საზოგადოება "მაინცდამაინც რქიანი ეშმაკი უნდა მოვიდეს და ის იქნება ანტიქრისტე, მაშინ, როცა ეს უკვე დადგა" - იუნა შაფათავა 2022, 1 აპრილი, 13:30
"ერთი თვე ვიყავი დაბლოკილი და ჩემი ხმა კრინტი არ გაგიგიათ ამ ომზე. ორ წინადადებას დავწერ სულ, მარხვაა და რწმენა ასეთ არეულ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვინც ვერ გაიგო, არ იცის, არ ესმის, რას ემსახურება ეს ომი და რეალურად რა ხდება... დიდი მარხვის წინ ერთი თვე “ამზადებდნენ” დასავლური საინფორმაციოები მსოფლიოს, რუსეთის განზრახვებზე. გაიწვიეს ელჩები, დიპ კორპუსი, ვინც ჭკუა იხმარა და რჩევებს დაუჯერა, გაერიდა იმ რეგიონს.
ერთი თვე, ვისმენდით, რომ “ომის” პირველივე დღეს უკრაინაზე 50 ათასი ადამიანი იქნება “მსხვერპლი”. ვინც არ ერკვევით სატანიზმში, მის მისიაში და პროცესებში, მოისმინეთ, რას ამბობენ ისინი, ვისაც თქვენზე მეტი ესმით. უკრაინის ომი არის მორწმუნეთა და სულიერთა- ხაზს ვუსმევ- სულიერთა მსხვერპლშეწირვა, მსოფლიოს სატანიზმის უმაღლესი ქურუმებისთვის. დიდი მარხვის დროს, მართლმადიდებლობის სამი უდიდესი ქვეყანა ჩართულია ომში: ერთმორწმუნე რუსეთი, უკრაინა და საქართველო. საქართველოს სატანისტთა ორგანიზაცია - ნაცები- ირიბად და პირდაპირ მინაწილეა ამ სატანის მსხვერპლშეწირვის- ჩვენი გაქცეული და ძებნილი კრიმინალები მარიონეტ ზელენსკის “რჩევებს” აძლევენ, როგორ დაიღვაროს მეტი სისხლი, როგორ აიმაღლოს რეიტინგი, სატანისტთა რიგებში. რის მომსწრენიც ჩვენ ვართ დღეს, არის დიდი სატანისტური რიტუალი. ეს არის ვაცთა მსხვერპლშეწირვა. რას ებრძვის რუსეთი? უფრო სწორია დავსვათ კითხვა, ვინ ებრძვის რუსეთს უკრაინის სისხლით. ამერიკა და გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი. ეს რუსეთ ამერიკის ომია და ამერიკა “ეხმარება” შეიარაღებით, რითიც მდიდრდებიან ისედაც მდიდარი მილიარდერები.. რუსეთის და უკრაინის ერთმანეთთან წაკიდება დიდი მიღწევაა სატანისტურ თამაშებში. დიდად იხეირეს ვამპირებმა. მაგრამ ზელენსკი მსხვერპლის როლს თამაშობს; მეტად უკეთესი მსახიობი გამოდგა, ვიდრე იმ იაფფასიან კომედი სკეტჩებში ჩანდა. ეს ომიც მაშინ დაიგეგმა. მაიდანიც სატანისტური მსხერპლშეწირვა იყო, უკრაინა დაშალეს, რომ რუსეთთან მიახლოება შეეძლოთ. ვუყურებ უკრაინის სატანისტურ შაბაშზე წასულ ქართველ “გმირებს” და ვწუხვარ, რო უკანასკნელი გარეწრები და გამყიდველები შარავანდედით ჩირგვებიდან “ფრონტის წინა ხაზიდან” სიამაყით გვიყვებიან, რამდენი კაცი დაკლეს.. ვწუხვარ, სამხედრო შეიარაღებით ქართველ გოგოებს რომ ვხედავ, სხვა კაცთა სიძულვილმა რომ მკვლელებად აქცია. დაგავიწყდათ, აღდგომა რომ ახლოვდება? ომის აღდგომისკენ არის დაგეგმილი, რომ “მორჩეს”, ასე ბრძანა კლოუნმა. არც ვიცი, მსახიობობაში რომელმა აჯობა- სააკაშვილმა თუ ზელენსკიმ? თუ სისხლის ტბების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ზელენსკი უფრო მაღალი რანგის სატანისტია, დამწყებს კი ჰგავდა. ჩვენი მსხვერპლი 2008 ში არსაკმარისი გამოდგა სააკაშვილისთვის მთავარი ქურუმების თვალში. ეს არის ზუსტად ის ანტი ქრისტეს ომი, რომელზეც ყველას გაგვიგია და რატომღაც გვგონია, მაინცდამაინც რქიანი ეშმაკი უნდა მოვიდეს და ის იქნება ანტიქრისტე, მაშინ, როცა ეს უკვე დადგა, მისი შემსწრენი ვართ და ვვიშვიშებთ და ბევრი “სირცხვილით იწვის”, რომ ქართველია და “რატომ არ ვმონაწილეობთ ომში, მოგვეჭრა თავი”… ნუ აყვებით პროპაგანდას. ქართველს კაცთკვლა არ შეშვენის. არც შოვინიზმი არც ნაციონალიზმი. მკვლელი მკვლელია, ომი აღარ ჩამოწერს. არც უკრაინელი ბებოს მოწამლული ღვეზელი აღმაფრთოვანებს, არც რუსი ჯარისკაცის დედის გინება და დაცინვა ტელეფონში, რომ მისი შვილის თავი მოგლეჯილია და ძაღლებმა შეჭამეს.. 21-ე საუკუნე შეგნებას მოითხოვს. ვისაც შერჩა საღი აზრი და სული, იმან გაიგოს. მარხვაა!!! დიდი მარხვა!!!!! და ხარობს სატანა, ჩვილების ტირილში. ნებისმიერი პატრიოტი ლიდერი ომს შეაჩერებს ნებისმიერ ფასად, რომ არ იყოს კაცთკვლა. მაგრამ ბრძანება სხვაა. პუტინი მიაწვება ბოლომდე, რადგან ის ევრძვის დასავლურ სატანისტურ პროპაგანდას. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი ოდესმე მართლმადიდებლობის კურსს გადაუხვევს. ესაა მათი სხვაობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. რუსეთუმეობა არაა, მშვიდობის სურვილი. და გამოკითხვა: მშვიდობა თუ თავისუფლება, არასწორი ფორმულირებაა. საზღვრების გახსნა და ნეიტრალიტეტი თავისუფლებას არ გართმევთ.თავისუფლებას გართმევთ ვიღაცის გავლენა ჩვენს მიწაზე, კი, მე ნატოში შესვლის წინააღმდეგი ვარ, რადგან მე ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობა და თავოსუფლება მსურს. არც იური რუსმა ივარგა თამარის დროს, არც ლუდოვიკო მეთოთხმეტემ სულხან საბას დროს, არც გეორგიევსკის ტრაქტატმა და არც ბუშის გამოსვლამ თბილისში. სულ მოინდომებენ ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას, სულ ჩაგვთვლიან მესამე რანგის ქვეყნად, თუ მტკიცე პოზიცია არ გვექნება. უბრალოდ არ გვყავს მოაზროვნე დიპლომატები, გულწრფელად, ამ მთავრობისგან ასეთ გონივრულ პოზიციას არ ველოდი და მადლობას ვუხდი. დავიცვათ მარხვა, ვიყოთ ადამიანები, გვწამდეს სულის უკვდავების და ნუ ავყვებით ცოდვების და კაცთკვლის და სისხლისღვრის წაქეზებას, მაგალითი ვიყოთ მსოფლიოსთვის. 23 დღე დარჩა აღდგომამდე და ომის დასრულებამდე, ისე, როგორც არასდროს, ძლიერად ვიცავ მარხვას და ვემზადები აღდგომის ზიარების სიხარულისთვის, რადგან ამ ქვეყნად ბოროტების გასახარად არ მოვდივართ, მოვდივართ კაციბრიობის გაუმჯობესებისთვის. კიდევაც აღვასრულებთ ტრადიციებს, რომ ბოროტმა კეთილს არ სძლიოს და ანტიქრისტემ არ გაიმარჯვოს, რწმენა გვქონოდეს მუდამ. გფარავდეთ ღმერთი, სულ ერთია, როგორ გწამთ თუ არ გწამთ მისი, თუ სხვისი უბედურება არ გახარებთ, უკვე ხართ ადამიანები"-წერს სოციალურ ქსელში იუნა შაფათავა. 459 2-ს მოსწონს
|