x
"რუბლი კი მყარდება... პარადოქსია არა?" - რომან გოცირიძე
image

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქზე“ რუბლის გამყარების მიზეზებზე წერს და რუსეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავს.


"რუსეთს ეკონომიკური კრახი ემუქრება, რუბლი კი მყარდება. პარადოქსია არა? ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ვალუტის გამყარება ცუდი მოვლენების გამოძახილია, ვიდრე კარგის.


რუსული რუბლი მთლიანად დარეგულირებულია, როგორც გვიყვარს თქმა, “ხელოვნური კურსია”. უცხოური კაპიტალის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი რუსული კომპანიები და უცხოური კომპანიები ჩამოცილებული არიან სავალუტო და საფონდო ბაზარს. კაპიტალის გატანა აკრძალულია, ვალუტის გადარიცხვაზე მკაცრი კონტროლია დაწესებული და ლიმიტებია დადგენილი, ექსპორტიდან ამონაგები ვალუტის 80 პროცენტი აუცილებლად უნდა გაიყიდოს ბირჟაზე და რაც მთავარია, სანქციების გამო რუსეთის იმპორტი არნახულად შემცირდება( ანუ ვალუტის შეძენა არ დასჭირდებათ იმპორტიორებს). პლიუს, ნავთობზე და გაზზე მზარდი ფასები ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით უზრუნველყოფს მიმდინარე ანგარიშის დადებით სალდოს.


მოკლედ, “მყარი” რუბლის პირობებშიც იქნება სიღატაკე, ინფლაცია და ეკონომიკის ვარდნა, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური იზოლაცია.



რუსეთი არასდროს იქნება თუნდაც ის რაც იყო. პუტინი რომ მოკვდება, მერე რა იქნება, ამაზე ახლა არ მოვცდეთ:)“, - წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქზე“.


შეგახსენებთ, რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ რუსული რუბლი კვლავ გამყარდა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა.

0
1100
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
1100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0