x
image
თორ ნიკე
Mediator image
გაუტენგელი ადამიანი
გაუტენგელი ადამიანი


გაუტენგელი ადამიანი / ჰომო გაუტენგენზისი (Homo gautengensis) არის ამართული ადამიანის სახეობა, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1977 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სტერკფონტეინის გამოქვაბულში, ქალაქ იოჰანესბურგთან ახლოს. მისი სახელი მომდინარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთი პროვინციის - "გაუტენგი"-ს დასახელებიდან, რაც სოთო-ცვანას ენაზე "ოქროს ადგილს" ნიშნავს. ცალკე სახეობად მისი მოხსენიება შემოგვთავაზა ბიოლოგიურმა ანთროპოლოგმა დარენ ქარნოუმ. აღნიშნული ნამარხები ადრე მიიჩნეოდა ჰომო ჰაბილისის, ჰომო ერგასტერის და ზოგიერთ შემთხვევაში ავტრალოპითეკის ნამარხებად, მაგრამ ქარნოუ ამტკიცებს, რომ გაუტენგელი ადამიანი არის ჰომოს გვარის დღემდე აღმოჩენილთა შორის უძველესი სახეობა (Darren Curnoe, 2010). გაუტენგელი ადამიანის ნამარხები მოიცავს ნაწილობრივ შემონახულ თავის ქალას, რამდენიმე ყბას, კბილებს და სხვა ძვლებს, რომლებიც ნაპოვნი იქნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გამოქვაბულში. უძველესი ნიმუშები არის სვატკრანსიდან და თარიღდება 1, 9 - 1, 8 მილიონი წლით. სტერკფონტეინის ნიმუში კი 1, 8 - 1, 5 მილიონი წლისაა, გონდოლინის გამოქვაბულის ნიმუშების 1.8 მილიონი წლით დათარიღდა. ყველაზე ახალგაზრდა ნიმუშებიც სვარტკრანსის გამოქვაბულიდანაა - 1.0 - 0.6 მილიონი წლის წინანდელი.


ქარნოუს აღწერით გაუტენგელ ადამიანებს ჰქონდათ დიდი კბილები, მცენარეული მასალის შესაბამისად საღეჭად. ჰქონდა მცირე მოცულობის ტვინი, მიირთმევდა უმეტესად მცენარეულ საკვებს და ნაკლებად ხორცეულს, ჰომო ერექტუსის, საპიენსის და ჰაბილისისგან განსხვავებით. როგორც ჩანს ის ამზადებდა ქვის იარაღებს და შესაძლოა ცეცხლსაც კი აჩენდა ხელოვნურად, რადგან არსებობს მტკიცებულება დამწვარი ცხოველების ნაშთების სახით მათ საცხოვრებელ გამოქვაბულებში. სიმაღლით საშუალოდ ეს ადამიანები 90 სანტიმეტრს აღწევდნენ, წონით დაახლოებით 50 კილოგრამს. მიწაზე ყოფნისას დადიოდნენ ორ ფეხზე, თუმცა დიდ დროს ატარებდნენ ხეებზე. გაუტენგელი ადამიანი ხეებს იყენებდა მტაცებლებისგან თავდაცვისთვის, ასევე საკვებად და დასაძინებლად. მას დიდი ალბათობით არ ჯერ კიდევ არ ჰქონდა სასაუბრო ენა და არ ჰქონდა კარგი სამეტყველო უნარები.

გაუტენგელი ადამიანი იყო ჰომო საპიენსის ნათესავი, მაგრამ არა აუცილებლად პირდაპირი წინაპარი. ის ცხოვრობდა იმავე დროს და იმავე ადგილებში, სადაც ავსტრალოპითეკი სედიბა. ცხადია, ეს ავსტრალოპითეკი ბევრად უფრო პრიმიტიული იყო, ვიდრე გაიტენგელი ადამიანი. 2-დან 1 მილიონი წლის წინანდელ პერიოდში სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე გვერდიგვერდ თანაარსებობდა პროტო-ადამიანთა რამდენიმე გამორჩეული სახეობა (Groves 2010).



წყარო 1: Homo gautengensis - Wikipedia;

წყარო 2: Homo gautengensis - Bradshaw Foundation;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
149
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
149
  
2022, 26 აპრილი, 12:34
▶ გაუტენგელი ადამიანი / ჰომო გაუტენგენზისი (Homo gautengensis) - ჰომო ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა 1.9 - 1 მილიონი წლის წინ. აღმოაჩინეს 1977 წელს სამხრეთ აფრიკაში. გავრცელებული იყო აფრიკის კონტინენტზე. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 850 კუბურ სანტიმეტრამდე. საშუალოდ იზრდებოდნენ 90 სმ-მდე და იწონიდნენ 50 კილოგრამს.
0 1 1