საბუნებისმეტყველო როგორი იყო მარსი მილიონობით წლის წინ (+ ვიდეო – "მარსი 4 მლნ. წლის წინ") 2022, 6 აპრილი, 9:26 ცივი, უსიცოცხლო და დიდი რაოდენობის რკინის მარაგით — ასეთია დღეს პლანეტა მარსი. მაგრამ, დიდი ხნის წინ ის სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. მარსზე მდინარეები მიედინებოდა, იყო ხეობები და ტბები. ამ დასკვნამდე მივიდნენ ექსპერტები, წითელი პლანეტიდან მიღებული ფოტო და ვიდეო მასალების და ასევე, მარსის გრუნტის და განსაკუთრებით, მისი სამხრეთით არსებული რელიეფის გაანალიზების შემდეგ. შეიძლება, რომ მარსზე მდინარეები ყოფილიყო? მეცნიერთა გაანგარიშებით, მარსზე ჰაერის საშუალო ტემპერატურაა, ამჟამად -60 °С–ია, რაც წყლისთვის ძალიან დაბალია. მაგრამ, ყოველთვის ასე არ იყო... მილიონობით წლის წინ, წითელი პლანეტის კლიმატი გაცილებით კომფორტული იყო და საშუალო ტემპერატურა +20 °С–ის ფარგლებში მერყეობდა. შესაბამისად, მარსზე წყალი იყო. და არა უბრალოდ წყალი. მის ზედაპირზე დიდი მდინარეები მიედინებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, კლიმატი შეიცვალა. პლანეტის ზედაპირიდან, ძლიერმა მზიურმა ქარებმა სრულად ააორთქლა წყალი, ტემპერატურა დაეცა, ხოლო მდინარეების ადგილზე, მხოლოდ მშრალი კალაპოტები დარჩა. ტექნოლოგიების კარნახით... მეცნიერებს, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები, წარსულში წითელი პლანეტის სახის აღდგენის საშუალებას აძლევს. სადრენაჟო სისტემა, რომელიც გადის მარსის სამხრეთით — ამ პლანეტაზე წყლის არსებობის მთავარი მტკიცებულებაა... ამიტომ, ნასას მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა მარსიდან მიღებულ მასალებზე, შექმნა პლანეტის მოდელი, რომელიც დღევანდელი დედამიწისგან არ განსხვავდება. მათი მტკიცებით, სწორედ ასე გამოიყურებოდა წითელი პლანეტა 4 მლნ. წლის წინ. მარსის ზედაპირი 4 მლნ. წლის წინ (კომპიუტერული მოდელი) ხოლო, მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მდინარეების დაშრობის მიზეზი შეიძლება მარსის სპეციფიკური ნიადაგიც ყოფილიყო. ერთი ვერსიით, გრუნტმა მასზე გამავალი წყალი, ღრუბელივით შთანთქა. თუ ეს ჰიპოთეზა სწორი აღმოჩნდა, მაშინ მარსის სიღრმეში შეიძლება წყლის პოვნა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისთვის ასე აუცილებელია. პლანეტის სახეცვლილების კომპიუტერული მოდელი რაც შეეხება პლანეტის მომავალს, დაბალი ტემპერატურა და დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი ატმოსფეროში, დამშრალ მდინარეებს და ტბების, უახლოეს მომავალში, მეორე სიცოცხლის არანაირ შანსს არ აძლევს. არხის სხვა სიახლეები:* ყველაზე საშიში შხამიანი გველი მსოფლიოში (კობრა არ არის) და 10 საინტერესო ფაქტი გველების შესახებ* ტუტანხამონის "მზითვი" – მისი სამარხიდან ამოღებული 30 რელიქვია* მსოფლიოს 15 საინტერესო ადგილი, რომელიც ფოტოზე მაინც უნდა ნახოთ* "XXI საუკუნე რუსეთს ბევრ უბედურებას მოუტანს" – ელენა ბლავატსკაიას გაფრთხილება* როდის დამყარდება მშვიდობა? – უკრაინელი ასტროლოგის პროგნოზი* "შეიარაღებული და ძალზე საშიში"– 10 ფაქტი მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქვეყნების შესახებ* იყო თუ არა სტალინი ფრონტზე? – რა არის ცნობილი, დიდი სამამულო ომის დროს, მისი ბრძოლის წინა ხაზზე ვიზიტების შესახებ2955 2-ს მოსწონს
|