კონფლიქტები ვინ არის ქართველი სამხედრო, რომელიც დაჭრილი რუსი ჯარისკაცის დახვრეტაში მონაწილეობდა?(ვიდეო) 2022, 8 აპრილი, 10:51 ![]() ამ უკანასკნელმა გამოცემამ საკუთარი გამოძიებაც კი ჩაატარა და დაასკვნა შემდეგი რამ: 1)გადაღების ადგილი-ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს მოხდა კიევის დასავლეთით, სოფელ დმიტროვკასთან, მთავარ გზაზე. ეს გზატკეცილი აკავშირებს დმიტროვკას ირპენთან და ბუჩასთან. ვიდეოზე გადაღებული სიტუაცია შეესაბამება გზის იმავე მონაკვეთის Google Street View-დან გადაღებულ სურათს. ![]() 2)გადაღების დრო- ზუსტი თარიღი ბოლომდე არ ვართ დარწმუნებული, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ სროლა შუადღისას განხორციელდა – ამას მოწმობს გზაზე ჩრდილების მდებარეობა. ამ ვიდეოს პირველი ვერსია, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ სოციალურ ქსელებში, იქ გამოჩნდა 30 მარტის დილით, ანუ თავად გადაღება განხორციელდა 29 მარტის შუადღეს ან უფრო ადრე. 3)ნამდვილად რუსის ჯარიკაცია?-ამის მტკიცბეულებას თავად ვიდეოში ნათქვამი ფრაზა იძლევა ცხედრების თავზე მდგარი ერთ-ერთი ჯარისკაცი ამბობს: „აი ისინიც, რუსული ჯარის დამცველები“. გარდა ამისა, კადრებში ჩანს მიტოვებული ჯავშანტექნიკა, რომლებსაც გვერდზე ასო V აქვს მიხატული - ეს არის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც რუსულ ტექნიკაზე მიუთითებს. ![]() 4)ნამდვილად უკრაინელები არიან?-ზოგიერთის სამხედრო ფორმაზე ჩანს ცისფერი სამკლაური და შევრონები უკრაინის დროშით, რაც უკრაინული ძალების გამორჩეულ ნიშანს წარმოადგენს. თუმცა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება. ვიდეოში ჯარისკაცები რუსულად საუბრობენ, მაგრამ უკრაინის მხარეზე ბევრი რუსულენოვანი იბრძვის. ![]() თუმცა გამოცემა 360tv.ასახელებს მათ ვინაობას, მათი თქმით ორ უკრიანელთან ერთად ეს არის ქართული ლეგიონის მებრძოლი თეიმურაზ ხიზანიშვილი, რომელიც ხშირად იყო შემჩნეული მიხეილ სააკაშვილის გვერდით. ![]() 901 3-ს მოსწონს
|