საზოგადოებრივი 3 ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ, რომლებზეც ნაკლებად საუბრობენ 2022, 14 აპრილი, 9:47 ძველი ეგვიპტე — იდუმალი და მეცნიერთათვის ჯერ კიდევ გაუგებარი ეპოქაა, რომელიც ასობით მითით და საიდუმლოებით არის მოცული. მაგრამ, მეცნიერება ადგილზე არ დგას და წლიდან–წლამდე, მკვლევარები ცდილობენ, გამქრალი ცივილიზაციის შესახებ, მსოფლიოს ახალ–ახალი ფაქტები გაუხსნან, რომელიც მხოლოდ ინტერეს კი არ იწვევს — ისტორიის მასწავლებლებსაც კი, შოკში აგდებს. ძველი ეგვიპტელების ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანი და დატვირთული იყო და შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად განსხვავდებოდა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებისგან. ისტორიის სახელმძღვანელოებში კი, იმ ეპოქის ყველა დეტალი განხილული არ არის. მაგრამ, სწორედ ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ინფორმაცია, ყველაზე უკეთესად გადმოსცემს ეპოქის განწყობას. აქ სწორედ, 3 ასეთ ფაქტს წარმოგიდგენთ: ძველ ეგვიპტეში თანასწორობა იყო იდეალური სამყარო, რომლისთვისაც 21 საუკუნეში აქტიურად იბრძვიან, ძველ ეგვიპტეში რეალობა იყო. ქალებს ჰქონდათ ქონების ფლობის და მისი განკარგვის უფლება. იმ დროს, ქალს მომავალი მეუღლის საკუთარი სურვილით არჩევა, განქორწინების მოთხოვა, უიღბლო ქორწინების შემთხვევაში და ხელმეორედ გათხოვება შეეძლო. ქალებს ნებისმიერი სამოსის ტარება შეეძლოთ და ამ მხრივ, შეზღუდვები დაწესებული არ იყო... და მიუხედავად იმისა, რომ მათი მათ პირველებმა დაიწყეს ანტიბაქტერიული საშუალებების გამოიყენება, ამასთან, თავიანთი აღმოჩენის სრულ მასშტაბებს ვერ აცნობიერებენ — ისინი ობიან პურს ჭრილობაზე იდებდნენ და ამით ანთებით პროცესს აქრობდნენ, რაც იმ დროს, მკურნალობის ჩვეულებრივ საშუალებად ითვლებოდა. ასევე უნდა ითქვას, რომ ძველ ეგვიპტეში ყველა, მიუხედავად სტატუსისა, პირადი ჰიგიენის დაცვას ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა: ყველა ეგვიპტელი, ყოველდღიურად ბანაობდა — ღარიბები ნილოსის წყალში, მდიდრები კი — სპეციალურად მოწყობილ სააბაზანოებში. ისინი საპნის ნაცვლად, ნატრონს ხმარობდნენ — ოთხი სახის მარილის ნარევს, რომელსაც ხშირად, მუმიფიკაციის პროცესშიც იყენებდნენ. საკუთარ სახელს არავინ ამბობდა და ყველა თავს იპარსავდა რწმენის მიხედვით, ადამიანის სახელი გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო, რომ ვერავის შეძლებოდა, სახელის გამოყენებით და ჯადოქრობით, მის პატრონზე ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა. ჩვეულებრივ, ცხოვრებაში, ეგვიპტელები მეტსახელებს იყენებდნენ. იგივე მიზეზით, ტახტზე ასული ფარაონები, თავიანთი წინამორბედის სახელებს ირქმევდნენ — მათ სწამდეთ, რომ ასე, საკუთარი თავისთვის, უსაფრთხო და ხანგრძლივი მეფობის უზრუნველყოფა შეეძლოთ. კიდევ ერთი რამ, რასაც ყველა ეგვიპტელი, სტატუსის მიუხედავად, აკეთებდა — თავის გადაპარსვა იყო. იმ დროს, ძალიან იყო გავრცელებული პედიკულოზი (დატილიანება). ამიტომ, უმრავლესობა პარიკს ატარებდა, რომელსაც ადამიანის ან ცხენის თმისგან აკეთებდნენ და ოქრო–ვერცხლით რთავდნენ. ვისაც ასეთი პარიკის შეძენის საშუალება არ ჰქონდა, თვითნაკეთ პარიკებს იყენებდნენ, რომლებსაც პაპირუსის ფოთლებით ამზადებდნენ. არხის სხვა სიახლეები:* თინისი – გაერთიანებული ეგვიპტის პირველი დედაქალაქი* როგორ ცდილობდნენ სტალინის მოკვლას?* 20 ფაქტი ცხოველებზე, რომელიც ნებისმიერს გააკვირვებს და ყველაზე უნიკალური გარეგნობის ცხოველები* მან ამ პროექტს ცხოვრების 6 წელი მიუძღვნა... თუმცა, ნამდვილად ღირდა!* მან 1 ადამიანის გამო, 1, 7 მლნ. ამოწყვიტა – 10 გამაოგნებელი ფაქტი ჩინგიზ-ყაენის შესახებ* როგორი იყო მარსი მილიონობით წლის წინ (+ ვიდეო – "მარსი 4 მლნ. წლის წინ")* ყველაზე საშიში შხამიანი გველი მსოფლიოში (კობრა არ არის) და 10 საინტერესო ფაქტი გველების შესახებ967 1-ს მოსწონს
|