x
image
თამილა გურაშვილი
Arkeonews: გერმანიაში აღმოაჩინეს 1600 წლის წინ შექმნილი იესოს ბავშვობის აღწერის ხელნაწერი

image
ყველაზე ძველი ხელნაწერი, რომელიც აღწერს იესოს ბავშვობას, გერმანიაში აღმოაჩინეს. ამის შესახებ Arkeonews იუწყება.



კვლევამ აჩვენა, რომ ხელნაწერი 1600 წლის წინ შეიქმნა. იგი წარმოადგენს თომას სახარების ყველაზე ადრე შემორჩენილ ასლს. მასში მოთხრობილია ეპიზოდები იესოს ბავშვობიდან, როგორიცაა თიხის ფიგურების ცოცხალ ფრინველებად გადაქცევა. აქამდე ითვლებოდა, რომ ამ სახარების ყველაზე ადრეული ვერსია იყო მე-11 საუკუნის ხელნაწერი.



ათწლეულების განმავლობაში პაპირუსის ფრაგმენტი ინახებოდა ჰამბურგის სახელმწიფო და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ითვლებოდა, რომ დოკუმენტი შეიძლება ყოფილიყო წერილი ან სავაჭრო სია ბერძნულ ენაზე. ახალ კვლევაში მეცნიერებმა გაშიფრეს წარწერები (13 სტრიქონი, რომელთაგან თითოეული შეიცავს დაახლოებით 10 ასოს) და შეადარეს ისინი სხვა ადრეულ ქრისტიანულ ტექსტებს. არააკურატული ხელწერით თუ ვიმსჯელებთ, ხელნაწერი შეიძლებოდა შეექმნა სკოლის მოსწავლეს ან დამწყებ ბერს.



„პირველად ჩვენ შევნიშნეთ სიტყვა „იესო“ ტექსტში. შემდეგ, მრავალი სხვა ციფრულ პაპირუსთან შედარებით, ჩვენ გავშიფრეთ და სწრაფად მივხვდით, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოველდღიური დოკუმენტი ყოფილიყო.“- აცხადებენ მეცნიერები.

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0