x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რომელი ფეხსაცმელი იწვევს ვარიკოზს და რომელი გვიცავს მისგან?

ჰემოდინამიკა, ანუ სისხლის მოძრაობა ვენურ სისტემაში, რთული მექანიზმია. მასზე შეიძლება გავლენა იქონიოს ფეხის დეფორმაციამ, ფიზიკურმა აქტივობამ, სხეულის მდგომარეობამ, გარემოს ტემპერატურამ და თუნდაც ფეხსაცმელმა, რომელსაც ჩვენ ვიცვამთ.

მართლაც საშიშია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და როგორ ავირჩიოთ ფეხსაცმელი ისე, რომ ფეხები არ მოვსპოთ?
image
როგორ მოქმედებს ფეხსაცმელი ვენებზე?


ფეხსაცმელი გავლენას ახდენს არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ვდგამთ ფეხებს, რა კუნთები მუშაობს სიარულის დროს, როგორ იცვლება ჩვენი სიარული. ქუსლის სიმაღლე, ძირის სიხისტე და ელასტიურობა - ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს როგორც პრევენციის მეთოდი, ასევე ვარიკოზული ვენების გაჩენის მიზეზი.


სწორედ ქუსლის მიწიდან არეკვნის დროს ხდება სისხლის მიწოლა ზემოთ, გულისაკენ. თუ კუნთების მუშაობა ამ მომენტში არ ხდება, მაშინ ჰემოდინამიკა მოიკოჭლებს. ისევე როგორც მაღალქუსლიან ფეხსაცმელით სიარულის დროს. პირიქით, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელით მოძრაობისას დამატებით იტვირთება ქვედა კიდურების კუნთები და ეს აუმჯობესებს ვენურ სისხლის ნაკადს.


რაზე უნდა ვთქვათ უარი?


მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ძირითადი დატვირთვა ტერფის წინა ნაწილზე მოდის. ნაბიჯის სიგრძე მცირდება, ტერფი უფრო მოხრილია, წინა ნაწილის კუნთები ზედმეტად დაჭიმული. შედეგად, ვენური სისხლი ფეხებში ჩერდება, ვენების კედლებზე წნევა იზრდება და ისინი იწყებენ გათხელებას. ხდება ანთებითი პროცესი და ჩნდება ვარიკოზული კვანძები.


აგრეთვე პრობლემურია ვიწრო და მჭიდრო ფეხსაცმელი. ფეხის და სისხლძარღვების ქსოვილებზე პირდაპირი ზეწოლის გარდა, მჭიდრო ფეხსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს ფეხის სახსრების დეფორმაციაც. რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს სიარულის ბიომექანიკაზე და კუნთოვან-ვენური ტუმბოს გაუარესებაზე..


მესამე "ვენების მტერი" არის პლატფორმა. მყარი ძირიანი ფეხსაცმელი, როგორიცაა საბოები ან პლატფორმა, ისევე როგორც ჩექმები მაღალი და მყარი ზედა ნაწილით, რომლებიც ტერფის სახსარს ანეიტრალებს, გამორთავს სიარულისგან. ქვედა კუნთები წყვეტს მუშაობას, ნელდება სისხლის მოძრაობა, რაც იწვევს შეშუპების გაჩენას და ვენებზე დატვირთვის მატებას.


image


სასარგებლო ფეხსაცმელი ვენებისთვის


სარბენ სპორტულ ფეხსაცმელს აქვს რბილი საფენი კარგი ბალიშით. ის ცვლის ჩვენს სიარულს - ფეხშიშველა სიარულთან შედარებით, ნაბიჯის სიგრძე იზრდება, სიხშირე კი მცირდება. ეს ყველაფერი ააქტიურებს კუნთების ტუმბოს და ზრდის ვენური სისხლის ნაკადს.


ანუ თავისთავად სპორტული ფეხსაცმლის ტარებაც კი სასარგებლო გავლენას ახდენს ქვედა კიდურების ვენების ჯანმრთელობაზე. ხოლო ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ეფექტი საგრძნობლად იზრდება.

სპორტული ფეხსაცმლის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ძირს, ის უნდა იყოს საკმარისად მოქნილი და ამავდროულად ელასტიური, არც ისე რბილი. ფეხსაცმლის ზედა ნაწილი უნდა იყოს რბილი, რომ მყარად იჯდეს ფეხზე, მაგრამ ამავე დროს არ შებოჭოს და მისცეს საკმარისი მოძრაობის დიაპაზონი ტერფის სახსარს.


ფეხსაცმლის კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც გავლენას ახდენს ვენაში სისხლის გადაადგილებაზებაზე, არის საფენები. სწორად დამზადებული ორთოპედიული საფენები გავლენას ახდენს ფეხისა და ტერფის სახსრის პოზიციასა და მუშაობაზე და აუმჯობესებს კუნთოვანი სისტემის ელასტიურობას. მოკლედ, შეკვეთით დამზადებული საფენები კუნთებსა და სახსრებს უფრო ეფექტურად ამუშავებს და მოქმედებს, როგორც ვენების ერთგვარი ტრენაჟორი.

გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეული ფეხსაცმელი პირველ რიგში კომფორტული უნდა იყოს. თუ გასეირნების შემდეგ ფეხებზე შეშუპება ან მაზოლები გაჩნდება, თუ საღამოს სიმძიმის ან კრუნჩხვების შეგრძნება გაქვთ, აუცილებლად შეცვალეთ თქვენი ფეხსაცმელი.


თუ დღის განმავლობაში ოფისში ქუსლებიანი ფეხსაცმელები გაცვიათ, საღამოს გამოიცვალეთ სპორტული ფეხსაცმელით და სახლში იმით იარეთ. თუ კორპორატიულ წვეულებაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით მიდიხართ, თან წაიღეთ კომფორტული და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი. შუა საღამოს ფეხსაცმლის ასეთ გამოცვლას ვერავინ შეამჩნევს და კოლეგების უმეტესობაზე ბევრად კომფორტულად იგრძნობთ თავს.



0
152
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0