x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჰაბლის ტელესკოპმა დედამიწიდან ყველაზე შორს მყოფი ვარსკვლავი აღმოაჩინა
image
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა დედამიწიდან ყველაზე შორს დაკვირვებადი ვარსკვლავი, Earendel, რომელიც ჩამოყალიბდა თითქმის 13 მილიარდი წლის წინ, განაცხადა ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ.





ჰაბლი არის ერთ-ერთი უდიდესი ტელესკოპი კოსმოსში, რომელიც მუშაობს 1990 წლიდან და შედის ნასას დიდი ობსერვატორიების სიაში. ჰაბლი ერთობლივად შეიქმნა ნასას და ევროპის კოსმოსური სააგენტოს გუნდის მიერ.




ჰაბლის ტელესკოპმა დააფიქსირა ვარსკვლავის სინათლე, რომელიც თითქმის 13 მილიარდი წლის წინ გამოჩნდა.



image




Earendel“ ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ახლა დედამიწიდან ყველაზე შორს დაკვირვებადი ვარსკვლავია - ის სამყაროს დაბადებიდან პირველი მილიარდი წლის განმავლობაში არსებობდა (ის დაახლოებით 13, 8 მილიარდი წლისაა).



ადრე რეკორდი ეკავა ვარსკვლავს Lensed Star 1 (LS1), რომელიც ტელესკოპმა 2018 წელს აღმოაჩინა: ეს ვარსკვლავი არსებობდა მაშინ, როდესაც სამყარო დაახლოებით 4 მილიარდი წლის იყო.



image




ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა არაჩვეულებრივი ახალი ეტაპი: ვარსკვლავის ყველაზე შორეული შუქი, რომელიც არსებობდა სამყაროს დაბადებიდან პირველი მილიარდი წლის განმავლობაში დიდი აფეთქების დროს. - ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.




აღმოჩენილი ვარსკვლავი იმდენად შორსაა, რომ მის სინათლეს დედამიწამდე მოსვლას 12, 9 მილიარდი წელი დასჭირდა. ვარსკვლავი ჩანს ისე, როგორიც იყო, როდესაც სამყარო მხოლოდ 900 მილიონი წლის იყო.




რეკორდი ადრე 2018 წელს ტელესკოპის მიერ აღმოჩენილ ვარსკვლავს ეკუთვნოდა. ეს ვარსკვლავი არსებობდა, როდესაც სამყარო დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის იყო.

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0