x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე საშიში შხამიანი გველი მსოფლიოში (კობრა არ არის) და 10 საინტერესო ფაქტი გველების შესახებ
სამეფო კობრა თავდასხმისას, შხამს ყოველთვის არ იყენებს


სამეფო კობრა შხამს მეტად ეკონომიურად ხარჯავს და მას ნადირობისთვის ინახავს. დიდი ცხოველების და ადამიანის დასაფრთხობად, გველმა შეიძლება, უშხამო, «ტყუილი» კბენა განახორციელოს, რისთვისაც შხამის კბილებამდე მისასვლელ არხებს კუნთების დახმარებით ხურავს.


imageსამეფო კობრა


ანტარქტიდა — ერთადერთი კონტინენტია გველების გარეშე


ისინი ასევე არ ბინადრობენ რამდენიმე დიდ კუნძულზე. მათ შორის, გველები არ არიან გრენლანდიაზე, ისლანდიში, ირლანდიაში და ახალ ზელანდიაზე.


გველების უმეტესობისგან განსხვავებით, ანაკონდა ცოცხლადმშობია


ანაკონდა სხვა გველებს არ ჰგავს. უპირველეს ყოვლისა იმით, რომ გიგანტურ ზომებამდე იზრდება. მისი სიგრძე, საშუალოდ 5–6 მ–ია. თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება, 9–10 მეტრსაც აღწევდეს და 250 კგ-ს იწონიდეს. კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ ეს გველი ცოცხლადმშობია და ერთ ჯერზე, 40–მდე, 60 სმ–ს სიგრძის, გველის წიწილას აჩენს.



imageანაკონდა


რეზინის გველი — არის ცრუფეხანების (მახრჩობელასებრნი) გველების ოჯახის, ერთ–ერთი სახეობის ნამდვილი სახელი


ეს გველები ბინადრობენ კანადაში და აშშ–ში და ადამიანებთან მიმართებაში, ყველაზე მეგობრულ გველებად ითვლებიან, რადგან ადამიანზე მათი მხრიდან, თავდასხმის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეზინის გველებს თერაპიაში იყენებენ, გველის შიშის დაძლევაში დასახმარებლად.


imageრეზინის გველი (ლათ. Charina bottae)


გველის ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყნოსვაში


ენის დახმარებით, გველები საკვებს სუნით ეძებენ. ასევე, მას ტერიტორიაზე ორიენტაციისთვისაც იყენებენ. ამიტომ არის რომ, ისინი ასე ხშირად ყოფენ ენა გარეთ.


image


ჩრდილოამერიკული ბუ საკუთარ ბუდეში გველებს ასახლებს


ჩრდ. ამერიკული ბუ, თავის ბუდეში, სპეციალურად ასახლებს ტეხასურ ბრმა გველებს, რომლებიც მწერებით და პატარა ზომის ცხოველებით იკვებებიან, რომ მათ პარაზიტებიის (თაგვები, ხოჭოები...) შემოსევისგან დაიცვან ბუს ნანადირევი და კვერცხები.


imageჩრდილოამერიკული ბუ


1939 წელს ლონდონის ზოოპარკში ყველა შხამიანი ბინადარი მოკლეს

ეს ზოოპარკის მომსახურე პერსონალმა ჩაიდინა. მიზეზი კი, ევროპაში დაწყებული ომი იყო. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქი დაიბომბებოდა, შხამიანი ცხოველები ლონდონის ქუჩებში არ უნდა მოხვედრილიყვნენ.


ჩამოკიდებული გველის გამოქვაბული


იუკატანის ნახევარკუნძულზე, სამხ. მექსიკაში, სოფ. კანტემოს მახლობლად «ჩამოკიდებული გველის გამოქვაბული» მდებარეობს. იქ ჭერიდან ასობით ყრუ და ბრმა გველია ჩამოკიდებული და ღამურებზე ნადირობენ, რომლებიც იქვე, მათ მეზობლად ცხოვრობენ. ეს pseudelaphe flavirufa–ს სახეობის გველები არიან, არ არიან შხამიანები და არც ადამიანისთვის წარმოადგენენ საფრთხეს. ამიტომ, გამოქვაბულს, რომელსაც ადგილობრივები «ღამურების გამოქვაბულს» ეძახიან, ყოველწლიურად, ათასობით ტურისტი სტუმრობს.



გველებს ღია თვალებით სძინავთ


გველებს თვალის დახუჭვა არ შეუძლიათ, რადგან მოძრავი ქუთუთოები არ გააჩნიათ. გველის თვალები თხელი გამჭვირვალე კანით არის დაფარული, რომელიც თვალს გარე დაზიანებისგან იცავს.


ტაიპანი (ლათ. Oxyuranus scutellatus) — ყველაზე საშიში შხამიანი გველი მსოფლიოში


ტაიპანის შესწავლა დიდი ხნის მანძილზე ვერ ხერხდებოდა. პირველდა მისი ცოცხლად დაჭერა, გასული საულუნის 50–იან წლებში შეძლეს. ამასთან, ადამიანი რომელმაც ის დაიჭირა, გველმა დაგესლა და გარდაიცვალა.


image


ტაიპანის ბინადრობის არეალი — ავსტრალიის ჩრდ. ტერიტორიის სანაპირო და ჩრდ. – აღმ. კუინსლენდია (შტატი ავსტრალიაში) და ასევე, ახალი გვინეის სამხ. – აღმოსავლეთი.


image

imageimageimageimage



0
2402
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0