სიახლეები "ღამე და ციხეში გადაფორმებული ქონებები - თუ ვინმეს გჯერათ, რომ ბანკირს ციხეში ვინმე შეუშვებს..." 2022, 12 იანვარი, 10:23 ეკონომისტი ოთო აბესაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესს ეხმიანება, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან. „რამდენი ადამიანი ხართ საქართველოში ვინც TBC - თიბისი ბანკის დახმარებით (სესხით) იყიდეთ ბინა და ცხოვრობთ ბედნიერად, აიშენეთ აგარაკი, შეიძინეთ ავტომობილი ან რავიცი გამოიტანეთ განვადებით სმარტფონი, ან ტელევიზორი სადაც სიამოვნებით უყურებთ ფეხბურს? რამდენი ბიზნესი შეიქმნა ან გაფართოვდა თიბისი ბანკის ბიზნეს სესხით? რამდენს დაგჭირვებიათ თანხა და გისარგებლიათ სესხით ან საკრედიტო ბარათით? უხეში სტატისტიკა რომ მოვიშველიო ეკონომიკურად აქტიური, დასაქმებული მოსახლეობის მინიმუმ 40% ს უსარგებლია ან სარგებლობს თიბისი ბანკის სერვისით. ესეთია საფინანსო ინსტიტუტის პრინციპი მთელს მსოფლიოში. სესხს უნდა სწორი გამოყენება და მენეჯმენტი. აი ამ სისტემური 21-ე საუკუნის საფინანსო ინსტიტუტის შემქმნელი არის მამუკა ხაზარაძე, რომელიც ხვალ შესაძლოა დაიჭირონ სრული ეკონომიკური სიგიჟის გამო! მამუკამ და ბადრიმ გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ქართული საფინანსო სისტემა გაუთანაბრეს მსოფლიო სტანდარტს და როდესაც ეხლა ყველაზე მეტად ჭირდება ქვეყანას ეკონომიკური ჭაობიდან ამოსვლა ამ ადამიანებს დაჭერა ემუქრებათ! როგორც ეკონომისტი და როგორც რიგითი მოქალაქე ვუცხადებ სრულ სოლიდარობას ამ ადამიანებს. მამუკამ და ბადრიმ შექმნეს 21-ე საუკუნის ქართული ფინანსური სისტემა. არ მივიღებ არგუმენტებს: მაღალი საპროცენტო განაკვეთი (ამას ეროვნული ბანკი ადგენს და არა ბანკი) უსახლკაროდ დატოვებული ხალხი (ვალს გადახდა უნდა და თუ ვალს ქონების სანაცვლოდ იღებ მით უმეტეს) ვისაც ბანკი საქველმოქმედო ორგანიზაცია გონია, მისი ადგილი ძნელად მოიძებნება 21-ე საუკუნის ეკონომიკურ სამყაროში. ღამე და ციხეში გადაფორმებული ქონებები. თუ ვინმეს გჯერათ, რომ ბანკირს ციხეში ვინმე შეუშვებს გინდ ღამე და გინდ დღე, ეს უკვე სხვა რანგის დიაგნოზია P.S. პირველი იმან გააქილიკეთ ვისაც ფული გაგისესხებიათ, არ დაუბრუნებიათ და მერე გიჩუქებიათ! და თუ ეგეთები არსებობთ დარწმუნებული ვარ სახლ-კარის გარანტიით ბევრი გესესხებათ ფულს და რა პრობლემაა, მაინც არ მოთხოვთ და არ დაგიბრუნებენ“, - წერს ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. 1144 1-ს მოსწონს |
დურაკ:-)
ესეც არაფერი, რატომ გადააგდო სახელმწიფო და უცხოელი ინვესტორები ხაზარაძემ ანაკლიის პორტის ასაშენებლად!
პუტინმა შეუშალა ხელი მუშაობაში? შემოიყვანეს სულ 1 წლის დარეგისტრირებული კომპანია რომელსაც პორტების მშენებლობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა.