x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის ალტერნატიული ვერსიები
image

60 წლის წინ, 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში(შტატი ტეხასი) 12:30, -ზე ადგილობრივი დროით.აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი შაშხანიდან ნასროლი ტყვიით სასიკვდილოდ დაიჭრა, როდესაც ის და მისი მეუღლე ჟაკლინი საპრეზიდენტო ლიმუზინით გადაადგილდებოდა ელმის ქუჩაზე.პოლიციამ მალევე დააკავა ლი ჰარვი ოსვალდი, რომელიც დღემდე ითვლება პრეზიდენტის ოფიციალურ მკვლელად, თუმცა თავად ოსვალდი, ორი დღის შემდეგ, 24 ნოემბერს დალასის ციხეში გადაყვანის დროს ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბმა მოკლა, რამაც დღემდე მრავალი კითხვა დატოვა პრეზიდენტის მკვლელობის გარშემო, მათ შორის საკმაოდ დაუჯერებელი ვერსიებიც, ქვემოთ გაეცნობით სამ ალტერნატიულ ვერსიას.




შურისძიება



ზოგიერთი სერიოზულად თვლის, რომ ჯონ კენედი მოკლა ლეგენდარულმა ბეისბოლისტმა ჯო დი მაჯიომ. აქ სიუჟეტი ასეთია. მერილინ მონრო თავის მეორე ქმარზე, ჯოზეფ დი მა ჯიოზე მხოლოდ ცხრა თვის განმავლობაში იყო დაქორწინებული. თუმცა დი მაჯიო რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა მონროს ცხოვრებაში, რადგან მისი ქორწინება არტურ მილერთან დასრულდა. 1961 წლის 10 თებერვალს მან უზრუნველყო მონროს გათავისუფლება პეინ უიტნის ფსიქიატრიული კლინიკიდან . იგი შეუერთდა მას ფლორიდაში. ბიოგრაფის, მორი ალენის მიხედვით, დი მაჯიო წუხდა იმაზე, რომ მონრო დაუკავშირდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც, მისი აზრით, მისთვის ზიანის მოტანა შეეძლოთ; დი მაჯიომ სამსახური მიატოვა 1962 წლის 1 აგვისტოს, რადგან გადაწყვიტა მონროსთვის ხელახლა ცოლობა ეთხოვა.



5 აგვისტოს კი მერილინი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.ამ ისტორიაში დი მაჯიოს დაეკისრა ეჭვიანი შურისმაძიებელი მკვლელის როლი, ხოლო პრეზიდენტის ძმას, რობერტს, მკვლელის როლი, ქერა ლამაზმანის გაჩუმების მიზნით.

image

ფოტოზე: მონრო და დი მაჯიო


ამ თეორიის მხარდამჭერები იხსენებენ თეთრი სახლის ტელეფონის ნომერს, ჩანაწერი, რომელიც იპოვეს მსახიობის საწოლში მისი გარდაცვალების შემდეგ, და სიკვდილის შემდგომი ფოტოები, რომლებშიც თითქოს ჩანს, რომ ისინი ცდილობდნენ მონროს დახრჩობას. რობერტ კენედი ითვლება ბოროტ მკვლელად, რომელიც სპეციალურად გაემგზავრა ლოს-ანჯელესში, რათა საბოლოოდ დაერწმუნებინა მსახიობი, რომ პრეზიდენტს შეშვებოდა, მაგრამ მას არაფრის გაგება არ სურდა.



თუ პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, მაშინ ციხეში მოხვდებოდა


კენედის მკვლელობის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა სასწრაფოდ დადო ფიცი უშუალოდ თვითმფრინავის ბორტზე, რომლითაც მოგვიანებით მოკლულის ცხედარი გადაასვენეს. ამ ვერსიით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კენედის მოკვლა არა მხოლოდ ძალაუფლების მოპოვების სურვილმა ჩაადენინა, არამედ თვითგადარჩენის ინსტინქტმაც. ფაქტია, რომ ის კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლინდონს სჭირდებოდა ძალაუფლების მოპოვება რაც შეიძლება მალე, რათა თავიდან აეცილებინა სასამართლო პროცესი.

image

ფოტოზე: ლინდონ ჯონსონი საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ ფიცს დებს.მომავალი პრეზიდენტის გვერდით კენედის ქვრივი, ჟაკლინი დგას.


„იმ დღეს კენედი რომ არ მოეკლათ, ლინდონ ჯონსონი ციხეში წავიდოდა“, თქვა ერთხელ მადლენ ბრაუნმა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტთან რომანი ჰქონდა.


კენედის მკვლელობაში ჯონსონის მონაწილეობაზე ეჭვი გამოთქვეს რიჩარდ ნიქსონმა და ჟაკლინ კენედიმ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შემთხვევითი არ იყო, რომ მკვლელობა დალასში მოხდა, რადგან ჯონსონი ტეხასიდან იყო და ადგილობრივ პოლიციას აკონტროლებდა. ამგვარად, მკვლელობა, რომელიც ჩადენილია შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დაეხმარა მას ზოგიერთი მტკიცებულების დამალვაში. თუმცა სკეპტიკოსები მკვლელობის ამ ვერსიას მაინც არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევენ.


ხრუშჩოვის კვალი


1959 წელს სსრკ-ში გაქცეული ამერიკელი საზღვაო ქვეითის შესახებ ცნობები, ყოველგავრი გაზვიადების გარეშე, სენსაციური იყო. ოსვალდი საბჭოთა კავშირში ორი წელი დარჩა და ეს ფაქტი კენედის მკვლელობის შემდეგ ამოატივტივეს იმათ, ვინც ყოველთვის საჭირო მომენტში კაგებეს მიერ გადაბირებული პირების თემას ატრიალებდა. კგბ-ს მართლაც ჰქონდა ოსვალდზე დოსიე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სააგენტო დაინტერესებული იყო მისი გადაბირებით. თუმცა 70-იან წლებში პოპულარული წიგნის „ხრუშჩოვმა მოკლა კენედი“ ავტორი მაიკლ ედოუსი ასე არ ფიქრობდა.


მისი აზრით, კავშირში ყოფნის დროს ლი ჰარვი ოსვალდი შეცვალა ტერორისტმა ორეულმა, რომელმაც 1963 წელს მოკლა პრეზიდენტის მკვლელი (ეს იყო ორეული და არა თავად ოსვალდი). თავისი ვერსიის დასამტკიცებლად ედოუსმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოსვალდი რამდენიმე სანტიმეტრით მოკლე იყო ვიდრე მისი „ასლი“, რომელმაც ესროლა პრეზიდენტს. აშშ-ს ხელისუფლება იმდენად შოკირებული იყო ამ ვარაუდით, რომ ისინი დათანხმდნენ ცხედრის ექსგუმაციას - ედოუსმა მოახერხა მათი დარწმუნება, რომ მკვლელის ორეული საფლავში იწვა. თუმცა გათხრის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ საფლავში ნამდვილი ლი ჰარვი ოსვალდი იწვა - მისი ავთენტურობა დადასტურდა მის მარცხენა ხელზე არსებული ნაწიბურით.

image

0
215
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0