x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
შავი ზღვის საიდუმლო

იმაზე თუ დაფიქრებულხართ, თუ როგორ გაჩნდა შავი ზღვა? ალბათ, არა, რადგან სკოლაში ისედაც გვასწავლიან, თუ რა და როგორ იყო.

ოფიციალური ვერსიით, ეს დაახლოებით, 27–5 მლნ. წლის წინ მოხდა, როდესაც წყალდიდობის დროს, წყალმა შავი ზღვის ქვაბული შეავსო. შემდგომში, მისი წყალი ხან ერეოდა ოკეანის წყალს, ხან კი, მასში ჩამდინარე მდინარეების წყლით ზავდებოდა და ის, დაბალი მარილიანობის მქონე, ტბას წარმოადგენდა. დაახლოებით, 7500 წლის წინ, გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ, ტბა დაიტბორა, მისი წყლის მარილიანობა გაიზარდა და უამრავი მტკნარი წყლის თევზი დაიღუპა. ამის გამო, ზთვის წყალში დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადი გაჩნდა და სწორედ ამიტომ, დაარქვეს მას «შავი». ეს დღეს არის, რომ გოგირდწყალბადის ფენა 150–200 მ. სიღრმეზე. მაგრამ, იყო დრო, როდესაც ის ზღვის ზედაპირამდე იყო და წყალს და ყველაფერს, რაც მასში ხვდებოდა, ან მოძრაობდა, შავი ხდებოდა.


image


რაც შეეხება, მისი შექმნის საკითხს, ოფიციალურის გარდა, შავი ზღვის წარმოქმნის ალტერნადიული ვერსიაც არსებობს, რომლის მიხედვით, ზღვის ქვაბული ბუნების მიერ კი არა, ხელოვნურად არის შექმნილი.


image


ამ ალტერნატიულ თეორიას საფუძვლად 2 ფაქტი უდევს: ჯერ ერთი – ის რომ, შავი ზღვა ყველაზე ახალგაზრდაა, დღეს არსებულ ზღვებს შორის და მეორე და ყველაზე მთავარი – მისი ფსკერის უცნაური რელიეფია.

შავი ზღვის ფსკერის რელიეფს თუ დავაკვირდებით, ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ჩვეულებრივი იზობათებია. თუმცა, ზღვის ქვაბულის ხელოვნურად შექმნის თეორიის მომხრეები, მასსა და წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებას შორის პარალელებს ავლებენ და ზღვის ქვაბულს, წიაღისეულის მოპოვების შემდეგ დარჩენილ ქვაბულებს ადარებენ.


imageimage
გამოდის, რომ ზღვა ამოთხრილია?! და თუ დავიჯერებთ, რომ ეს სიმართლეა, მაშინ ვის ძალუძდა ამ მეგაქვაბულის გაკეთება?.. და კიდევ უფრო საინტერესი ის არის, თუ რისთვის იყო ეს საჭირო?!

პირველი, რაც ამ კითხვებზე საპასუხოდ, ადამიანს თავში შეიძლება მოუვიდეს, – ეს უცხოპლანეტელები არიან. რადგან, არესბობს შუმერული ჩანაწერები, რომლის მიხედვით, ნიბირუდან ჩამოსული ანუნაკები, საკუთარი პლანეტის გადასარჩენად, დედამიწაზე ოქროს მოიპოვებდნენ. შესაძლებელია, ამ რეგიონში ძვირფასი ლითონის დიდი საბადო იყო. ხოლო, როდესაც მარაგი ამოიწურა, – ის მიატოვეს.


გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით, შავი ზღვის ადგილზე ისედაც არსებობდა ქვაბული და ადამიანებს არაფერი ამოუთხრიათ. მათ, უბრალოდ, ბუნებრივი ქვაბული სასოფლო–სამეურნეო სავარგულებად გამოიყენეს და ისევე შექმნეს ტერასები, როგორც ამას მთიან რეგიონებში დღესაც აკეთებენ.


imageimageimageimageimageimageimageimage










0
4860
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4860
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0