x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა არის ამერიკის მთავარი მიზანი? - გამოიყენოს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ?
image

მკვლევარმა, პლიმუტის უნივერსიტეტის შემეცნების ინსტიტუტის დოქტორანტმა ტი ჯეი კოულზმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იარაღად აქცია. ეს აზრი მან საინფორმაციო პორტალ The Grey Zone-სთვის გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში დააფიქსირა.



კოულზის აზრით შეერთებული შტატების მთავარი მიზანი უკრაინაში არის მათი მიტარიზაცია.

20 წელზე მეტია უკრაინის „გააფთრებული მილიტარიზაციას“ ახორციელებს და ძალისხმევას მიმართავს რუსეთის წინააღმდეგ. მისი აზრით, უკრაინაში მომხდარზე პასუხისმგებელი სწორედ ამერიკული მხარეა.



სტატიის ავტორმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში 2013-2014 წლებში, რის შემდეგაც ამერიკელი სამხედროები უკრაინის ჯარებს დასახლებულ პუნქტებში სამხედრო ოპერაციების ჩასატარებისთვის წვრთნიდნენ. მან უკრაინის მილიტარიზაციას „სრული სპექტრით დომინირების“ პარანოიდული სურვილი უწოდა.


მკვლევარმა დასძინა, რომ აშშ-ს ელიტა ღიად იყენებს უკრაინის მოქალაქეებს, "როგორც პაიკებს".

ვაშინგტონს აკლია ეფექტური საერთაშორისო დიპლომატია, ხოლო ქვეყანაში ომის საწინააღმდეგო მოძრაობა სუსტია – ამ და სხვა ფაქტორებმა მსოფლიო ბირთვული კატასტროფის პირას მიიყვანა. დასავლურმა საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს უკრაინის კრიზისის დასრულება, ასკვნის კოულზი.


ცოტა ხნის წინ ბრიატანელმა ჟურნალისტმა და მწერალმა გამოცემა პიტერ ჰიტჩენსმა Daily mail-ზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშა, რომ უკრაინაში მიდინარე საომარი მოქმედებები ეს არის ომი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რომ სწორედ ამ ორ ქვეყანას აწყობს იქ ომი დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით.(იხილე მბული)


შენიშვნა:ამერიკული გამოცემა The Gray zone -გამოირჩევა მარგინალიზიცმით და ავტორიტარული რეჟიმებისადმი სიმპატიით, ამიტომ ამ გამოცემაში გამოქვეყნებული მასალებს ხშირად ტენდეციურობის და სიცრუის ელფერი დაჰკრავს

0
287
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0