x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩემ შესახებ მთელი ქვეყანა შეიტყობს" - კაცი, რომელსაც ლენინის სარკოფაგის განადგურება სურდა

image

50 წლის წინ, 1973 წლის 1 სექტემბერს ნიკოლაი სავრასოვი ქალაქ გორლოვკადან(დონეცკის ოლქი, უკრაინა), მავზოლეუმში სასკოლო ექსკურსანტებთან ერთად შევიდა . ასაფეთქებელი მოწყობილობა მას ტანზე, ტანსაცმლის ქვეშ ჰქონდა მიმაგრებული - იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სსრკ-ს დედაქალაქის ცენტრში ვინმე გაბედავდა რევოლუციის ბელადის ცხედრის წინააღმდეგ ვანდალიზმის ჩადენას.


ლენინის სარკოფაგთან მიახლოებისას სავრასოვმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა, თუმცა წინა ტერაქტის შემდეგ დაყენებული დაჯავშნული მინის განადგურება ვერ მოხერხდა(შენიშვნა: ლენინის ნეშტზე 1959 წელსაც მოხდა თავდასხმა, რა დროსაც სარკოფაგის შუშა გატეხეს და ლენინის მუმია უმნიშნელოდ დააზიანეს, ამის შემდეგ გადაწყვიტეს დაჯავშნული მინის დაყენება), თუმცა დაშავდა 16 ადამიანი. გარდაიცვალა არა მხოლოდ თავად ნიკოლაი, რომლისგანაც მხოლოდ ხელი და თავის ნაწილი დარჩა, არამედ ასტრახანიდან მოსკოვში ჩასული ცოლ-ქმარი. ოთხი ბავშვი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

image


ტერორისტის ნაშთებს შორის იპოვეს დოკუმენტების ფრაგმენტები, რომლის მიხედვითაც მისი ვინაობა დადგინდა. ის გახლდათ ნიკოლაი სავრასოვი, რომელიც სამჯერ იყო ნასამართლევი - ხულიგნობის, პურის მაღაზიის ძარცვის, პარაზიტობის და მაწანწალობისთვის. 35 წლის ასაკში მესამედ გაათავისუფლეს ციხიდან, რის შემდეგაც ქვისმთლელად დაიწყო მუშაობა.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ტეროსტული აქტის წინა დღეს, 1973 წლის 31 აგვისტოს სავრასოვის ბინაში იპოვეს, მისი საყვარლის, ვალენტინას ცხედარი, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. სავრასოვი საყვარელს დიდი ხნის განმავლობაში ცოლობას სთხოვდა, თუმცა ქალი უარზე იყო და ამბობდა, მას აარავითარი ღირსება არ გააჩნდა.


ნიკოლაის საქმის გამოძიების დროს მიაგნეს ასაფეთქებელი ნივთიერების პირველწყაროს, საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა მაღაროელ ანატოლი ხოხლოვს მიაგნეს. ირკვევა, რომ სწორედ მან მოიპოვა სავრასოვისთვის 300 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და აუხსნა, როგორ უნდა მოეხდინა აფეთქება ჩვეულებრივი ბატარეების გამოყენებით.


გამომძიებლებმა, რომლებმაც მიცვალებულის დედაც გამოკითხეს, შეიტყვეს, რომ ნიკოლაი ტერაქტის წინა საღამოს მივიდა დედასთან და უთხრა:


"ისტორიაში შევალ, ჩემს შესახებ მთელი ქვეყანა შეიტყობს"


მაგრამ მისი იმედები საკავშირო და თუნდაც მსოფლიო დიდებაზე არ გამართლდა. თავდასხმის შესახებ სსრკ-ში არც ერთი გაზეთს არ დაუწერია.

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0