x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში ლგბტ მოძრაობა ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარეს და აიკრძალა მათი საქმიანობა ამ ქვეყანაში
image


რუსეთში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აიკრძალა „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“.



უზენაესმა სასამართლომ განიხილა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული სარჩელი და ცნო საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობა ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აკრძალა მისი საქმიანობა რუსეთში.


ამის შესახებ გამოცემა РБК იუწყება.



იუსტიციის დეპარტამენტში სარჩელი 17 ნოემბერს შევიდა. განცხადება განიხილებოდა მოსარჩელის წარმომადგენლის თანდასწრებით, ხოლო მოპასუხედან არავინ გამოცხადდა.


საქმე გასაიდუმლოებული იყო, ამიტომ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.


ჟურნალისტებს მხოლოდ გადაწყვეტილების მოსმენის დროს შეუშვეს.


ამ ფონზე, მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების უფროსის მოადგილემ ვახტანგ ყიფშიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო ლგბტ* მოძრაობის ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარება და რუსეთში მისი აკრძალვა წარმოადგენს „ საზოგადოების მორალური თავდაცვის ფორმას“.


„ბევრი დასავლელი ქრისტიანის ჩვენებიდან ვიცით, რომლებიც იცავენ ქორწინებასა და ოჯახთან დაკავშირებით ტრადიციულ შეხედულებებს, რომ ლგბტ მოძრაობის საქმიანობა მიზნად ისახავს ქორწინებისა და ოჯახის ქრისტიანული იდეის განდევნას როგორც საჯარო, ისე სამართებლივი სივრციდან."-ციტირებს ყიფშიძის სიტყვებს გამოცემა.


მან აღნიშნა, რომ ევროპაში ოჯახი, როგორც ქალისა და მამაკაცის გაერთიანების იდეა ქრისტიანულ რწმენას ეფუძნება.


ამის გამო ლგბტ მოძრაობის* საქმიანობა მიმართულია ქორწინების შესახებ იდეებისა და რელიგიის შესაბამისი კონცეფციის წინააღმდეგ.


ეკლესიის წარმომადგენელმა ასევე გაიხსენა დასავლეთის სასამართლოები, სადაც ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მღვდლებს, რომლებიც ერთსქესიანთა ურთიერთობას ცოდვად მიიჩნევდნენ.

0
141
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0