x
image
თეა კანდელაკი
"ზღაპრებს ყვებიან და აბოლებენ ხალხს" - რომან გოცირიძე

image
საქართველოს მთავრობა თბილისსა და გონიოში ფინანსური ცენტრების შექმნას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამ თემას „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

“გონიოში და თბილისის ზღვაზე ფინანსურ ცენტრს ავაშენებთო. ფინანსური ცენტრი ამათ მაღალი კორპუსები ჰგონიათ.

რა უნდა გონიოში ინგლისელს ან გერმანელს, კომპიუტერი არა აქვს, სახლიდან რომ ივაჭროს? რატომ უნდა იცხოვროს გონიოში და არა სტამბოლში? რას ვთავაზობთ ისეთს, რომლის გამოც იქით მოშლიან ბიზნესებს და აქეთ გადმოიტანენ?

რამდენი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა საქართველოში, სადაც ზღვაც არის, ცაც, მიწაც და ინტერნეტიც, სადაც გადასახადები თითქმის ნულია და მაინც არავინ შემოდის? რატომ?

ზღაპრებს ყვებიან და აბოლებენ ხალხს.:((“, - წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა თბილისსა და გონიოში ფინანსური ცენტრების შექმნას გეგმავს. ისინი დახმარებას გაუწევენ ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე ქვეყანას რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გადააქცევენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის ინფორმაციით, ერთ–ერთი ფინანსური ცენტრი შეიძლება გაჩნდეს თბილისის ზღვასთან, 110 ჰექტარ ფართობზე. ანალოგიური, მაგრამ უფრო მრავალფუნქციური ცენტრის შექმნა იგეგმება გონიოში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.

0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0