x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
"ამერიკას აწყობს ეს ომი, რათა რუსეთი "ქვის ხანაში" დააბრუნოს" - პიტერ ჰიტჩენსი
image

ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რომელშიც ორივე მხარე ცინიკურად იყენებს უკრაინას, როგორც ტარანს.


უკრაინელ ხალხი ვერაფერს მოიგებს ამ ომით, სამაგიეროდ ბევრს დაკარგავს ასეთი მოპყრობით. ისინი იბრძვიან და იღუპებიან ან კარგავენ სახლებს და გარბიან. ჩვენ ვუგზავნით მეტ იარაღს და ვამხნევებთ შეძახილებით უსაფრთხო დისტანციიდან. ამასობაში რუსეთი ანადგურებს ყველაფერს.


ის, რაც უკრაინას ყველაზე ძალიან სჭირდება, არის ქმედება, რათა მოიშუშოს საყოველთაოდ გახწნილი კორუფცია. ის ასევე მოგებული დარჩებოდა თუ ულტრანაციონალისტ ფანატიკოსებს კუთხეში მიამწყვდევდა, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი გავლენა მთავრობასა და სამხედროებზე. ომი ამ პრობლემებს აღრმავებს და არა აუმჯობესებს.



ეს მართლაც ძალიან ცინიკური მოვლენებია. სინანულით მინდა ავღნიშნო, რომ შეერთებულ შტატებში არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არ შეიცხადებენ, თუ ეს ომი გაგრძელდება.


პარასკევს, კომენტატორი, რომელსაც წვდომა აქვს ყველაფერ დიადზე და კარგზე, ციტირებს "მაღალი რანგის დიპლომატის" სიტყვებს: "თუ ყველა ვარიანტს გადავხედავთ, ჩვენი სტრატეგიული ინტერესები, ალბათ, საუკეთესოდ მოერგება ხანგრძლივ ომს; ჭაობი, რომელიც ჩაძირავს პუტინს სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით .


ეს უთუოდ სიმართლეა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ნეოკონსერვატორმა პოლიტიკოსმა პოლ ვულფოვიცმა 1992 წელს გამოაქვეყნა თავისი „დოქტრინა“, ვაშინგტონი ყოველთვის ცდილობდა ჩაეხშო რუსეთის აღორძინება. ამ სქემის უარყოფითი მხარე ის არის, რომ რეალური საფრთხე ჩინეთი იყო და არა რუსეთი. მაგრამ აქ ხართ. ბ-ნი ვულფოვიცო, ერაყის დამღუპველი ომის მხურვალე მხარდამჭერი და არც ისე ჭკვიანია, როგორც თქვენ გგონიათ.



სწორედ ეს პოლიტიკაა "ნატოს" გიჟურ გაფართოების საწინდარი, მსოფლიოს ყველა კვალიფიციური ექსპერტის გაფრთხილების საწინააღმდეგოდ. იგი ასევე ხსნის რუსეთის დაცინვას პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ 2008 წელს, როდესაც მან შესთავაზა უკრაინას რეალურად გაწევრიანებულიყო ნატოში. ეს მოხდა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა, ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად გონიერმა, ნათლად აჩვენა, რომ საკმარისი იყო და ნატოს გაფართოება უნდა შეწყდეს.



შემდეგ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა 2014 წლის მოვლენები, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ღიად დაუჭირა მხარი მაფიოზურ გადატრიალებას, რომელმაც დაამხო უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. უფრო პასუხისმგებელი ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი, ცდილობდნენ ეპოვათ მშვიდობიანი და კანონიერი გზა.


მაგრამ როდესაც უკრაინის დემოკრატიულმა ოპოზიციის ლიდერებმა კიევის მაფიას უთხრეს შეთანხმების შესახებ 21 თებერვალს, ერთ-ერთმა მაფიის ბოსმა იღრიალა, რომ მათ არ სურდათ შეთანხმება, რომ იანუკოვიჩი დაუყოვნებლივ უნდა წასულიყო და სიტყვა დაასრულა მუქარით: თუ არ გადადგები, "იარაღს მოვკიდებთ ხელს, ვფიცავო! "


არჩეული პრეზიდენტი მალევე გაიქცა, რათა საკუთარი სიცოცხლე ეხსნა და ალბათ გონივრულად მოიქცა.


ეს პუტჩი იყო ამჟამინდელი მძვინვარე ომის ნამდვილი დასაწყისი, ძალადობის საწყისი აქტი, რომელმაც ყველაფერი დანარჩენის პროვოცირება მოახდინა.


პუტინის საპასუხო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრაზე მხოლოდ დანაშაული არ იყო. საშინელი შეცდომა იყო. მე ეჭვი მაქვს, რომ აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის სხვადასხვა რგოლში არიან ჩინოვნიკები, რომლებიც ფარულად გამოხატავენ თავიანთ სიხარულს, როდესაც მან ეს იდიოტური საქციელი ჩაიდინა.



ეს ძველი ტაქტიკაა მაღალი ფსონების დიპლომატიაში; თქვენი მტრის არაგონივრულ ომში პროვოცირება იმ იმედით, რომ შემდეგ გაანადგურებთ მას. გერმანიამ ეს გაუკეთა საფრანგეთს 1870 წელს, ნაპოლეონ III ომში შეიტყუა, რამაც "დიდი საფრანგეთი" დაასამარა. გერმანიამ ეს კიდევ ერთხელ გააკეთა 1914 წელს, უბიძგა რუსეთს კიდევ ერთ სულელურ ომში, რომელმაც გაანადგურა მისი მონარქია, კეთილდღეობა და რუსები 75-წლიანი კომუნისტური განადგურების ქვეშ მოაქცია.



მე არ ვფიქრობ, რომ აშშ ფიქრობდეს პუტინის დამარცხებაზე უახლოეს მომავალში, თუმცა ის(რუსეთი) შეიძლება უბრალოდ დაიშალოს. მე სულ უფრო ნაკლები ნდობა მაქვს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელშიც აშშ არც კი არის ჩართული. ამასთან, უკრაინელი ხალხი საშინლად დაზარალდება, მსოფლიო კი თანდათან კარგავს ომის მიმართ ინტერესს. პუტინი და აშშ კი დაინტერესებულნი არიან კონფლიქტის გაგრძელებით. თუ პუტინი წავა, ეს მას გაანადგურებს. თუ ომი შეჩერდება, ვაშინგტონი დაკარგავს რუსეთის დასუსტების და მისი ეკონომიკის ქვის ხანაში დაბრუნების შესაძლებლობას. ასეთი ზეწოლის ქვეშ რუსეთი შეიძლება დაიშალოს . მაშინ მიღწეული იქნება რუსეთის, როგორც უდიდესი ქვეყნის, ჩამოშლა, თუმცა ჯობია ვინმემ იზრუნოს იმაზე, თუ რა მოუვა მთელ მის ბირთვულ არსენალს, თუ ეს მოხდება.



ამასობაში კი, ჩინეთის პოლიციური სახელმწიფო, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჯორჯ ორუელის "1984 "წელთან, იძენს ძალას და თავის დროს ელის.


პიტერ ჰიტჩენსი-ბრიტანელი ჟურნალისტი, ანალიტიკოსი და მწერალი.ქვეყნდება მცირეოდენი შემოკლებით, სრული ვერსია იხილეთ Daily mail-ზე.

0
453
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0