x
რა 9 ნაბიჯს სთავაზობს მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის
image

“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში იმ დაუყოვნებელ ნაბიჯებზე წერს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად უნდა გადადგას.


"თუ გვინდა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუ გვინდა ხელიდან არ გავუშვათ არსებული შესაძლებლობები, თუ გვინდა ქვეყანას მივანიჭოთ ფუნქცია,

ამისათვის საჭიროა:


პირველი 9 ნაბიჯი!



1.თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიები გამოცხადდეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, გადაეცეს მსოფლიო წამყვან ლოჯისტიკურ კომპანიებს უსასყიდლოდ, საინვესტიციო ვალდებულებით და არსებული კომპანიები განთავისუფლდნენ 5 წლის განმავლობაში გადასახადებისგან, ხოლო ხელისუფლებამ უზრუნველყოს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის დაფინანსება;


2. სასწრაფოდ შემუშავდეს და მიღებულ იქნას კანონი სპეციალური IT პარკების შესახებ რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბების მიზნით;


3.სასწრაფოდ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი რეგულატორი კაპიტალის ბაზრისთვის და ჩამოშორდეს ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკს;


4.მიღებულ იქნას კანონი კომერციული პალატების შესახებ, გამოეყოს საერთო სასამართლო სისტემას სასამართლო ბიზნეს დავების გადასაწყვეტად.


5.მძლავრი ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდეს საფონდო ბირჟის ასამოქმედებლად და მომზადდეს სახელმწიფო კომპანიების აქციები ამ ბირჟაზე გასატანად;


6.საპენსიო ფონდის ნაწილი გამოყენებულ იქნას საფონდო ბირჟაზე საინვესტიციო ინსტრუმენტად;


7.ყველა ჰიდროელექტრო სადგური აშენდეს საერთაშორისო გზშ - ს მიხედვით და ადგილობრივი მოსახლეობის თანამესაკუთრეობის პრინციპით;


8.სახელმწიფო მორიგდეს ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორებთან საერთაშორისო დავის შეწყვეტაზე და ხელი შეუწყოს პროექტის სასწრაფოდ განხორციელებას. დაამტკიცოს იაპონური მთავრობის მიერ დაფინანსებული ანაკლიის ქალაქის გენგეგმა და ხელი შეუწყოს ამ პროექტის სწრაფ და ეფექტურ დასრულებას;


9.სასწრაფოდ მოხდეს აშშ -სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

3
124
2-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
124
  
2022, 17 აპრილი, 20:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 აპრილი, 16:31
რისი შემთავაზებელი ესაა, როცა ქართული ბრენდები :ბორჯომი, ლიკანი" და "მიტარბი" რუს ოლიგარქს მიყიდა და რუსული ბრენდი გახადა?
2022, 14 აპრილი, 13:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3