყვითელი და ნარინჯისფერი სინათლის ტალღები აირეკლება.
434 3-ს მოსწონს
|