x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის მარჯვენა ხელი დააკავეს

image




თურქეთის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციის აღიარებული ლიდერის აბუ ბაქრა ალ-ბაღდადის მარჯვენა ხელი დააკავეს. ამის შესახებ გაზეთი Yeni Safak.-ი ავრცელებს.






პოლიციამ დაკავების ოპერაცია განახორციელა თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად. ტერორისტი სახლიდან გასვლისთანავე დაიჭირეს. იქ მათ აღმოაჩინეს და ამოიღეს მობილური ტელეფონები, ციფრული მასალები და ფოტოები, რომლებშიც ბოევიკი გამოსახულია აღმართული მახვილით.







აღინიშნა, რომ ის თურქეთში ყალბი დოკუმენტებით სამი წლის წინ შევიდა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ტერორისტი ირიცხებოდა ინტერპოლის წითელ ბიულეტენში, რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო სირიაში განხორციელებულ ტერაქტებში.








ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრა ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულ იქნა 2019 წლის ოქტომბერში. როგორც მაშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, იგი გაანადგურეს აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა სირიის იდლიბში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. მაშინ, მან ასევე, მადლობა გადაუხადა რუსეთს, ერაყს, სირიასა და თურქეთს ჩატარებული ოპერაციის დროს განხორციელებული დახმარებისთვის.

0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0